საზოგადოება „მთავარის ლოგო იმედის ლოგოს დაამსგავსეს და ფბ გვერდს თაღლითურად გადააჯდნენ“ - ნატო ჩხეიძე 16 ივნისი, 12:58 ![]() სერიიდან:
აბა შეხედეთ…
გახსოვთ ხომ ნ. გვარამია რომ იქადნებოდა, ახალ ტელევიზიას შევქმნი და სახელიც ახალი გვექნებაო.
პოლიტიკურად აჰალი ხომ არის ისედაც, მაგრამ ფბ გვერდი ძველებური ამჯობინა - “მთავარის” სახელით და ტვ იმედის ლოგოს დამსგავსებული მთავარის ლოგოთი წარმოგვიდგა.
და ჰოი საკვირველებავ, მთავარი არხის ფბ გვერდს “გადააჯდა”.
.
სულ ეს ყოფილა პროფესიით იურისტის და წლების მანძილზე მედეამენეჯერის პროფესიონალიზმი და კრეატიულობა:))
ეს აჰლებური კრეატიულობა ცოტა არ იყის და თა(ჰ)ღლითობასაც კი ემსგავსება, - მთავარი არხის კონტენტი რა ჩვეული სიმარჯვით მიისაკუთრა:))
და თუ გვარამია გაიკვირვებს, მე რა შუაში ვარო, ყველამ ხომ ვიცით, რომ დირექტორი გაბუნია რეალურად არაფერს წარმოადგენს და მექანიკურად ასრულებს და იმეორებს გვარამიას ყველა ჩაძახილს.
.
პ.ს. ბოლომდე მაინც ყველაფერს ვეღარ მიადევნეს თვალი და გონება და ამიტომაც არის რომ ალაგ/ალაგ მთავარი არხის ლოგო ისევ იჭყიტება აჰალის აჰლებური გვერდიდან:))
. * * * . სერიიდან:
ის რაც ხდება
.
- მე არ მომწონს ბოიკოტი - ამბობს ხატია დეკანოიძე.
არ გამივირვებია, რომ არ მოსწინს ბოიკოტი.
ენმ - ის გამუდმებულ ბოიკოტს შეეწირა მისი ფრაქციის თავმჯდომარეობა.
შეიძლება სხვა რამ ქვედინებებიც იყო, რა გითხრათ, მაგრამ აშკარა და ხედვადი ის იყო, რომ ენმ - ის როგორც ჩანს სტრატეგია იყო ბოიკოტი და ფრაქციის თავ- რე არ/ვერ ეთანხმებოდა და ვერც ეწინააღმდეგებოდა.
და წავიდა ფრაქციიდან.
.
ისე, მართლაც რა უბედურება იყო ეს გამუდმებული ბოიკოტი?
და მაშინაც კი, როცა ბოიკიტს არ აცხადებდნენ და ახლა უკვე ახალი თავ-რე სიტყვით გამოდიოდა, მე, როსტომი, რომან გოცირიძე და ანი წითლიძე თუ ვისხედით სხდიმათა დარბაზში.
.
არც თითქმის არავინ იყო მეტი ენმ- ის ფრაქციიდან, რომ თავიანთი თავმჯდომარის გამოსვლის მერე ან ტაში დაეკრათ, ან რეპლიკები იქით ესროლათ, ან…ან…
.
გამოვიდოდა თინა ბოკუჩავა, მწარე-მწარეებს იტყოდა, დააყრიდა, წააყრიდა, არაფერს შეარჩენდა იცნების პარტიას და ის ოცნებაც დიდად აღარ განიცდიდა.
სხდომაზე არ ჩანდნენ სიტყვით გამომსვლელის ფრაქციელები, თანამოზიარე და თანამებრძოლები…
.
- ველზე ვართ გასულებიო, ამბობდნენ, და იყვნენ ალბათ ველზე.
და იჯდა ოცნება და უსმენდა თინას პასტე-პასტეებს უშფოთველად.
საიდან დავიწყე და სად წავედი.
.
იმის თქმა მინდოდა, არ გამკვირვებია ხატიას რომ ბოიკოტი არ მოსწონს. -- წერს ნატო ჩხეიძე.
,
344 1-ს მოსწონს
|