x
მეტი
  • 11.07.2025
  • სტატია:143266
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515401
დადასტურდა,რომ 300 წლის წინ ჩაძირულ ხომალდზე 17 მილიარდი დოლარის განძია
image

კარიბის ზღვის აუზში 300 წლის წინ ჩაძირული გემზე მილიარდობით დოლარის ღირებულების საგანძურია.


კოლუმბიის სანაპიროსთან 300 წლის წინანდელი მონეტები აღმოაჩინეს, რაც ესპანური გალეონის „სან ხოსეს“ მდებარეობაზე მიუთითებს. Live Science-ის ცნობით, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს არის მსოფლიო ისტორიის მანძილზე აღმოჩენილი ერთ-ერთ უდიდესი საგანძური.

კოლუმბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ესპანური გალეონი „სან ხოსე“ კარიბის ზღვის აუზში აღმოაჩინეს.


კოლუმბიელმა მკვლევარებმა ყურადღებით შეისწავლეს ჩაძირული იალქნიანი გემის გარშემო ზღვის ფსკერზე დაყრილი მონეტების ფოტოები. მათ თავიანთი ნაშრომის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ „Antiquity"-ში გამოაქვეყნეს. ამრიგად, მონეტების ერთ მხარეს იერუსალიმის ჯვარი და ფარი იყო გამოსახული ციხესიმაგრეებისა და ლომების გამოსახულებით. მეორე მხარეს, ტალღებს ზემოთ აწეული ჰერკულესის სვეტები ჩანს.

image

გემის მახლობლად ასევე აღმოაჩინეს მაკუკინა, ხელით მოჭრილი ვერცხლის მონეტები, რომლებიც ესპანეთის კოლონიებში მთავარი ვალუტა იყო.


აღმოჩენა მეცნიერებს დაეხმარა იმის დადგენაში, რომ მონეტები 1707 წელს ლიმაში (ახლანდელი პერუს დედაქალაქი) ესპანურმა ზარაფხანამ მოჭრა.ამით დასტურდება, რომ აღმოჩენილი გემი ლეგენდარული "სან ხოსე" არის.

1708 წელს ესპანურმა გალეონი სათავეში ჩაუდგა ექსპედიციას, რომელსაც კარტახენადან ევროპაში საგანძურის გადაჰქონდა. იმ დროს ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომი მიმდინარეობდა, (1701-1714) სადაც ბრიტანეთი და ესპანეთი მტრები იყვნენ. ბრიტანულმა სამხედრო გემები " სან ხოსეს" თავს დაესხნენ. გემზე დენთის მარაგი აფეთქდა და გალეონი ჩაიძირა. ბრძოლის დროს ის 200 ტონა ოქროთი, ვერცხლით და ძვირფასი ქვებით იყო დატვირთული. ამ საგანძურის თანამედროვე ღირებულება დაახლოებით 17 მილიარდი დოლარია.

image

აღსანიშნავია, რომ გემი ჯერ კიდევ 2015 წელს იპოვეს, ამჟამად საბოლოოდ დადასტურებულია, რომ ეს ლეგენდარული "სან-ხოსეა".

კოლუმბია გეგმავს არტეფაქტების ნაწილის მუზეუმისთვის ამოღებას, რასაც ესპანეთის ხელისუფლება ეწინააღმდეგება. ისინი აცხადებენ, რომ ჩაძირული გემი მათ საზღვაო ფლოტს ეკუთვნის და ასაკის მიუხედავად, ესპანეთის საკუთრებად ითვლება.არსებობს სხვა პრეტენზიაც, რადგან გემზე არსებული სიმდიდრის უმეტესი ნაწილი ამერიკის დაპყრობილი ქვეყნებიდან წაღებული განძია, ის მხოლოდ კოლუმბიის საკუთრებაში არ უნდა გადავიდეს.

0
378
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
378
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0