x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"მომენტი, როდესაც სიცოცხლე იწყება" – 6 მცდარი წარმოდგენა მუცლად მყოფი ბავშვის შესახებ

image


ინტერნეტში უამრავი ცრუ ფაქტია ჩასახვის, ორსულობის და მშობიარობის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ ყველას არ სურს შვილის ყოლა, კვლევის თანახმად, ქალების თითქმის 100% და ბევრი მამაკაცი, ინტერნეტში ამის შესახებ ინფორმაციას ეძებს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ზოგიერთ მომავალ დედას, მუცლად მყოფი ბავშვის შესახებ, მცდარი წარმოდგენები შეექმნას. მაგ., სოც. ქსელებში 3-წუთიანი ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მილიონებით ნახვა აქვს. ის სოციალური მოძრაობის «Live Action»–ის მიერ შეიქმნა, რომელიც ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან. ვიდეოს ავტორები აცხადებენ, რომ მასში ნაყოფის გამოსახულება «სამედიცინო თვალსაზრისით, ზუსტია». ვიდეოში ნაჩვენებია ნაყოფის ჩასახვის მომენტი, ტვინის, გულის და სხვა სასიცოცხლო ორგანოების განვითარება. მაგრამ, რეალურად, ვიდეოში არის მომენტები და კადრები, რომელიც, ფაქტობრივად, არაზუსტია.



1. უზუსტობა: ვიდეოს მიხედვით, «მომენტი, როდესაც სიცოცხლე იწყება» – ჩასახვის მომენტია.

მაგრამ, ეს სუბიექტური მტკიცებაა. ჩასახვიდან — პირველი 8 კვირია, ემბრიონის პერიოდია და ამ ეტაპზე, ძირითადი ორგანოების მხოლოდ ჩასახვა ხდება.


2. შეცდომაში შემყვანი: ორსულობის პერიოდი და ნაყოფის განვითარების ეტაპები

ვიდეო მაყურებელს ემბრიონის ზრდას, ჩასახვის მომენტიდან აჩვენებს. მაგრამ, რეალობაში, ორსულობის ვადად სამეანო კვირა ითვლება და ათვლა — ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან იწყება. რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ორსულობის პირველი ორი კვირის მანძილზე, ქალი ორსულად არ არის. სწორედ ამიტომ, ვიდეოში, ვადების თვალსაზრისით, შეუსაბამობა არის. მაგ., ნაჩვენებია, რომ ნაყოფს ხელების და ფეხების ჩანასახები მე-4 კვირისთვის უჩნდება. სინამდვილეში, ეს მე-6 სამეანო კვირაში ხდება.


3. უზუსტობა: «განაყოფიერებიდან, 22 დღის შემდეგ, ემბრიონის გულისცემის აღმოჩენა შეიძლება»

სინამდვილეში, ეს გულისცემა არ არის, რადგან გული, როგორც ორგანო, ამ დროს, ჯერ არ არსებობს. ორსულობის ამ ეტაპზე, უჯრედები, რომლებიც მოგვიანებით გულად იქცევიან, ელექტრული აქტივობის გამოყოფას იწყებენ. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა და მეან-გინეკოლოგმა, დოქ. ჯენიფერ კირნსმა განმარტა: «ორსულობის ადრეულ ეტაპზე, ჩვენ უჯრედების ჯგუფს აღმოჩენა შეგვიძლია, რომლებიც გარკვეულ ელექტრულ აქტივობას იწყებენ. თუმცა, ეს არანაირად არ მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ან გულის ფუნქციონირებაზე».


4. შეცდომაში შემყვანი: ემბრიონის გარეგნობაimage

მარცხენა გამოსახულება — ექვსკვირიანი ემბრიონის ფოტოა ვიდეოდან. მარჯვნივ კი ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყურება სინამდვილეში ქსოვილი — ნაყოფის პარკი, ფეხმძიმობის მე–5-9 კვირას. ამ პარკის შიგნით უჯრედებია, რომელიც ნაყოფად იქცევა. მაგრამ, ამ ეტაპზე, ემბრიონი არ ჩანს.


5. უზუსტობა: «მე–11 კვირას ბავშვი უკვე მოძრაობს, ხელ–ფეხს აქნევს და თამაშს»

სინამდვილეში, მუცლად მყოფი ბავშვი მოძრაობას, მხოლოდ მე–12 კვირას იწყებს. მკვეთრად გამოხატული მოძრაობა კი, როგორიცაა შეკრთობა, სლოკინი, თავის, ან თვალების მოძრაობა, როგორც წესი, ორსულობის მე-15 კვირას იწყება.


6. შეცდომაში შემყვანი: «მე–18 კვირიდან, ულტრაბგერითი კვლევისას, ბავშვის სახმო აპარატში, მეტყველების მოძრაობების აღმოჩენა შეიძლება»

სინამდვილეში, ამ აპარატის განვითარება 28-ე კვირიდან იწყება. მანამდე კი, მეტყველების მოძრაობები უნებლიეა და აღნიშნული აპარატის განვითარებასთან არის დაკავშირებული.


imageარხის სხვა სიახლეები:


* კაცობრიობის რეალური ისტორია, რომელსაც ვატიკანი მალავს

* მეცნიერებმა ძველი ეგვიპტელების უცხოპლანეტელებთან კონტაქტის მტკიცებულება აღმოაჩინეს

* რა თქვა ალექსანდრე მაკედონელმა სიკვდილის სარეცელზე და ისტორიით გამოცდილი ცხოვრებისეული გაკვეთილები

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0