x
მეტი
  • 25.06.2025
  • სტატია:142967
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515311
ნიკოლოზ ცისკარიძემ თავის სახელსა და გვარზე უარი თქვა
image

რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბალეტის მოცეკვავემ და პედაგოგმა ნიკოლოზ(ნიკა) ცისკარიძემ დრამატულ სცენაზე თავისი წარმოდგენებისთვის სასცენო ფსევდონიმი დაირქვა. მან ამის შესახებ "რია ნოვოსტიში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.



ცისკარიძე მონაწილეობას მიიღებს მიხეილ ბულგაკოვის ნაწარმოების "ბატონ დე მოლიერის ცხოვრება"მიხედვით დადგმულ წარმოდგენაში, სადაც ის საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის როლს შეასრულებს. ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრის დრამატულ სცენაზე დებიუტისთვის მან სასცენო სახელი მაქსიმ ნიკოლაევი აირჩია.



რუსეთის სახალხო არტისტის თქმით, ის ყოველთვის იმ განცდით ცხოვრობდა, რომ „ნიკოლაი ცისკარიძესთან“ არაფერი საერთო არ ჰქონდა: „ეს არის მედია პიროვნება, ჭკვიანი ადამიანი, რომელიც მხიარულად ატარებს ცხოვრებას. მაგრამ თუ ამას ბალეტზე გადავალთ, მაშინ ის ყოველთვის რეიტუზშია, ყოველთვის მთავარი გმირია. მე კი ჩემი შინაგანი სტრუქტურით სრულიად განსხვავებული ადამიანი ვარ“, - განმარტა მან.


მისთვის ახალ ჟანრში სამუშაოდ, ნიკოლაი მაქსიმოვიჩმა სახელი და მამის სახელი შეცვალა და ამით სასცენო ფსევდონიმი დაირქვა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეეძლო თავისი გვარის თარგმანი გამოეყენებინა, თუმცა უფრო ნეიტრალურ ვარიანტზე შეაჩერა არჩევანი: „შემეძლო ჩემთვის „ზვეზდნი“ ან „ზორევი“ დამერქვა. თუმცა, ეს უკეთესია“.



ნიკოლოზ ცისკარიძე 1973 წლის 31 დეკემბერს დაიბადა თბილისში. დედა – ლამარა ცისკარიძე – ფიზიკოსი იყო, მუშაობდა ობნინსკის სამეცნიერო ცენტრში. ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო მისთვის მოვლენები ტრაგიკულად განვითარდა და ამიტომ თბილისში დაბრუნდა, სადაც ფიზიკასა და ასტრონომიას ასწავლიდა სკოლაში. მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, ატარებს დედის გვარს.


მომავალი მოცეკვავე სცენამ, განსაკუთრებით თოჯინურმა თეატრმა, ადრეული ბავშვობიდანვე გაიტაცა, თავისი ხელით აკეთებდა თოჯინებს, რომელთა სიყვარული მოწიფულობაშიც არ განელებია და დიდი კოლექციაც შეაგროვა. თუმცა ცეკვისადმი სიყვარულმა ყველა სხვა ინტერესი დაჩრდილა. სწავლობდა თბილისის 162-ე სკოლაში ბახტრიონზე. 1984 წელს თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც პირველ სამ წელს მეცადინეობდა ირინა სტუპინასთან და ზურაბ ლაბაძესთან. სულ მოკლე ხანში ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ აშკარა გახდა: აუცილებელი იყო მისი მოსკოვში წაყვანა.


ნიკა ცისკარიძე ხშირად სტუმრობს თბილისს:"ეს არის ქალაქი, სადაც ყოველთვის დავბრუნდები", ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში.

image

0
3713
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
3713
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0