საქართველო "სამიზნე, ჩემის აზრით, ბიძინა ივანიშვილია"- რას წერს გია ხუხაშვილი 10 ივნისი, 16:46 პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ ჩაწერილ ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ მივიწყებული თემის კვლავ აქტუალიზაცია მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დასუსტების მცდელობით იყოს განპირობებული:"ბოკუჩავას მეუღლის თემის სამიზნე, ჩემის აზრით, ხელისუფლებაში ჩაბუდებული “კეთილმოსურნეთა” დაჯგუფების მხრიდან ბიძინა ივანიშვილია.ამ მივიწყებული თემის აქტუალიზაცია ასეთი “ნაჯახური” ფორმით მხოლოდ იმას შეიძლება აწყობდეს, ვისაც ბიძინას ოჯახის შეურაცხყოფა ჰქონდა ჩაფიქრებული, მისი დასუსტების მიზნით “ტრადიციების დამცველთა” ბანაკში ეჭვების გაჩენით…"- წერს გია ხუხაშვილი.როგორც გუშინ თინა ბოკუჩავამ განაცხადა მის მეუღლეს 5 ნიღბიანი პირი დაესხა თავს და აღნიშნული ვიდეომიმართვა იძულებით ჩააწერინა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.კოტე იოსელიანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც დაიბარეს.427 შეფასება არ არის |