x
მეტი
  • 25.06.2025
  • სტატია:142964
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515311
"ვინც ამბავი არ იცით. ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა”- რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის, კოტე იოსელიანის მიერ უტა ივანიშვილისადმი ჩაწერილ ვიდეომიმართვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედოვნებს რომ საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება იმ პიროვნების ვინაობა ცნობილი, ვინც კოტე იოსელიანს მსგავსი სახის ვიდეოს ჩაწერა წლების შემდეგ მეორედ აიძულა:


"ვინც ამბავი არ იცით.


დაახლოებით 8 წლის წინ, ჯერ კიდევ იბერია რომ არსებობდა, კოტე იოსელიანმა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა პირდაპირ ეთერში.


ის განცხადება ჩემთვის მაშინაც და ახლაც მიუღებელია

ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი სხვათაშორის.

უტა კი არა, ნებისმიერი ადამიანის პირადზე განცხადებები არის ქოცობა ჩემთვის. თან ჭორების დონეზე.


მალევე კოტემ მოიხადა ბოდიში და წავიდა პოლიტიკიდან.

ამდენი წლის შემდეგ ეს თემა ვის გაახსენდა?


შემთხვევით რომელიმე ქუჩის ბიჭს ქულების დაწერა ხომ არ მოუნდა მეფის კარზე? და ამ კითხვებს მე ტყუილა არ ვსვამ.


იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო"- ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტში.


როგორც გუშინ თინა ბოკუჩავამ განაცხადა მის მეუღლეს 5 ნიღბიანი პირი დაესხა თავს და აღნიშნული ვიდეომიმართვა იძულებით ჩააწერინა. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაიბარეს.


კოტე იოსელიანის გატაცების საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც დაიბარეს.










0
241
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
241