x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
“უცხოელი კურიერი არ გვინდაო, ყვირით – ქართველ კურიერს უნდიხართ კი?” – წერილი

image

.

სოციალურ ქსელში, ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, კურიერი წერს, რომ ქართველი მომხმარებლები ბევრად პრობლემურები არიან და უცხოელი შემკვეთები უფრო სრულყოფილ ინფორმაციას უთითებენ და უფრო კომფორტულ ურთიერთობას ამყარებენ. ამასთან, წერილში ნათქვამია, რომ შემკვეთების უმრავლესობა უცხოელია და ცხადია მათ უცხოელი კურიერი ურჩევიათ:
როცა ქართველს უცხოელი კურიერი არ გინდა, გიკითხავთ ქართველ კურიერს უნდა ქართველი მომხმარებელი?
სხვაგან არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ბათუმში, დღეში მინიმუმ 20 შეკვეთას ვაკეთებ, ამათგან 2 ან სამი თუ შემხვდება ქართველი, ძირითადად უცხოელი ტურისტები არიან.
,
შევხედავ თუ არა რომ ქართველია – ყველა მოტივაცია და მოინდომება ქრება, ( წინასწარ, რადგან მაინც დამეკარგება ) პირველი რასაც ვაწყდები მოუწესრიგებლად უწერია მისამართი. ფარნავაზ მეფის 120 (მაგალითად)
და მორჩა, მიდიხარ კორპუსთან, ურეკავ და გაბრაზებული გეუბნება რომ უნდა აუტანო, რა პრობლემა – კარიდან კარამდე კონტრაქტშიც წერია, მაგრამ უნდა დააზუსტო ( გამოგლიჯო ) ატანამდე რომელი სადარბაზოა, შემდეგ სადარბაზოს კოდი, შემდეგ ლიფტის კოდი. რა თქმა უნდა ყველა კითხვაზე გაბრაზებული და უკმაყოფილო პასუხია, გეგონება უნდა იცოდე ვიღაც გიორგი სად ცხოვრობს.
.
ხშირად იტყუება ლიფტის კოდს, იმიტომ რომ არა აქვს ან გადასახდელი აქვს და უმჯობესია შეამოწმო (იმედი აქვს სხვას დაემგზავრები და სულ არ ადარდებს მეოცედან ღვთის ანაბარა თუ ჩამოხვალ) ბოლოს ადიხარ და ეძებ 11 ბინას თეთრი კარით, სადარბაზოში ჯერ კიდევ არ იჭერს მობი, 4-5 კარი გხვდება, ხშირად ყველა თეთრი და არც ერთს არ უწერია ბინის ნომერი. (წვიმაში ყოველი წუთი გეწვის, რადგან ტარიფია და ფულს კარგავ) ბოლოს მობ ქსელი ბრუნდება და ურეკავ, შეწუხებული გეუბნება რომ გაგიღებს კარს, აქაც ზლაზვნით მოცოცდება კარებთან და უკმაყოფილო გართმევს შეკვეთას.
.
ათი ქართველიდან 2 გეტყვის მადლობას, ათიდან 3 მინთიფს გიტოვებს, ძირითადად 5 ან ათ თეთრს. ოციდან ერთი შეგხვდება რომ სადარბაზოშივე დაგხვდეს დროულად, ღიმილიანი მადლობა გადაგიხადოთ და რა შესაძლებლობაც აქვს ის გიფეშქაშოს.
.
უცხოელი კურიერი წამალია ნამდვილად ბევრისთვის, უწევს სირბილი წინდაუკან, ვერც აგნებს. ბოლოს გაცივებულ, გაყინულ საკვებს მიიღებს.
.
განსხვავება რა არის უცხოელსა და ქართველს შორის, ყველას ზუსტად უწერია მისამართი, ბინის ნომრით, კოდებით და აშ. ძირითადად ქვემოთ გვხვდება სადარბაზოსთან, გაღიმებული მადლობას გიხდის, ხშირად თიფს ხელზე გაძლევს.
.
ჩემს მაგალითს გეტყვით, ხშირად კორპუსზე ვცნობ რომ ქართველია, თავს ვიკავებ აღებისგან – სხვის შრომას პატივისცემა უნდა და არა უკმეხად ზემოდან ყურება, იყვირეთ ახლა მხოლოდ ქართველი კურიერი გვინდაო, არ მჯერა პატრიოტობის გამო იკლავდეთ თავს ან ქართველი კურიერების მიმართ სოლიდარობა ამოძრავებს ვინმეს, ისევ მის კომფორტზე ფიქრობს, და აი ამ ხალხს მინდა ვკითხო – ოდესმე დაფიქრებულხართ ქართველ კურიერს უნდიხარ კი?" – წერს ერთ-ერთი კურიერი.
0
266
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
266
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0