სხვა იცით, რომელი მაღვიძარას ხმა მართლა წამოგაყენებთ საწოლიდან? 10 ივნისი, 10:23 დილით გაღვიძება ნამდვილი ქვესტია. მაღვიძარას ერთი არასწორი ხმა და განწყობა ნულზეა, თავში ბურუსია, ხოლო პროდუქტიულობა სადღაც იატაკის დონეზე. ჯერ კიდევ პითაგორამ, ძველბერძენმა წვერიანმა გენიოსმა, ძვ. წ. 500 წელს გამოთქვა იდეა, რომ მელოდიებს შეუძლიათ სხვადასხვანაირად იმოქმედონ ჩვენს ტვინზე. ზოგიერთი პირდაპირ ენერგეტიკული სასმელივითაა, ძილიანობას მყისიერად აქრობს და თანამედროვე მეცნიერები მას ეთანხმებიან.
რას ამბობენ მეცნიერები? ![]() მთავარი ინსაიტი: თქვენი ასაკი წყვეტს, რომელი მაღვიძარა გაგაღვიძებთ. თუ 18-25 წლის ხართ, მოემზადეთ უფრო ხმამაღალი სიგნალისთვის - თქვენი ტვინი ჯერ არ არის მორგებული დახვეწილ ვიბრაციებზე. მოზარდებს საერთოდ ხმოვანი აპოკალიფსი სჭირდებათ, მაგალითად, სირენა, თორემ შუადღემდე იძინებენ. ხანდაზმულებისთვის საკმარისია მსუბუქი მინიშნება, რომ წამოხტნენ საწოლიდან. 2020 წელს მეცნიერებმა ამ თემას ხელი მოჰკიდეს და გაარკვიეს: პატარა ბავშვებისთვის საუკეთესოდ მუშაობს 500 ჰც სიხშირის ხმები. როგორც ჩანს, ეს არა მხოლოდ პატარებისთვის მუშაობს - ასეთი სიხშირეები აფხიზლებს ზრდასრულებსაც. სპოილერი: სწორედ ასეთი ხმებია ყველაზე ხშირად ჩაშენებული თქვენი სმარტფონის სტანდარტულ სიგნალებში. ![]() კიდევ ერთი ხრიკი - ხმოვანი მაღვიძარები. ჩაწერეთ, როგორ ყვირის თქვენი მეგობარი „ადექი, ზარმაცო!“ - ეს უკეთესად იმუშავებს, ვიდრე წრიპინა მაღალი სიხშირის სიგნალი. მაგრამ მაინც არ არის ისეთი მაგარი, როგორც ის 500 ჰც. ახლა მუსიკაზე. თუ მაღვიძარაზე დააყენებთ მელოდიას, რომლის მღერა მთელი დღე მოგინდებათ, უფრო ადვილად გაიღვიძებთ და თან ტელეფონის კედელზე სროლის სურვილის გარეშე. როგორც ჩანს, ტვინს მოსწონს, როდესაც სიამოვნებით აღვიძებენ. როგორ აირჩიოთ მაღვიძარა, რომ დილა არ შეგძულდეთ? ![]() მეცნიერებმა მოგვცეს მკაფიო გზამკვლევი, როგორ შევარჩიოთ სიგნალი, რომელიც დილას ნაკლებად საშინელს გახდის: - შეარჩიეთ მელოდია, რომლის რიტმზე ცეკვა ან სიმღერა მოგინდებათ. არ დააყენოთ საყვარელი სიმღერა - რამდენიმე კვირაში მის სამუდამოდ გამორთვის სურვილს გამოიწვევს. - დაუმიზნეთ სიხშირეს დაახლოებით 500 ჰც - ეს თქვენი ბილეთია მხნედ გაღვიძებისთვის. - მელოდიის ტემპი - 100-120 დარტყმა წუთში. არც ძალიან სწრაფი, რომ პანიკაში ჩავარდეთ და არც ძალიან ნელი, რომ ისევ ჩაგეძინოთ. - ხმის სიმაღლე შეარჩიეთ ასაკის მიხედვით. ახალგაზრდა ხართ - ჩართეთ უფრო ხმამაღლა. 30 წლის შემდეგ - შეიძლება უფრო ჩუმად, რომ დღე ინფარქტით არ დაიწყოთ. ასე რომ, დაივიწყეთ მაღვიძარას სტანდარტული წივილი. იპოვეთ თქვენი სიმღერა, დაარეგულირეთ ხმის სიმაღლე და დაიწყეთ დღე როგორც როკ-ვარსკვლავმა და არა როგორც ზომბმა. ასევე დაგაინტერესებთ: მეცნიერების აზრით, სიზარმაცე შეიძლება სასარგებლო იყოს მეცნიერებმა ახსნეს კოშმარების დანიშნულება - მათ გარეშე იოლად ვერ გავალთ კომპონენტი, რომელიც ბავშვის გონებაზეა პასუხისმგებელი, დედის რძეში იპოვეს მეცნიერების კვლევა: სუნები და მუსიკა დემენციის რისკს ამცირებენ რატომ გვესიზმრება გარდაცვლილები 38 შეფასება არ არის |