x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
ვიეტნამელი ფოტოგრაფი ფამ ან ტუ, რომლის ფოტოებიც ფანტაზიების სამყაროში გადაგიყვანთ
image



შესაძლებელია ოცნების კადრში დაჭერა? ვიეტნამელი ფოტოგრაფი ფამ ან ტუ, თავდაჯერებულად პასუხობს: დიახ. ის ყოველდღიურობას ფანტასტიკურ მოგზაურობად აქცევს, თავის ფოტოებს - სინათლითა და ჩრდილით მოთხრობილ პოეზიად. მისი ნამუშევრები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი სურათები. ეს არის გზა, შეხედოთ სამყაროს მეოცნების თვალით, რომელსაც არ აშინებს მოლოდინების წინააღმდეგ წასვლა, რათა იპოვოს საკუთარი თავი და გაუზიაროს თავისი ხედვა სხვებს.



image



ფუტურისტი კამერით

ფოტოგრაფი ფამ ანი ტუ (Pham Anh Tu) საკუთარ თავს მეოცნებეს უწოდებს და ბავშვობას გულში სათუთად ინახავს. „მე სამყაროს პატარა ლინზიდან ვხედავ“ - ასე ამბობს საკუთარ თავზე. მისი შემოქმედება ფუტურისტი პოეტების ლექსებს ჰგავს, ისეთივე ნათელი, უჩვეულო და გაუგებარია. ფოტოგრაფი ცნობიერებაში იძირება, იყენებს მოგონებებს, თამაშობს გამოსახულებებით და უბრალოდ ქმნის სილამაზეს.




image



image



ფოტოგრაფიის გამო ან ტუმ დატოვა სტაბილური საოფისე სამუშაო, სადაც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა. მშობლებმა და ახლო მეგობრებმა მაშინვე ვერ გაიგეს და მიიღეს მისი არჩევანი. სიამოვნებიდან და ჰობიდან ფოტოგრაფია მისი ცხოვრების საქმედ იქცა. მარტომ გახსნა ფოტოსტუდია, ყოველთვის არ ჰქონდა საკმარისი ფული, მხარდაჭერა. მაგრამ კარგი გემოვნება და, რაც მთავარია, შეუპოვრობა მას კლიენტებს აძლევდა, რომელთაგან ბევრი მუდმივი გახდა.



image



image



„ვსწავლობდი გარემოს დაცვის უნივერსიტეტში, შემდეგ ვმუშაობდი ფოსტაში, მაგრამ მიყვარს თავგადასავლები, ოცნება, ამიტომ ავიღე შესვენება და ჩავუღრმავდი ფოტოგრაფიას. ყველას, ვისაც ჩემი გადარწმუნება სურდა, ვეუბნებოდი: „ყველა ადამიანი მხოლოდ ერთხელ ცხოვრობს, ამიტომ მინდა ვაკეთო ის, რაც ჩემთვის ნამდვილად ახლოა და მომწონს“.



image



image



პატარა სტუდიიდან აღიარებამდე

ვიეტნამელი ფოტოგრაფის გზა რთულად დაიწყო. მაგრამ ახლა ფამ ან ტუს სტუდიას არ აკლია კლიენტები, ხოლო მისი ფოტოები წარმოდგენილია ისეთ ცნობილ ჟურნალებში, როგორიცაა Vogue და Elle, ასევე დიდ ფოტოგალერეებში.



image



image



ფოტოების უმეტესობა გადაღებულია მის მშობლიურ ქალაქ დალატსა და მის შემოგარენში. ვიეტნამის ჯუნგლები, დიდებული მთები, ულამაზესი ყვავილები და ფანტასტიკური ნისლები ფოტოგრაფს შესანიშნავ გარემოს უქმნის სამუშაოდ. მისი ნამუშევრების თითოეული სერია დაშიფრული გზავნილია, რომელიც დაგაფიქრებთ. მაშინაც კი, თუ არ ცდილობთ ფოტოების მნიშვნელობის გაგებას, ისინი გაგაოცებთ თავიანთი ორიგინალურობითა და სილამაზით.



image


ფამ ან ტუმ დაამტკიცა, რომ ოცნებები შეიძლება არა მხოლოდ გულში ატარო, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ კადრიდან კადრამდე რეალობად აქციო. მისი გზა შთააგონებს მათ, ვისაც ეშინია ჩვეული გზიდან გადახვევა საყვარელი საქმის გამო.



image



image



image



image



image



image



image



image



image



ასევე დაგაინტერესებთ:

ადამიანის სხეულის სილამაზე ერვინ ოლაფის ფოტოებში

პატრიკ ლიჩფილდი: ქალის სილამაზის და სტილის სამყარო სამეფო ოჯახის ფოტოგრაფის ობიექტივში

ვარსკვლავების 15 ექსპრესიული პორტრეტი, რომლებიც XX საუკუნის ყველაზე ცნობილმა ფოტოგრაფმა გადაიღო

ზღაპრული და მისტიკური გამოსახულებები სინა დომკეს ფოტოებში

ცეკვის მაგია: ტანმოვარჯიშეების და მოცეკვავეების ფოტოების შესანიშნავი სერია ფრანგი ფოტოგრაფისგან


0
89
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
89