საზოგადოება "არ მჯერა…" - რა სქრინს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი 9 ივნისი, 21:38 ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი არჩევნებთან დაკავშირებით "ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ ლევან სამუშიას სქრინს პირად გვერდზე აზიარებს და წერს:"არ მჯერა… ბოლომდე ფეიქი მეგონა"- ვკითხულობთ ნანუკა ჟორჟოლიანის პოსტში.შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ “თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები”. ასევე, მან თქვა, რომ “თბილისის წართმევა და გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი”.ამ განცხადებებმა გააჩინა ეჭვი, რომ “ლელო – ძლიერი საქართველო” აპირებს ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რის გამოც საზოგადოების ნაწილის კრიტიკა დაიმსახურეს.518 შეფასება არ არის |