მოგზაურობა 7 რჩევა, როგორ ჩაალაგოთ ჩემოდანი, რომლებიც შვებულებამდე უნდა გაითვალისწინოთ 9 ივნისი, 17:53 ![]() შვებულება შესანიშნავი შესაძლებლობაა დაისვენოთ, დრო ახლობლებთან გაატაროთ და მოიკრიბოთ ძალები. თუმცა, მისთვისაც სწორად უნდა მოემზადოთ. რაც უკეთ არის ჩალაგებული ჩემოდანი, მით უფრო კომფორტულად დაისვენებთ. როგორ ჩაატიოთ ყველაფერი და რაც მთავარია, არაფერი დაგავიწყდეთ? ამ რთულ საქმეში რამდენიმე ნიუანსია. როგორ შეფუთოთ ბიჟუტერია? ![]() წარმოიდგინეთ, თქვენი პირველი საღამო სასტუმროში. მშვენიერი ამინდი, საზაფხულო კაბა, ნანატრი ვახშამი და... გადახლართული ყელსაბამი. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალი, რომელსაც შეუძლია განწყობა გაგიფუჭოთ. ხანდახან ეს ხდება მაშინაც კი, თუ წინასწარ გამოყოფთ გულსაკიდებს, ყელსაბამებსა და ჯაჭვებს ცალკე პარკებში ან სექციებში. ასეთი უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი ხრიკი. ჯაჭვები ჩვეულებრივ პლასტმასის ჩხირებში გაუყარეთ. ასე აღარრ აიხლართება, მაშინაც კი, თუ ჩემოდანს კარგად შეანჯღრევენ. ანალოგიურად შეგიძლიათ შეფუთოთ სამაჯურებიც, უბრალოდ ჩხირი ოდნავ უნდა დაამოკლეთ. რატომ უნდა აირჩიოთ გამჭვირვალე კოსმეტიკის ჩანთები? ![]() შამპუნის და ტუშის ძებნაში დრო რომ არ დაკარგოთ, ჰიგიენის ნივთები და კოსმეტიკა გამჭვირვალე კოსმეტიკის ჩანთაში ჩაალაგეთ. ასე არ მოგიწევთ ჩემოდანში დიდხანს ქექვა სასურველი ტუბის მოსაძებნად. ასე დიდ დროს დაზოგავთ, განსაკუთრებით მოგზაურობისას. რა უპირატესობა აქვს ჩემოდნის ორგანაიზერებს? ![]() ჩემოდნის ორგანაიზერები აუცილებელია ყველასთვის, ვინც მოგზაურობას აპირებს. ჩანთები-ორგანაიზერები არა მხოლოდ ადგილს ზოგავს, არამედ გეხმარებათ ნივთების კატეგორიებად დაყოფაში. ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ შემდგომ გამოყენებას. მაგალითად, ერთი ჩანთა შეიძლება გამოიყოს მაისურებისა და ტოპებისთვის, მეორე - შორტებისა და კალთებისთვის. ტანსაცმლის ფერების მიხედვით დალაგება ან უკვე გამზადებული ლუქების დღეების მიხედვით შეგროვება - შესაძლებლობები უსაზღვროა. თუ სხვადასხვა ფერის ორგანაიზერებს შეიძენთ, ეს კიდევ უფრო გაზრდის ნივთებისა და სივრცის ორგანიზების ვარიაციების რაოდენობას ჩემოდანში. რა უნდა წაიღოთ აუცილებლად შვებულებაში? ![]() აუცილებლად წაიღეთ ჩანთა-შოპერი. ბევრ დაუგეგმავ სიტუაციაში ჩანთა-შოპერი გამოსავალი შეიძლება იყოს. მარტივი ქსოვილის ან მოდური ნაქსოვი. რა მოხდება, თუ გსურთ სუვენირების ჩამოტანა, მაგრამ ისინი არ ეტევა ჩემოდანში? სწორია, შოპერი დამატებითი შესანახი ადგილი იქნება. სხვა სახის ჩანთებისგან განსხვავებით, ის მსუბუქია და დიდ ადგილს არ იკავებს ჩემოდანში. საჭიროების შემთხვევაში, საკმაოდ ტევადიცაა. როგორ ჩავალაგოთ ნივთები? ![]() ნივთები უმჯობესია მოათავსოთ სპეციალურ ჩანთა-ორგანაიზერებში, მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ არ გაქვთ? ამ შემთხვევაში გირჩევთ, ნივთები დაახვიოთ და არა დაკეცოთ. ასე ადგილს დაზოგავთ და დაჭმუჭნას ხელს შეუშლით. რულონებად შეგიძლიათ დაახვიოთ მაისურები, ლეგინსები, ჯინსები, სპორტული ტანსაცმელი, საღამურები და ყოველდღიური კაბები. არსებობს ნივთები, რომლებიც არ ექვემდებარება დახვევას, მაგალითად, ქურთუკი, კოსტიუმი, პერანგი და ა.შ. უმჯობესია ისინი დასტებად დაალაგოთ, დახვეული ტანსაცმლის რულონებზე ზემოდან. როგორ ჩაალაგოთ ფეხსაცმელი? ![]() ფეხსაცმელი ერთჯერად საშხაპე ქუდში გაახვიეთ, ასე დანარჩენი ნივთების სისუფთავეს დაიცავთ. სივრცის დაზოგვისთვის, შეგიძლიათ ფეხსაცმლის შიგნით მჭიდროდ დახვეული წინდები ჩადოთ. როგორ ჯობია ყველაფერი ჩემოდანში მოათავსოთ? ![]() როგორც წესი, ყველაზე მძიმე და მოცულობითი ნივთები უმჯობესია ჩემოდნის ძირში ჩაალაგოთ. ისინი მას სტრუქტურას მისცემენ და დანარჩენ ნივთებს ნაკლებად დაჭმუჭნიან. შემდეგ შეგიძლიათ დაკეცილი ნივთების, ფეხსაცმლის, კოსმეტიკური ჩანთების და სხვა აქსესუარების რულონები და დასტები მოათავსოთ. კიდეებზე, ქამრები და პატარა ნივთები. ქუდები და თავსაბურავები შეგიძლიათ იმავე რულონებით ამოავსოთ, რათა არ დაიჭმუჭნოს და ფორმა შეინარჩუნოს. ასევე დაგაინტერესებთ: 7 საიდუმლო საკრუიზო გემების შესახებ, რომელსაც უბრალოდ არავინ გეტყვით რომელ ადგილებს არ უნდა შეეხოთ თვითმფრინავში? 18 რამ რისი გაკეთებაც სხვა ქვეყანაში მოგზაურობის დროს არ ღირს ხრიკები მშობლებისთვის, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ: ყველაფერი გენიალური მარტივია ჩინეთში ტურისტებს სთავაზობენ 100 მეტრის სიმაღლეზე კლდეზე საწოლში წოლას 42 შეფასება არ არის |