x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
პენტაგონმა აღიარა, რომ ათწლეულების განმავლობაში იტყუებოდა უცხოპლანეტელების შესახებ
imageწარმოიდგინეთ: საჰაერო ძალების ოფიცერი შედის თავისი უფროსის კაბინეტში და ესმის გასაოცარი ამბავი, რომ აშშ-ის სამხედრო უწყება ახორციელებს საიდუმლო პროექტებს უცხოპლანეტელების ტექნოლოგიების შესასწავლად. მის წინ დებენ იდუმალი დისკის ფოტოს, რომელიც უცხოპლანეტელების შესახებ ფილმში ნანახ ხომალდს წააგავს. ოფიცერს სთხოვენ ხელი მოაწეროს კონფიდენციალურ ხელშეკრულებას და ჰპირდებიან მასზე წვდომას. ეს ყველაფერი სერიოზულად და შთამბეჭდავად გამოიყურება, არა?


მაგრამ მთელი ეს ისტორია მხოლოდ მისტიფიკაცია აღმოჩნდა.

არა და 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ასეთი ისტორიების წარმოუდგენელი რაოდენობა არსებობს, რომლებიც დასტურდება ფოტოებით და დაბალი ხარისხის ვიდეოებით.


პენტაგონის ერთ-ერთმა განყოფილებმამ თვეები დახარჯა შეთქმულების თეორიების და ამოუცნობ მფრინავ ობიექტების შესახებ გამოძიებაზე, საბოლოოდ კი შოკისმომგვრელი სიმართლე აღმოაჩინეს: ამ თეორიების უმეტესობას თავად პენტაგონი უჭერდა მხარს.


image

მრავალი წლის განმავლობაში, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო განზრახ ავრცელებდა მითებს ამო-ს არსებობის შესახებ, რათა დაემალათ რეალური გასაიდუმლოებული მიზნები. სუპერ გამანადგურებლების შექმნის ნაცვლად, არმიის ხელმძღვანელობა ოფიცრებს უცხოპლანეტელების ტექნოლოგიების შესახებ იგავებს უყვებოდა.

image

განსაკუთრებით ცნობილი გახდა ზონა 51 - სამხედრო ბაზა, რომელიც უცხოპლანეტელების შესახებ უამრავი ფილმითა და წიგნით გახდა ცნობილი. ოფიციალურად აღმოჩნდა, რომ იქ მწვანე კაცები არ არსებობენ, (ისე მანამდეც ბევრს არ სჯეროდა)სამაგიეროდ სრულიად განსხვავებული რამ იყო დამალული - სატესტო პოლიგონები, სადაც ყველაზე მოწინავე სადაზვერვო თვითმფრინავებს ცდიდნენ.

image

მაღალი რანგის მეთაურებმაც კი მიაწოდეს ცრუ ინფორმაცია უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიების არსებობის შესახებ, მიაჩნდათ, რომ ეს იყო გასაიდუმლოებული პროექტის „Yankee Blue"ს ნაწილი.


მხოლოდ ახლახან აღიარა ხელისუფლებამ, რომ მსგავსი მიდგომა შეცდომა იყო და გადაწყვიტა ასეთი პრაქტიკისთვის წერტილი დაესვა. თუმცა მაისის დასაწყისში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო თავდაჯერებულად საუბრობდა დედამიწაზე არსებულ ამოს არსებობაზე.


თუმცა არიან ამერიკელი ოფიცერები და ათასობით რიგითი ამერიკელი, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში სჯეროდათ და ალბათ ახლაც სჯერათ, რომ არსებობს უცხო ცივილიზაცია, რომლებიც დედამიწას დროდადრო სტუმრობენ.

0
281
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
281
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0