x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ხდება აქ? ნაწილი 28-ე
image

თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-6 ფოტოს ისტორია ნაწილი XXVIII



ვულკანოლოგ დევიდ ჯონსტონის უკანასკნელი ფოტო, გადაღებული 1980 წლის 17 მაისს წმინდა ელენეს ვულკანის ამოფრქვევამდე 13 საათით ადრე.მან რაციით გადასცა კოლეგებს "ის წამოვიდა".მისი სადამაკვირვებლო პოსტი ვულკანიდან 8 კილომეტრით იყო დაშორებული, როდესაც რამდენიმე დღის შემდეგ მაშველებმა მიაღწიეს იმ ადგილს, მისი ფერფლიც კი არ იყო დარჩენილი.


image



ლეგენდარული მსახიობი მარლენ დიტრიხი 1933 წელს პარიზის რკინიგზის სადგურზე დააკავეს შარვლის ტარებისთვის.იმ პერიოდში ქალისთვის შარვლის ჩაცმა აკრძალული იყო.

image


ტანის სახეხი ჯაგრისი უკანა ხედვის სარკით-1947 წელი.


image



ქალი -პოლიციელი მოძრაობას არეგულირებს, მაიამი აშშ, 1931 წელი.თუმცა არა თუ იმ პერიოდში, ამ ფორმაში ახლაც კი საკმაოდ ვულგარულად გამოიყურება, შესაძლოა რაიმე ფოტომანიპულაციას აქვს ადგილი, ან რაიმე სხვა რაიმე სარეკლამო აქციას, ყოველ შემთხვევაში ამ ფოტოზე რაიმე დამატებით განმარტებას ვერსად მივაგენი.


image


მოდის ჩვენება საგამოფენო მატარებელში, ნიუ-იორკი, 1949 წელი.


image


ნიუ-იორკი 1969 წელი, საინტერესო დროა, 60-იანი წლები იწურება, მოხდა სექსუალური რევოლუცია, ქალაქი ნიუ-იორკი არ ჰგავს იმას რაც შემდგომ ათწლეულებში იყო, სულ სხვა მოდა და სხვანაირი ხალხი, თვითონ ქალაქიც უფრო სასიამოვნოდ და მხიარულად გამოიყურება, 1969 წელს გაიმართა ვუდსტოკის ფესტივალი, იმართებოდა ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები, გაიმართა გეი -ბუნტი ვილაჯში, იყო ნიქსონის პრეზიდენტობის პირველი წელი, გამოვიდა მარიო პიუზოს წიგნი "ნათლიმამა", "ლედ ზეპელინმა" გამოუშვა თავის პირველი ალბომი, ხოლო "ბიტლზმა" უკანასკნელი, აპოლო-11 მთვარეზე დაჯდა, ბოინგ-747-მა კი შესრულა თავის პირველი კომერციული რეისი.

image


image
წინა ნაწილების სანახავად მიყევით <ამ ბმულს>

0
258
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0