სხვა რატომ არის, რომ ჰიროსიმაში და ნაგასაკში ცხოვრება გრძელდება და ჩერნობილში არა? 9 ივნისი, 15:28 ![]() ამჟამად, ჰიროსიმასა და ნაგასაკში, რომლებიც ატომურ დაბომბვა გადაიტანეს, 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, (ჰიროსიმაში 1, 7 მლნ.ნაგასაკში 430 ათასი) მაშინ როცა ჩერნობილის აკრძალულ ზონაში თითქმის არავინ ცხოვრობს. რატომ აღდგა ცხოვრება იაპონიის ქალაქებში, მაშინ როცა ჩერნობილის ტერიტორია მრავალი წლის განმავლობაში ადამიანის საცხოვრებლად უვარგისი იქნება? მეცნიერებმა განმარტეს, რომ საქმე ნარჩენ რადიოაქტიურ დაბინძურებას ეხება: ატომურ ბომბს და ბირთვულ რეაქტორს სხვადასხვა იზოტოპი აქვთ. ბირთვული რეაქტორი იყენებს ხანგრძლივ რადიოაქტიურ ელემენტებს, ხოლო ბომბი, პირიქით, იყენებს ხანმოკლე დაშლის პროდუქტებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მყისიერ აფეთქებას. და კიდევ ერთი რამ: ჰიროსიმაზე ჩამოგდებული ბომბი „პატარა ბიჭი“(Little Boy) შეიცავდა მხოლოდ 64 კგ მაღალგამდიდრებულ ურანს, ხოლო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ბირთვული საწვავის რაოდენობა ასობით ტონას აღწევდა. შეგახსენებთ, მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წლის 6 და 9 აგვისტოს ამერიკელემბა პირველად (და იმედია უკანასკნელად) ჰიროსიმაში და ნაგასაკში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ატომური ბომბი გამოიყენეს. ბირთვული დაბომბვის და მასთან დაკავშირებული გარემოებების შედეგად ჰიროსიმაში 140 000 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 74 000 ნაგასაკში. ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე სადგურზე კი ავარია 1986 წლის 26 აპრილს მოხდა, ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. მთლიანობაში დაიღუპა 5 000 ლიკვიდატორი. ავარიის შედეგად, სასოფლო სამეურნეო ბრუნვიდან ამოიღეს 5 მილიონი ჰექტარი მიწა, ატომური ელექტროსადგურის გარშემო შექმნილია 30 კილომერიანი „განადგურების ზონა“, განადგურებულია და დამარხულია ასობით პატარა დასახლებული პუნქტი. 232 2-ს მოსწონს
|