x
image
თამარ ჯინჭარაძე 1996
Mediator image
უცხოელთა მასობრივი შემოსვლა და საქართველოს დემოგრაფიული დილემა
image


ბოლო წლებში საქართველოს ქუჩებში, მეზობლად უფრო იშვიათად გვესმის ქართული. სწრაფად მატულობს უცხოენოვანი მაღაზიები, საკვები ობიექტები და მცირე ბიზნესები, რომლებიც არა ქართველებზე, არამედ უცხოელ მომხმარებელზეა მორგებული. საქართველო ცვალებადია — მაგრამ რა მიმართულებით?

რიცხვები, რომლებიც რეალობას ასახავს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბოლო 2–3 წელიწადში ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა უცხოელთა ნაკადი: ინდოეთიდან, ირანიდან, რუსეთიდან, თურქეთიდან, ერაყიდან, ნიგერიიდან და კიდევ მრავალი სხვა ქვეყნიდან. მათი ნაწილი ჩამოდის სწავლის ან ტურიზმის მიზნით, მაგრამ ნაწილი — დასახლების, მუშაობის და ბიზნესის დაწყების მიზნით.

განსაკუთრებით თვალშისაცემია არარეგულირებადი მიგრაცია – ხშირად დროებითი ვიზით შემოსულები იოლად რჩებიან ქვეყანაში წლობით, ზოგჯერ – უკანონოდ, ზოგჯერ – სპეციალური ვიზების გამოყენებით.

რა პრობლემები მოაქვს ამ ყველაფერს?


  • დემოგრაფიული რისკები
    საქართველო ისედაც დემოგრაფიულად მცირდება – დაბადება იკლებს, ემიგრაცია იზრდება. თუ პარალელურად ქვეყანაში ჩასული სხვა ეროვნების ჯგუფები სწრაფად იზრდებიან, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს.

  • კულტურული დაპირისპება
    განსხვავებული ღირებულებების, რელიგიური პრაქტიკისა და ყოფითი ცხოვრების ფორმების თანაცხოვრება ხშირად იწვევს გაუგებრობებს. მით უფრო, როცა სტუმრები თავიანთ წესებს მასპინძელ ქვეყანაში ამკვიდრებენ.

  • უსაფრთხოების საკითხები
    ზოგიერთი უცხოური ჯგუფი უკავშირდება არაოფიციალურ სამუშაო ბაზრებს, ქურდობას, ნარკოტრეფიკს ან სხვა დანაშაულებრივ ქსელებს. სამართალდამცავებს არა ერთხელ ჰქონიათ საქმე უცხოეთიდან ჩამოსულ კრიმინალურ ჯგუფებთან.

  • სოციალური დაძაბულობა და გამწვავება
    ქართველების ნაწილი უკვე გამოთქვამს უკმაყოფილებას — რატომ უნდა გაუწიოს კონკურენცია უცხოელს იაფფასიან სამუშაოში, ბინების ქირაობაში ან მცირე ბიზნესში? ეს უკმაყოფილება იზრდება და დროთა განმავლობაში შესაძლოა ღია დაპირისპებაში გადაიზარდოს.

  • ეს სიძულვილია?

    არა. ეს სიფრთხილეა. საქართველოს არ შეუძლია, გადაიქცეს „ყველასთვის ღია“ ტერიტორიად, რომელსაც არც დემოგრაფიული სტრატეგია აქვს და არც ეროვნული თვითმყოფადობის დაცულობის გეგმა.

    სტუმართმოყვარეობა ღირებულებაა — მაგრამ როცა სტუმარი მასპინძელს გადააჭარბებს რიცხვში, ენა არ ესმის, ტრადიციებს არ ემორჩილება და თავისი წესების დამკვიდრებას იწყებს — ეს უკვე საფრთხეა, და არა სტუმრობა.

    როგორ უნდა მოვიქცეთ?

    – უნდა ამოქმედდეს მკაცრი იმიგრაციის პოლიტიკა, სადაც განისაზღვრება, ვინ, როდის და რატომ შეიძლება დარჩეს ქვეყანაში.
    – აუცილებელია, სახელმწიფომ განიხილოს დემოგრაფიული პოლიტიკა, რათა დაიცვას ერის რიცხობრივი და იდენტობითი სტაბილურობა.
    – აუცილებელია საზოგადოებრივი დიალოგი და ინფორმირებულობა, რათა მოსახლეობამ იცოდეს, რა ხდება და რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ.


    საქართველო პატარა ქვეყანაა — იდენტობით, ენობრივად და რიცხობრივად. ამ სივრცეში ყველა ვერ დაეტევა. არჩევანი მარტივია: ან ახლა ვიტყვით, რომ ჩვენი სახლია და წესებს მასპინძელი განსაზღვრავს, ან მალე საკუთარ სახლში სტუმრებად ვიქცევით.


    0
    188
    2-ს მოსწონს
    ავტორი:თამარ ჯინჭარაძე 1996
    თამარ ჯინჭარაძე 1996
    Mediator image
    188
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0