x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
განგაში დედამიწის საფრთხის შესახებ...
კაცობრიობის ისტორია სავსეა და მოიცავს რიგ განვითარებებს. აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ძალიან ბევრი რამ გადაშენდა და მათზე გადმოცემით თუ ვიცით ინფორმაციები. ეკოლოგიის სწავლული მეცნიერები აცხადებენ განგაშს დედამიწის საფრთხის შესახებ, რომელიც მოიაზრებს იმ ფაქტს, რომ ფლორისა და ფაუნის სახეობის გადაშენების 1000-ჯერ მეტი მაჩვენებელი სწორედ ადამიანის გავლენის შედეგია. მაშასადამე 10 000-ზე მეტი სახეობა ძალიან მალე გადაშენდება ჩვენს მიერ განპირობებული შედეგებით, ვიდრე ბუნებრივად გამოწვეული მიზეზებით.



image




საინტერესოა, რა ქმედებებით ვიწვევთ ეკოლოგიურ-გლობალურ კატასტროფას?! მოდით, განვიხილოთ თითოეული მათგანი და იმედია გათვალისწინებით თავიდან ავიცილებთ მორიგ და მოსალოდნელ გადაშენებებს.





1. ერთჯერადი, ე.წ. "ჩინური ჩხირების" გამოყენება. image
წელიწადის განმავლობაში ჩინეთში 80 მილიარდზე მეტი ჩხირი წარმოებს, რომელიც საფრთხეს უქმნის ტყეებს, ვინაიდან ბუნებაში გასული წყვილები გამოყენების შემდეგ ძირს ყრიან ამ ჩხირებს და მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კი არის ის, რომ ამ ჩხირების დასამზადებლად 20 მილიონი, 20 წელზე მეტი ასაკის ხე ნადგურდება. მაშასადამე, ჩინეთი ტყეების განადგურების ქვეყნების სიაშია შესული.








2. კონტრაცეპტივები და მსოფლიო ოკეანე...image


ვინც იყენებს კონტრაცეპტივებს, უნდა იცოდნენ, რომ ამით ხელს უწყობენ ზღვის ცხოველების ორსულობის შეწყვეტას. 2014 წელს New Brunswick-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოაქვეყნეს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში შექმნილი ნაშრომები. მათ შეისწავლეს სასმელი წყლის შემადგენლობა და მათი გავლენა მტკნარი წყლის ეკოსისტემაზე. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სულ მცირედ ესტროგენსაც კი შეუძლია გაანადგუროს მთელი სახეობა. 2001 წელს კვლევის საფუძველზე, ონტარიოს კვლევითი ცენტრის ტბაში იქნა ჩაშვებული აქტიური, ჩასახვის საწინააღმდეგო და ჰორმონალური პრეპარატები, შედეგად კი თევზმა შეწყვიტა რეპროდუცირება (გამრავლება). იმ მდინარეებსა და ოკეანეებში, სადაც საკანალიზაციო მილებიდან ხვდება მოსახლეობისგან გამომდინარე წყალი, მობინადრე თევზების 85%-ში 55%-ი უნაყოფოა.








3. ანტიდეპრესანტების სასიკვდილო გავლენა ფრინველებზე.image
ადამიანთა ძალიან დიდი რაოდენობა დღეს იღებს ანტიდეპრესანტებს, რომელიც ვერც კი წარმოიდგენთ რა უარყოფით გავლენას ახდენს გარემოებაზე. უნივერსიტეტ York-ის კვლევითი შედეგების თანახმად, ანტიდეპრესანტები, მაგალითად პროზაკი, ფატალურად მოქმედებს ფრინველებზე. კვლევებისთვის ექსპერიმენტები ჩატარდა წვიმის შედეგად წარმოქმნილ ჭიაყელებზე, მათ მიაღებინეს პროზაკი და ექვსი თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ შედეგებს. ფრინველებმა, რომლებმაც მიირთვეს ეს ჭიაყელები, დაკარგეს ინტერესი კვებისა და საპირისპირო სქესის მიმართ.







4. წვენის "საწრუპი" ჩხირები.image
გამოდის, რომ გამაგრილებელი სასმელის ჩხირები, რომლებიც ძალიან ბევრ კაფესა თუ კვების ობიექტში გვხვდება, სასიკვდილოა მსოფლიო ეკოლოგიისთვის. მაგალითად, მხოლოდ შტატებში 500 მილიონზე მეტი გამოიყენება. ბოლო 25 წლის მანძილზე კი მსოფლიოს მასშტაბით ზღვის სხვადასხვა სანაპიროდან 600 მილიონზე მეტი იქნა შეგროვილი. მოგეხსენებათ, რომ "საწრუპი" მზადდება პოლიპროპილენის- პლასტიკური მასალისგან, რომელიც არ იშლება, შედეგად კი წლის მანძილზე მილიონამდე ფრინველი თუ ზღვის ბინადარი იღუპება ამ ჩხირების გადაყლაპვით.









5. ბაყაყი- დელიკატესი, როგორც სტიმული საშიში შტამებისა.image
თავდაპირველად ბაყაყი კერძში გამოიყენეს საფრანგეთში და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა, თუმცა დღეს კვების ინდუსტრია ამფიბიების მხრივ ფართოა. მათი ექსპორტი ძირითადად სამხრეთ ამერიკიდან ხდება, სადაც სპეციალურ მეურნეობაში მოყავთ ისინი. იაპონია და ა.შ.შ ბაყაყების იმპორტიორი, ორი უდიდესი ქვეყანაა. მხოლოდ შტატებიდან ყოველწლიურად, 5 მილიონზე მეტი ბაყაყის იმპორტი ხდება, რომელთაგან უმეტესი დაავადებულია ჰიტრიდული სოკოთი. მართალია ეს სოკო უწყინარია ადამიანისთვის, თუმცა მუდმივად განიცდის მუტაციას და მისი ახალი შტამები შესაძლოა ერთხელაც სასიკვდილო აღმოჩნდეს.







6. ანტიბაქტერიული საპონი.image
წლების განმავლობაში მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, თუ რომელი ანტიბაქტერიული საპონია ეფექტური და როგორ გავლენას ახდენს გარემოზე. ანტიბაქტერიულ საპნებში ხშირად გამოიყენება ქიმიური ნივთიერებები ტრიკლოსანი და ტრიკლოკარბანი. Johns Hopkins-ის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების შედეგად ქვეყნდება ნაშრომები თუ რა ხდება ანტიბაქტერიული საპნის გამოყენების შედეგად, რომელიც საკანალიზაციო მილში ხვდება. მართალია მილში გავლის შემდეგ ხდება წყლის გაფილტვრა სპეციალური საფილტრი საშუალებებით, თუმცა წყალსა და ხმელეთის ზედაპირზე მაინც ხვდება მათი ნარჩენები. ტრიკლოკარბანის შემცველობაშია კანცეროგენები ( ქიმიური ნივთიერება, ფიზიკური გამოსხივება ან ონკოგენური ვირუსი, რომლის ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმზე მოქმედებაც ზრდის ავთვისებიანი სიმსივნეს წარმოქმნის ალბათობას), ხოლო ტრიკლოსანის შემადგენლობაში კი ქლოროფორმია (ქლორის შემცველი თავისებური სუნის მქონე ამქროლადი სითხე; მედიცინაში იყენებენ დასაძინებელ საშუალებად), რომლებიც აუცილებლად ხვდება მცენარის, ცხოველისა და ადამიანის ორგანიზმის ზედაპირზე.








7. კატები. image
ადამიანები, რომელთაც სახლში ჰყავთ კატა, ქმნიან საპირფარეშოს მათთვის, რომლებიც შთანქავს ბენტონიტურ თიხას, რაც კატასტროფულ გავლენას ახდენს გარემოებაზე.







8. თევზის ფერმები.image
თევზის ფერმების არსებობა იწვევს რეალურ ეკოლოგიურ კატასტროფას, ვინაიდან ფართომასშტაბიანი სახმელეთო დეგრადაციასა და სასმელი წყლის დაბინძურება-დამარილიანებას იწვევს. დაკლული თევზის ნარჩენებით კი ფაქტობრივად ზღვის მობინადრეებს კვებავენ, ასევე იყნებენ სხვადსხვა ქიმიურ საშუალებებს, რაც მთელს ეკოსისტემას ზიანს აყენებს.







9. სოიოთი კვება.image
სოიოს პროდუქტები ყოველთვის ითვლება ეკოლოგიურად და რძის პროდუქტების ალტერნატივად, თუმცა ბოლო კვლევებმა აჩვენა მისი წარმოების დამანგრეველი ზეგავლენა გარემოზე. სოიო მხოლოდ ადამიანთა საკვები როდია, 80 პროცენტი მოპოვებული სოიოსი სწორედ რომ პირუტყვის გამოსაკვებად გამოიყენება. მასზე მოთხოვნა კი დროთაგანმავლობაში იზრდება, ფართობიც მის მოყვანას გაცილებით მეტი ჭირდება, ვიდრე ლობიოს, ამიტომ დაიწყეს ტყეების გაჩეხვა. ჯერ მარტო 2005 წლის მონაცემებით ბრაზილიის, ყოფილი ტროპიკული ტყის 1, 2 მილიონი ჰექტარის ადგილას სოიო გაშენდა. 2008 წელს ბრაზილიაში ტყეების გაჩეხვით ქვეყანამ ტყეთა გადაშენება განიცადა.







10. საკვების ნარჩენები.image
ყოველწლიურად საკვების ნარჩენები 1, 3 მილიარდი ტონით იზრდება, რაც გავლენას ახდენს გლობალურ კატასტროფაზე. წელიწადში კი 750 მილიარდი დოლარი იგზავნება ნაგავსაყრელზე, რაც თავისმხრივ უდიდეს ზიანს აყენებს გარემოს. ყოველწლიურად წარმოებს 3, 3 მილიარდი ტონა სათბურის აირები და იხარჯება 3-ჯერ მეტი რაოდენობის წყალი, ვიდრე მდინარე ვოლგაა. დაახლოებით 28% სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის არსებული მიწა გამოიყენება საკვების მოსაყვანად, თუმცა 870 მილიონი ადამიანი მაინც მშიერია.



0
67
2-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0