x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მიშას მხარდამჭერები ბოკუჩავას ქმარს დაესივნენ – „ვინ აიძულა იოსელიანი უტასთვის ბოდიში 7 წლის მერე მოეხადა“
image

.

ნაცმოძრაობისა და პატიმარ პრეზიდენტ მიშა სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერები თინა ბოკუჩავას მეუღლეს, ნაცმოძრაობის ყოფილ წევრს კოტე იოსელიანს დაუპირისპირდნენ და იმის გარკვევას ცდილობენ, ვინ მოახდინა მასზე ზეწოლა, რომ მივიწყებულ თემას 7 წლის შემდეგ დაუბრუნდა და ბოდიშის ახლა მოხდა გადაწყვიტა. ამის შესახებ რამდენიმე აქტიურმა მხარდამჭერმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც იოსელიანს მკაცრად აკრიტიკებენ და არც მწვავე შეფასებებს ერიდებიან. აქვე გთავაზობთ ძველ ვიდეოს, სადაც იოსელიანი ივანიშვილის გულისსწორზე საუბრობდა 7 წლის წინ ტელეკომპანია იბერიას ეთერში.

.


ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ვინც ამბავი არ იცით.დაახლოებით 8 წლის წინ, ჯერ კიდევ იბერია რომ არსებობდა, კოტე იოსელიანმა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა პირდაპირ ეთერში.

ის განცხადება ჩემთვის მაშინაც და ახლაც მიუღებელიაბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი სხვათაშორის.უტა კი არა, ნებისმიერი ადამიანის პირადზე განცხადებები არის ქოცობა ჩემთვის. თან ჭორების დონეზე.

.

მალევე კოტემ მოიხადა ბოდიში და წავიდა პოლიტიკიდან.ამდენი წლის შემდეგ ეს თემა ვის გაახსენდა?შემთხვევით რომელიმე ქუჩის ბიჭს ქულების დაწერა ხომ არ მოუნდა მეფის კარზე? და ამ კითხვებს მე ტყუილა არ ვსვამ.

.

იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო.“

.

პარტიის „კანონი და სამართლის“ ლიდერი, ყოფილი დეპუტატი თაკო ჩარკვიანი:

რა საზიზღრობაც მაშინ თქვი, ისეთივე საზიზღრობა ხარ ახლა, ორჯერ საზიზღრობა ხარ კოტე ანუ ყველაფრის მკადრებელი, მაშინაც და ახლაც!!!!! რა სამწუხაროა, რომ ყველაფრის კადრება შეგიძლიათ!!!

.

ხატია დეკანოიძე:

იოსელიანის მიმართვა არ არის საქილიკო თემა.არც ოპოზიციონერი ქალია პასუხისმგებელი სხვის საქციელზე.ანუ, დემოკრატიაში “ნებაყოფლობით” ასე არ ხდება. ასე ხდება კადიროვშინაში.ქალს შეეშვით. ქოცებს მივხედოთ.

.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში 50 წამიან ვიდეოს ავრცელებს, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

.

"მოგესალმებით - ამ ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო.

.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად მხვდებოდა ფეისბუქ პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი.

გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის შესახებ, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი არ მსმენია - ერთადერთი რაც ვიცი, რომ მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ და ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ.

.

ეს იყო ტყუილი რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასოდეს არ არის გვიანი - რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც მე იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა კიდევ ერთხელ - ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს". - თქვა იოსელიანმა.

.

0
613
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
613
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0