x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
"მის ეკვადორი" ქორწილამადე რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა
image

მოდელი და „მის სამყაროს" კონკურსანტი ეკვადორიდან მარია არგუელო 28 წლის ასაკში გარდაიცვალა, იტყობინება The Daily Mail-ი.


არგუელოს გარდაცვალება კონკურსის ორგანიზატორებმა დაადასტურეს. მოდელის გარდაცვალების მიზეზი არ დაკონკრეტებულა.ოჯახიც დუმილს ამჯობინებს.



„ჩვენ ვუცხადებთ მხარდაჭერას მის ოჯახს და ახლობლებს ამ სამწუხარო დროს. მისი ხსოვნა მუდამ ჩვენში დარჩება“, - განაცხადეს კონკურსის ორგანიზატორებმა.


image

Univision-ის ცნობით, მოდელი ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე დაიღუპა.

არგუელო 2024 წლის კონკურსზე ეკვადორის დედაქალაქ კიტოს წარმოადგენდა და ნახევარფინალამდე მიაღწია. „მის სამყარო ეკვადორის“ გამარჯვებული ქვეყანას საერთაშორისო „მის სამყაროზე“ წარმოადგენს.

image

The Daily Mail-ის ცნობით, 2024 წლის 30 ივნისს, სილამაზის კონკურსში მონაწილეობამდე სამი კვირით ადრე, მოდელმა სამედიცინო ხარისხი დაიცვა.

image

არგუელომ სამედიცინო კარიერა ვოლონტიორობას შეუთავსა. როგორც ფონდი "Reina de Quito“-ს მოხალისე, ის დაუცველ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა.

image

მოდელის გარდაცვალებას მისი მეგობარი, მარია ტოპიკი გამოეხმაურა, რომელიც საბოლოოდ ეროვნული „მის სამყაროს“ კონკურსის გამარჯვებული გახდა.

„დღეს სამოთხემ იპოვა ლამაზი სული. გული მწყდება შენი წასვლის გამო, მაგრამ მჯერა, რომ ღმერთს ჩახუტებული ჰყავხარ“, - წერს ტოპიკი.


0
185
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0