x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
რომის იმპერია აუქციონზე გაიყიდა – რეალური ფაქტი, რომელიც ხუმრობასავით ჟღერს

193 წელს რომის იმპერიის ტახტზე 5 იმპერატორი ავიდა და ეს რა თქმა უნდა, უპრეცედენტო შემთხვევა იყო. ამ სიაში I მარკუს ავრელიუს იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე მისი ვაჟი კომოდუს ანტონინუსი ავიდა. ის მეტად უცნაური მმართველი აღმოჩნდა — ახალ იმპერატორს, ნამდვილი მებრძოლების წინააღმდეგ, არენაზე ბრძოლა უყვარდა და ხშირად, იმპერიის საქმეებს უგულებელყოფდა. გარდა ამისა, პარანოიით იტანჯებოდა და საკუთარი კონსულების მოკვლა უყვარდა, — ისე, ყოველი შემთხვევისთვის, რომ მის წინააღმდეგ, შეთქმულება არ დაეგეგმათ. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ მასთან დაახლოებულმა პირებმა, იმპერატორის "ფრთხილად" მოშორება და უკეთესი მმართველის დანიშვნა გადაწყვიტეს...


image


"ფრთხილად", — არ გამოვიდა, რადგან მისი მოწამვლის მცდელობა ჩავარდა: იმპერატორს გული აერია და სიკვდილს გადაურჩა. ამის შემდეგ, სასწრაფოდ მოქმედება იყო საჭირო... და შეთქმულებმა, კომოდუს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მწვრთნელი მოისყიდეს და მან, იმპერატორი აბაზანის მიღებისას დაახრჩო. ამის შემდეგ ტახტზე, შეთქმულების ერთ–ერთი მონაწილე, — პერტინაქსი ავიდა.
პრინციპში, ის კარგი ადამიანი იყო და შეეძლო საკმაოდ წესიერი იმპერატორი გამხდარიყო, რადგან ახალმა იმპერატორმა კომოდუსის დრაკონული გადასახადები გააუქმა და რომის მოქალაქეებს მეტი თავისუფლება მისცა. მაგრამ, მან არ გადაუხადა ე. წ. "შემოწირულება" პრეტორიანელებს (იმპერატორის პირადი დაცვის სამხედრო ლეგიონი). გვარდიელები კი, დაჩვეულები იყვნენ, მსგავს საჩუქარს, ყოველი ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლისას... ამიტომ, მათ იმპერატორი მოკლეს და აუქციონი გამოაცხადეს. ლოტი კი, მხოლოდ 1 იყო — იმპერატორის ტახტი და... მთელი რომის იმპერია. მდიდარმა სენატორმა დიდიუს იულიანუსმა აუქციონის ორგანიზატორებს ყველაზე დიდი თანხა — 25 ათასი სესტერცი შესთავაზა და ის იმპერატორად გამოაცხადეს.

თუმცა, ყოფილი სენატორი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე მხოლოდ ორი თვე იყო, რადგან პრეტორიანელებისთვის შეპირებული თანხის გადახდა ვერ შეძლო... და მმართველობის 66‑ე დღეს, ის მოკლეს.

რომში წესრიგის აღდგენა, მხოლოდ შემდეგმა იმპერატორმა — ლუციუს სეპტიმიუს სევერუსმა შეეძლო. ის კარგი მმართველი იყო და მოსახლეობის მხარდაჭერითაც სარგებლობდა. გარდა ამისა, როგორც ჩანს, ჭკვიანიც აღმოჩნდა და პირველი, რაც ტახტზე ასვლის შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ პრეტორიანელები დაითხოვა და მათი მოვალეობა საკუთარ ჯარისკაცებს დააკისრა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რა საიდუმლოს მალავს შავი ზღვა?

* მეცნიერებმა სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს

* ჰიტლერი, სტალინის შესახებ – მისი ფიქრები საბჭოთა ლიდერზე და შეფასებები

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
234
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0