x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძველ რომში გამქრალი IX ლეგიონის საიდუმლო

დიდებულმა რომის იმპერიამ, ნახევარი მსოფლიოს დაეპყრო შეეძლო. თუმცა, მასაც კი არ შეეძლო აეხსნა, თუ სად გაქრა მისი ერთ-ერთი, ყველაზე გამოცდილი ლეგიონი?

IX ლეგიონი, რომელიც ჯერ კიდევ, კეისარს ედგა მხარში და იქიდან მოყოლებული, არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, ბოლოს ბრიტანეთში იბრძოდა... და რაღაც მომენტში, გაქრა. მისი ბოლო ხსენება ისტორიულ ქრონიკებში — 120 წ. იყო. შემდეგ კი — სიჩუმე... არც განადგურების შესახებ არიც ცნობა და არც დაშლის შესახებ ჩანაწერი. თითქოს, ათეულობით ათასი ჯარისკაცი, უბრალოდ, გაქრა.


image


დიდი ხნის მანძილზე ითვლებოდა, რომ ის, აჯანყებების დროს, კელტურმა ტომებმა გაანადგურეს. მაგრამ, 2015 წ. მეცნიერებმა დოკუმენტი იპოვეს, რომელიც ადასტურებს, რომ ლეგიონი, მოგვიანებითაც არსებობდა. მაშინ სად წავიდა?

არსებობს ვერსია, რომ IX ლეგიონი, შესაძლოა, ფარულად აღმოსავლეთში გაგზავნეს — იუდეაში, ან თუნდაც, პართიაში, სადაც უკვალოდ გაქრა. თუმცა, არსებობს უფრო სენსაციური თეორიაც...

სოფ. ლიციანში (ხებეის პროვინცია, ჩინეთი) ადგილობრივ მოსახლეობას, ბავშვობიდან ესმის ლეგენდები, თეთრკანიანი წინაპრების შესახებ. ზოგიერთ მათგანს კი, ცისფერი თვალები, ღია ფერის თმა და მუქი ფერის კანი აქვს და უფრო ევროპელებს ჰგვანან, ვიდრე ჩინელებს.

და აი, რა არის გასაკვირი: გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ადგილობრივების დნმ–ი 56%-ით უფრო ახლოს, ევროპელებთან არის, ვიდრე ჩინელებთან.

და აქ მკვლევარებს, დაკარგული IX ლეგიონის ისტორია გაახსენდათ.

შესაძლოა, სწორედ ამ ლეგიონის სამხედროები ჩავიდნენ ჩინეთში? თუმცა, მეორეს მხრივ, ლიციანში რომაული არტეფაქტები ნაპოვნი არ არის. მაგრამ, ლეგენდები ცოცხლობენ... და ზოგჯერ, ისინი სიმართლეს, დოკუმენტებზე ხმამაღლა ამბობენ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* "ამო–ს და FBI–ის თანამშრომლობა" – წიგნი, რომელიც საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით შეიქმნა

* "მომენტი, როდესაც სიცოცხლე იწყება" – 6 მცდარი წარმოდგენა მუცლად მყოფი ბავშვის შესახებ

* რას აკეთებს მეშვიდე და? – გამოცანა საზრიანებისთვის (პასუხი აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
725
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
725
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0