x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
უდანაშაულო მამაკაცმა 40 წელი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში
image

აშშ-ში უდანაშაულო მამაკაცმა 40 წელი გაატარა სიკვდილმისჯილთა საკანში 25 წლის ძიძის მკვლელობისთვის.


აშშ-ში უდანაშაულო მამაკაცმა 40 წელი გაატარა ციხეში მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და დღემდე ციხეში ზის. ამის შესახებ Straight Arrow News (SAN) იტყობინება.


კენეტ კლერი 1984 წელს დააკავეს 25 წლის ლინდა ფეი როჯერსის მკვლელობისთვის, რომელიც ძიძად მუშაობდა სანტა-ანაში, კალიფორნია.



კლერი უსახლკარო იყო და მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა, რომელიც ლინდას სამუშაო ადგილთან ახლოს იყო.


დამნაშავე შეიჭრა სახლში, გააუპატიურა როჯერსი და შემდეგ მოკლა. ამავდროულად, სახლის მეპატრონეს შვილებს და ძიძის ვაჟს სხვა ოთახში ეძინათ.

imageფოტოზე: ლინდა ფეი როჯერსი


კლერის წინააღმდეგ ბრალდებები მისი ყოფილი საყვარლის ჩვენებას ეფუძნებოდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მან რაღაც ნივთები წამოიღო იმ სახლიდან, სადაც დანაშაული მოხდა. ქალი დათანხმდა ფარული მიკროფონით კლერთან შეხვედრას, რათა გამოეაშკარავებინა იგი, მაგრამ საუბარში მან არ აღიარა დანაშაული.


ავევე, ბავშვმა, რომელსაც ლინდა როჯერსი უვლიდა, განაცხადა, რომ სახლში უცნობი თეთრკანიანი მამაკაცი დაინახა, კლერი კი შავკანიანი იყო. დანაშაულის ადგილზე მისი თითის ანაბეჭდები და სხვა მტკიცებულებები არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ნაფიცმა მსაჯულებმა კლერი დამნაშავედ ცნეს. მან თავად უარყო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები და განაცხადა, რომ მას სხვისი დანაშაულის გამო ასამართლებდნენ.

image

მთელი ამ ხნის განმავლობაში აქტივისტები კლერის საქმის ხელახალი განხილვას მოითხოვენ. 2023 წელს სასამართლო დანაშაულის ადგილიდან აღებული მტკიცებულებებისა და დნმ-ის ნიმუშების ხელახლა გამოკვლევაზე დათანხმდა. 20 ნიმუში იქნა შემოწმებული და არცერთი მათგანი კლერზე არ მიუთითებს.


როგორც მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა განაცხადა, მისი დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტობრივი მტკიცებულება არ არსებობს. უფრო მეტიც, მუშაობის დროს ექსპერტებმა უცნობი მამაკაცების ორი ახალი დნმ პროფილი აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა დამნაშავეები იყვნენ.


ამჟამად, კლერის საქმის ხელახალი განხილვისთვის მებრძოლი აქტივისტები რაიონული პროკურატურისგან მის გათავისუფლებას ითხოვენ. პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მოთხოვნა უახლოეს მომავალში განიხილება.

0
96
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
96
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0