x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
მედიკამენტების 7 ჯგუფი, რომლებიც შეუთავსებელია ყავასთან - ფარმაცევტები გაფრთხილებენ
ბევრისთვის დილის ფინჯანი ყავა აუცილებელი რიტუალია, რომლის გარეშეც დღე არ იწყება. როგორც ირკვევა, ეს გამამხნევებელი სასმელი ყოველთვის არ ეთავსება იმ მედიკამენტებს, რომელთაც ვიღებთ.




ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი ჯენიფერ ბურჟუა განმარტავს: ყავამ შეიძლება გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ითვისებს და ამუშავებს ორგანიზმი ზოგიერთ პრეპარატს. მაგალითად, ყავა აჩქარებს კუჭის დაცლას, ამიტომ მედიკამენტებმა შეიძლება უბრალოდ ვერ მოასწროს შეწოვა.



image



გარდა ამისა, ყავა კონკურენციას უწევს პრეპარატებს, რომლებიც ღვიძლის ფერმენტებით (განსაკუთრებით CYP1A2) მეტაბოლიზდება. ამის გამო, სისხლში წამლის კონცენტრაცია შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს, რაც არასასურველია. კოფეინის გამო მცირდება კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატების და ზოგჯერ ანტიდეპრესანტების ეფექტურობა, უარესდება რკინის და სტატინების შეწოვა, მცირდება ბენზოდიაზეპინების სედატიური მოქმედება.




ეს არ ნიშნავს, რომ ყავაზე საერთოდ უნდა თქვათ უარი, უბრალოდ, მედიკამენტების მიღებისა და სასმლის დრო უნდა შეცვალოთ. აი, რა მედიკამენტები შეიძლება შევიდეს კონფლიქტში კოფეინთან:




1. ანტიდეპრესანტები

ზოგიერთი ანტიდეპრესანტი კოფეინის მსგავსი ფერმენტის მიერ იშლება. თუ ყავასთან ერთად დალევთ, მედიკამენტი შესაძლოა უფრო დიდხანს დარჩეს ორგანიზმში, რაც იწვევს მომატებულ ნერვიულობასა და შფოთვას. ამიტომ, ყურადღებით იყავით.



image



2. პრეპარატები ფარისებრი ჯირკვლისთვის

ჰიპოთირეოზის დროს ინიშნება ლევოთიროქსინი, მაგრამ ყავა მნიშვნელოვნად ამცირებს მის შეწოვას, 50%-მდე. ამან შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა და „დაბინდული“ ცნობიერება. სპეციალისტები გვირჩევენ, ყავა დალიოთ მედიკამენტის მიღებიდან 30-დან 60 წუთის შემდეგ.



3. ოსტეოპოროზის მედიკამენტები

პრეპარატები, როგორიცაა რიზედრონატი და ალენდრონატი, არ უნდა მიიღოთ ყავასთან (თუნდაც უკოფეინო), რძესთან ან წვენთან ერთად. ისინი ამცირებენ მკურნალობის ეფექტურობას. უმჯობესია ამისთვის ყოველთვის ჩვეულებრივი წყალი გამოიყენოთ.



image



4. გაციებისა და ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები

ფსევდოეფედრინი, პოპულარული ურეცეპტო პრეპარატი ცხვირის გაჭედვის დროს, ისევე როგორც კოფეინი, ასტიმულირებს ნერვულ სისტემას. ერთად მათ შეუძლიათ გამოიწვიონ შფოთვა და ნერვიულობა. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ დიაბეტით დაავადებულები - კომბინაცია ზრდის შაქრის დონეს და სხეულის ტემპერატურას.



5. ანტიფსიქოზური პრეპარატები

ყავამ შეიძლება ხელი შეუშალოს ანტიფსიქოტიკების, მაგალითად, კლოზაპინის მეტაბოლიზმს. 2-3 ფინჯან ყავასთან ერთად მიღებისას, კლოზაპინის კონცენტრაცია სისხლში შეიძლება თითქმის გაორმაგდეს, რაც გავლენას ახდენს მკურნალობის ეფექტურობაზე.



image



6. ასთმის წამლები

ბრონქოდილატორები (ამინოფილინი, თეოფილინი) აადვილებს სუნთქვას, მაგრამ ამავდროულად იწვევს გვერდით მოვლენებს - გულისრევას, თავის ტკივილს, გაღიზიანებას. ზედმეტმა კოფეინმა შეიძლება გააუარესოს ეს სიმპტომები.



7. სისხლის გამათხელებლები

ეს პრეპარატები ამცირებს სისხლის შედედებას, რათა თავიდან აიცილონ თრომბები. კოფეინი ასევე მოქმედებს შედედებაზე, ერთად ისინი ზრდიან სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკს. ფრთხილად იყავით კომბინაციასთან.



მოკლედ, ყავა შესანიშნავი სასმელია, მაგრამ თუ იღებთ მედიკამენტებს, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან კოფეინის მიღების სწორ დროსთან დაკავშირებით. ეს დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და თავიდან აიცილოთ არასასურველი ეფექტები.



ასევე დაგაინტერესებთ:

რძის პროდუქტები და ანტიბიოტიკები: საჭმლის და წამლის სახიფათო კომბინაციები

იცით, რატომ არ შეიძლება მარილზე მთლიანად უარის თქმა?

რომელი თერმომეტრია უკეთესი: ვერცხლისწყლის, ელექტრონული თუ ინფრაწითელი

ადამიანების 4 ჯგუფი, რომლებისთვისაც კოჭის მიღება კატეგორიულად აკრძალულია

როდის შეიძლება და როდის არის აკრძალული ანტიბიოტიკის მიღება

4 სახიფათო მედიკამენტი, რომლებიც შეიძლება ექიმმა დაგინიშნოთ


0
127
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
127