სხვა 10 საოცარი ფაქტი პინგვინების შესახებ 10 ივნისი, 14:34 პინგვინები, ფრინველები არიან, რომლებსაც ფრენა არ შეუძლიათ. თუმცა, წყალქვეშ ისინი საათში, საშუალოდ, 24 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებენ. ფრთებს ისინი როგორც ფარფლებს იყენებენ. გარდა ამისა პინგვინები, შესანიშნავი მყვინთავები არიან. აქ 10 ფაქტს გთავაზობთ, ამ მეტად უცნაური არსებების შესახებ: პინგვინებს მარილიანი წყლის დალევა შეუძლიათ ![]() პინგვინებს მტკნარი წყალი არ სჭირდებათ, როგორც ჩვენ. ამ ფრინველებს თვალებთან სპეციალური ჯირკვლები აქვთ, რომელიც მათ მარილის მოცილებაში ეხმარება. ზედმეტი მარილი კი, გარეთ, ცრემლის სახით გამოდის. ისინი — სუპერ მოცურავეები არიან პინგვინები — წყალქვეშა სამყაროს ნამდვილი ჩემპიონები არიან! მათი ზოგიერთ სახეობას, 36 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია. ხოლო, იმპერატორის პინგვინი, 500 მეტრამდე სიღრმეზე ყვინთავს. ფრინველები, წყლის ქვეშ, პირდაპირ «დაფრინავენ», ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. პინგვინებს უყვართ ჭორაობა ალბათ, მათი «საუბარი» არასდროს მოგისმენიათ. მაგრამ, როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ისინი კომუნიკაციისას მეტად რთული სისტემას იყენებენ და სხვადასხვა ბგერის გამოცემა შეუძლიათ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თითოეული პინგვინი, ასობით სხვა პინგვინს შორის, თავისი პარტნიორის, ან ბარტყის ხმას ცნობს. პინგვინებს სიცივე უყვართ ![]() ყველას არა, მაგრამ საერთოდ, — უყვართ. მაგ., იმპერატორის პინგვინის სახეობას, -60°С შეუძლია გადარჩენა, რაც ცხიმის და ბუმბულის სქელი ფენის დამსახურებაა. მათ ასევე, გასათბობად, შესანიშნავი მეთოდი «მოიფიქრეს» — მჭიდრო ჯგუფებად იკრიბებიან და ერთმანეთის სითბოთი თბებიან. ისინი სიყვარულში ერთგულები არიან პინგვინების უმეტესი სახეობის (სულ 18–ია) წარმომადგენელი, მეწყვილეს პოვნის შემდეგ, მასთან მთელ ცხოვრებას ატარებს. მამრებს — მდედრებთან, მისადმი სიმპათიის ნიშნად, კენჭები მიაქვთ და მოხიბვლას ცდილობენ. წყვილებში ისინი, შთამომავლობაზე ერთად ზრუნავენ — რიგრიგობით სხედან კვერცხზე და საკვებსაც ორივე მოიპოვებს. პინგვინებს მუცელზე სერიალი უყვართ თუ თოვლი, ან ყინული სიარულს ართულებს, პინგვინი მუცელზე წვებიან და თათების და ფრთების დახმარებით, სრიალებენ. შორიდან ასეთი გადაადგილება ძალიან სასაცილოდ გამოიყურება. თუმცა, ენერგიის დაზოგვის და ერთი წერტილიდან – მეორეში, სწრაფი გადაადგილებისთვის, საუკეთესო მეთოდია. მათ სითბოს შენარჩუნების «ჭკვიანი» გზა აქვთ ![]() პინგვინებს თათები ყოველთვის ცივი აქვთ, მაგრამ არასდროს ეყინებათ. ატომ ხდება ასე? — აქ საქმე სისხლის მიმოქცევის სისტემაშია! მათი არტერიები და ვენები ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს — თბილი სისხლი, კიდურებიდან მომავალ ცივ სისხლს ათბობს და სითბოს შენარჩუნებას უწყობს ხელს. მათ სუნთქვის შეკავება 20 წუთამდე შეუძლიათ ამ მხრივ, ნამდვილი რეკორდსმენები იმპერატორის პინგვინები არიან. როდესაც ისინი ნადავლის მოსაპოვებლად ყვინთავენ, სხეული გულისცემას ანელებს, ხოლო კუნთები, დიდი რაოდენობით ჟანგბადს იმარაგებს. შედეგად, მათ წყლის ქვეშ დარჩენა, მთელი 20 წუთის მანძილზე შეუძლიათ. პინგვინები ნავიგაციას მზის და მაგნიტური ველის გამოყენებით ახდენენ ისინი ძალიან კარგად იმახსოვრებენ მარშრუტებს და სახლისკენ მიმავალ გზას, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგაც კი პოულობენ. პინგვინები მზეს და დედამიწის მაგნიტურ ველს იყენებენ, რომ ოკეანის უზარმაზარ სივრცეებში არ დაიკარგონ. პინგვინები თბილ ქვეყნებშიც ბინადრობენ ყველა პინგვინი თოვლსა და ყინულში არ ცხოვრობს. მაგ., გალაპაგოსის პინგვინები, პირდაპირ ეკვატორზე ბინადრობენ! დღის საათებში, ჩრდილში იმალებიან, გრილ წყლებში ბანაობენ და სიცხეს კარგად ეგუებიან. არხის სხვა სიახლეები:* რომის იმპერია აუქციონზე გაიყიდა – რეალური ფაქტი, რომელიც ხუმრობასავით ჟღერს* 10 შოკისმომგვრელი ფაქტი თავის ტვინის შესახებ* ფარაონი, რომელიც მისმა ოპოზიციამ, 3 000 წლით გააქრო ისტორიიდან* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?198 2-ს მოსწონს
|