x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ ნდობა კლებულობს
image"საქართველოში ევროკავშირისადმი ნდობის კლების მიზეზები


დღეს გამოქვეყნებულმა „ევრობარომეტრის“ სულ ბოლო გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეებში ევროკავშირისადმი ნდობა განუხრელად იკლებს. აღმოჩნდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე ევროკავშირს ენდობოდა გამოკითხულ მოქალაქეთა 66%, 2024 შემოდგომაზე - 58%, ხოლო 2025 წლის გაზაფხულზე, ანუ დღეისათვის, გამოკითხულთა მხოლოდ 49% ენდობა ევროკავშირს. ანუ გასული ერთი წლის განმავლობაში ეს ნდობა 17%-ით შემცირდა.


აღსანიშნავია ის ფაქტორი, რომ „ევრობარომეტრის“ კვლევას ყველა მხარე ენდობა და ეს შედეგები ეჭვის ქვეშ არავის დაუყენებია. ამიტომ მთავარი ყურადღება გადავიდა ევროკავშირისადმი ჩვენი მოქალაქეების ნდობის ასეთი კატასტროფული ტემპით შემცირების მიზეზებზე.


ოპოზიციამ ეს მაშინვე დააბრალა „პრორუსულ“ ხელისუფლებას, რომელიც, მათი აზრით, მიზანმიმართულად ეწევა ანტიდასავლურ პროპაგანდას. ჩვენ არ შევალთ პოლემიკაში ამ პოზიციის ავტორებთან, ჩვენ, მხოლოდ „ევროკრიზისის“ ჩვენეულ ხედვას შემოგთავაზებთ, მანამდე კი უბრალოდ ვიტყვით: მხოლოდ პროპაგანდა რომ იყოს მოსახლეობის განწყობების ჩამოყალიბებისა თუ ცვლილებების მთავარი განმსაზღვრელი, ვინაიდან პროპაგანდისტული საშუალებების 70-80% დღეს ოპოზიციურ ტელე-რადიო-ინტერნეტ მედიას აქვს დაპყრობილი, ამომრჩეველთა დაახლოებით ამდენივე პროცენტი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას გადაყვანილი თავის მხარეს.



სინამდვილეში საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაძლიერების მიზეზი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა პოლიტიკური განვითარების დონით გაცილებით უსწრებს პოლიტიკურ კლასს. ხალხი აფასებს, აანალიზებს იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავს და არა იმას, რასაც პარტიული ტელევიზიები თავში უტენიან. ისინი ხედავენ, რომ ყველა ობიექტური, არაპოლიტიზირებული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით საქართველო არის მოწინავეთა რიგებში და უსწრებს ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანასაც, ამის პარალელურად კი ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურები ლამის ყოველდღიურად „აცხობენ“ სხვადასხვა რეზოლუციებს, სადაც საქართველოზე მიზანმიმართული ტყუილები წერია.


ჯერ იყო და ყველაზე გვიან მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაშინ, როცა ყველა პარამეტრით ვუსწრებდით სხვებს, მერე ძალისმიერი მეთოდებით სცადეს ხელისუფლების დამხობაში დახმარებოდნენ მათთვის სასურველ შიდა ძალებს და როდესაც სახელმწიფომ თავი დაიცვა, ეს დიქტატურად, სასტიკ ძალადობად და პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ჩვენი მოქლაქეები კი აშკარად ხედავენ და აფასებენ, რომ არეულობების აღკვეთისას გამოვლენილ გაცილებით მეტ სისატიკეს თავიანთ ქვეყნებში ისინი „წესრიგის და კანონიერების“ დაცვად აფასებენ.


ჩვენი მოქალაქეები ხედავენ, რომ თითქმის ყველა ცნობადი ოპოზიციური პირის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შემთხვევაში ევროკავშირის სტრუქტურები ერთხმად გაჰკივიან პოლიტიკურ დევნაზე და უსამართლო სასამართლოზე, ხოლო როცა საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა არაპოლიტიზირებულ სასამართლომდე მიდის, იქიდან ყველა შემთხვევაში მოდის არა მომჩივანის, არამედ საქართველოს ხელისუფლების გამამართლებელი გადაწყვეტილებები.


ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, პრორუსული კურსი აიღო და ანტიდემოკრატიული რეჟიმი დაამყარა, თუმცა, ეს მოქალაქეები ხედავენ, რომ არც არჩევნები გაყალბებულა ტოტალურად (300-400 ათასი ხმით!), არც საგარეო კურსი შეცვლილა (რუსეთის ლანძღვა-გინებაზე უარს გონიერი ხალხი „რუსეთუმეობად“ არ აღიქვამს) და ვერც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავს „დემოკრატიის უკუსვლას“ . ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, რომ ეს „უკუსვლა“ განსაკუთრებით იგრძნობა სააკაშვილის მმართველობის ხანასთან შედარებით, როდესაც საქართველო იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოქალაქეს კი საკუთარ ტყავზე აქვს გადატანილი ეს ყველაფერი და არ სჯერა იმ სტრუქტურების, რომლებისთვისაც ის 9-წლიანი პერიოდია სანიმუშო და მისაბაძი.


თუ ჩვენს ოპოზიციას დავუჯერებთ, 5 და 10 წლის წინ ევროოპტიმისტები ჩვენი მოსახლეობის 80% იყო. დღეს თურმე ევროსკეპტიკოსების ოდენობა იმიტომ ჩამოცდა 50%-ს, რომ თურმე ოცნების ხელისუფლება ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა. ჩვენ საკმაოდ მაღალი წარმოდგენის ვართ ქართველ ხალხზე და მიგვაჩნია, რომ მათი უმრავლესობა საკუთარ დასკვნებს აკეთებს, განწყობებს იქმნის და მსჯელობს არა ტვინის გამორეცხვაზე ორიენტირებული პროპაგანდით, არამედ საკუთარ ცხოვრებაზე და გარემოზე დაკვირვებით.


როდესაც ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს უკიჟინებენ, თქვენი ხმა არაფერს წარმოადგენსო, საქართველო ჩვენთვის მხოლოდ ის რამდენიმე ასეული თუ ათასეული მოქალაქეა, რომელიც თქვენს ხელისუფლებას არალეგიტიმურად და პრო-რუსულად მიიჩნევსო, ამის შემდეგ მოქალაქეებში ევროსკეპტიციზმის გაძლიერება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირდაპირ უთითებენ -თქვენი ხელისუფლება ჩვენი მოწონებული და დანიშნული უნდა იყოს და არა თქვენიო.


როდესაც მოქალაქე ხედავს, რომ ევროკავშირის სტრუქტურები არა მხოლოდ მათთვის მიუღებელი პოზიციის მქონე კონკრეტულ პოლიტიკოსებს ასანქცირებენ, არამედ მათი ოჯახების წევრებსაც, ბუნებრივად უჩნდებათ ასოციაციები ბოლშევიკებზე და რატომ არის გასაკვირი, რომ ასეთ დროს ევროსკეპტიციზმი უფრო გაუძლიერდებათ და არა ევროოპტიმიზმი.


როდესაც ამერიკის პრეზიდენტი ღიად საუბრობს ლიბერალების მახინჯ ზრახვებზე, აუქმებს მათ ფონდებს და ამხელს მათ სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევაში, როდესაც სააშკარაოზე გამოდის ევროსტრუქტურებში არსებული კორუფციის მასშტაბები, როდესაც მიმდინარეობს გარყვნილი ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადება, ათეიზმის პროპაგანდა და ბოლოს, საქმე იქამდეც მიდის, რომ სწორედ ევროპის ქვეყნებში იზღუდება ლიბერალური ნორმებისთვის მიუღებელი ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლება, სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ყველაფრის შემხედვარე საქართველოს მოქალაქეთა არცთუ მცირე ნაწილს ევროპა აღარ მიაჩნია „ედემის ბაღად“, ხოლო მის გარეთ არსებული სივრცე - ჯუნგლებად (როგორც ამას ჯოზეფ ბორელი აცხადებდა).


მით უმეტეს, როდესაც საუბარია ისეთი დიდი ისტორიისა და მაღალი კულტურის მქონე სახელმწიფოს მოქალაქეებზე, როგორიც საქართველოა.


ასე რომ, საქართველოში თუ ვინმე აწარმოებს ანტიევროპულ პროპაგანდას, თავისი უსამართლო და ხშირად უტვინო პოზიციების დაფიქსირებით, ამას აკეთებენ სწორედ ზემოთ დასახელებული ევროკავშირის სტრუქტურები, მათგან მართული ენჯეოები და მათი დასმული ოპოზიცია, რისი შედეგიც არის ევროსკეპტიციზმის მაღალი დონე დღევანდელ საქართველოში."

ნანა კაკაბაძე

6
76
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
76
  
სსრ კავშირი ჯობდა ევრო კავშირს, სსრკში ქალებს ქალებთან და კაცებს კაცებთან დაწოლას არ აიძულებდნენ.
რას ნიშნავდა ილიას გაგებით ავტონომია გადმოტანილი ასი წლის შემდგომ პროცესებში,ეს იყო სიტუაციაზე დაკვირვება და არა ემოცირუი აშლილობა. ეს ნიშნავდა რო საქართველო გამოდიოდა სსრკდან,მარა რჩებოდა იმ ბაზრის შემდგენლობაში,უნდა შეცვლილიყო პოლიტიკური და არა ეკონომიკური ამბები. ეგ კი არა,როცა რუსეთმა დსთშ შესვლა მოგვთხოვა,ჩვენ უარი შევუთვალეთ და ომი გაჩაღდა ქვეყანაში,როცა არაფერს წყვეტდდა ეგ დსთ.ასეთი ხუშტური ქონდა რუსებს და უნდა გაგესწორებინა,არც აფხაზეთი დაიკარგებოდა და არც სამაჩაბლო,მარა რათ გინდა,რუსებს როგორ დავუჯერებთ ამბავი და ეგ იყო. არ მგონია რო ეს ქართველის გადაწყვეტილი იყო,ეს იყო დასავლეთიდან წამოსული ამბავი და ქართველის ხელით შესრულებული. ზვიადიც და ედიკაც დასავლეთის აგენტები იყვნენ,შეიძლება ორმაგი აგენტებიც. რა ჰელსინკის ჯგუფის წევრი არ იყო ზვიადი თუ მე მეშლება? ან ედუარდამ დასავლეთის დავალებით არ მოქმედებდა სსრკს დასაშლელად? მერე დაფასებული კაცი გახდა დასავლეთში,ხოლო ზვიადი მიაგდეს,რადგან ის მხოლოდ გვარის გამო უნდოდათ და დააჯერეს რო ის იყო ერთადერთი მმართველი. ბევრს დააჯრეს ეგრე.
წეღან საბჭოეთი და ჩვენი იქედან გამოსვლა ვახსენე,ხოდა თუ საქართველოს მართლა იქედან გამოსვლა უნდოდა,რატომ მოინდომა ისევ სხვის დაკრულზე ცეკვა? გამოდის რო ის პროცესებიც დადგმული და დაფინანებული იყო დასავლეთიდან,რა ასე არ არის? თუ ის აზრი რო დასავლეთს სსრკს დანგრევა უნდოდა არის ტყუილი? ასე იყო ეს ამბავი და ნუ გვასაღებთ იმ ხალხს დიდ გმირებად,რადგან ჩვეულებრივი დაფინანსებულები იყვნენ. ან ეს ქალბატონი კაკაბაძე,რა იმ პროცესების მონაწილე არ იყო თუ არ ამაყობს ამით? თავის დროზეც სსრკს დაფინანსებულმა და მხარდაჭერილმა ხალხმა შეგვათრია იქ,ეს მაშინაც მონათლეს ქართველი ხალხის ნებათ. თუ ქართველი ხარ,ისტორია იცი და გონი გიჭრის,რანაირად ეძახი გმირს ან ასი წლის წინანდელ ან 34 წლის წინანდელ აქტიურ პიროვნებებს? თან ილიას გზას ეძახდნენ ან ეძახიან ამას. ილიას სოციალიზმი არ სურდა,ის ამბობდა რო ჯერ ავტონომია რუსეთის შემდგენლობაში და მერე დამოუკიდებლობაო,ხოდა რა შუაში არიან ის ხალხი ამ მოსაზრებასთან? ვინ დაუჯერა ილიას მაშინ ან ახლა?
რაც შეეხება ევროკავშირს,თუ ეს კვლევა სიმართლე და არა ტყუილი,მაშინ ისევ გონთან მივდივართ. გამოდის რო ერთი წლის წინ 66% ყოფილა გამოშტერებული,ხოლო დღეს 49% ჩამოსულა,რაც კი კარგია,მარა მაინც საფიქრალი თემაა. გამოდის რო ადამიანების გონი ნათდება,ბრმად აღარ მიყვებიან,მარა სანამ აქედან ნამდვილი საფიქრალი და აზრი ჩამოყალიბდება დიდი დრო გავა. ყველაზე მთავარი,ადამიანებმა არ იციან ისტორია,სასურველია მსოფლიო ისტორია,მარა ქართულიც საკმარისია რო გაიგო ყველაფერი. ადამიანებს გონიათ რო თუ დიდგორი იცი ან შამქორი,ეგ არის ისტორია იციან. ჩვენ ვართ ქვეყანა რომელიც იყო საბჭოეთში,მერე ავბუნტდით და გამოყოფა მოვითხოვეთ,დაინგრა ეს საბჭოეთი და მერე დავიწყეთ იმაზე ფიქრი,როგორ გავმხდარიყავით სხვა ზეეროვნული ორგანიზაციის წევრები,ხოდა რატომ გვინდოდა სსრკდან გამოსვლა თუ ისევ მსგავს ორგანიზაციაში უნდა შეგვეყო თავი? რა გგონიათ რო ევროკავშრი და სსრკ განსხვავდებიან? ან რა გგონიათ რო ძალადობრივი არ არის ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება? ადამიანებს სიმართლეს უმალავენ და ეს ძალადობა არ არის? ტყუილით ცდილობენ ხალხის დაბნევას და ასე თიტქოს თავისუფალი ნების გამოვლინებას,რაც შეუძლებელია. თავისუფალი არჩევანი თავის დაქნევა კი არ არის,ინფრომაციაზე დაყრდნობით უნდა იღებდე გადაწყვეტილებას და რამდენმა ქართველმა იცის ეს ინფრომაცია? აი,იმ 49% გამოშტრებულმა ისიც ეს ინფრომაცია? ან ერთხელ მაინც დამსხდარან ქვეყანაში და დაუთვლიათ,რა სარგებელი ან რა რისკები აქვს ქვეყანას? ის რო გერმანიაში დიდი ხელფასები არის,არ ნიშნავს რო საქართველოშიც იქნება ან ის რო გერმანია განვითარებული არის,არ ნიშნავს იმას რო საქართველოც ეგეთი გახდება. ასოცირების ხელშეკრულება რამდენმა ქართველმა წაიკითხა? კიდევ ათასი კითხვა არის,მარა რათ გინდა,გამოშტერებულს რას შეასმენ. საქართველოს ისეთი გამოცდილება აქვს ორგანიზაციებში ყოფნის რო რანაირად უნდა გინდოდეს სადმე შესვლა?
ვერ დავეთანხმები ნანა კაკაბაძეს,ქართველი ხალხის გონებრივი შესაძლებლობა არც ისეთი მაგარია როგორადაც გვასაღებენ და არც ისე ყოფილა რო არჩევნები არ გაყალბებულა,ოღონ პირიქით. თუ ქართველი ხალხი გონიერია და არ ზომბდება პროპაგანდაზე,მაშინ რანაირად აქვს გვარამიას 200 ათასიანი მხარდაჭერა? ან ხაზარაძეს? მესამე არის ნაცეთი და თვალთხარია,ჯამში ამ 4 პარტიამ 800 ათასი ხმა მოაგროვეს,ხოდა კიდევ იმას ვაწვებით რო არჩევნები არ გაყალბებულა? კაი,დავიჯერე გონიერი ვარ და მვდივარ არჩევნებზე,ხმას ვაძლევ გვარამიას ან ხაზარაძეს,ხოდა სად არის აქ გონი?
0 1 6