x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
3 წვრილმანი, რაც საუკეთესო მეგობარმაც არ უნდა იცოდეს თქვენი ქორწინების შესახებ
პატარაობიდანვე მეგობრებს მივმართავთ რჩევისა და მხარდაჭერისთვის და ყველაფერს ვუყვებით. აი, დაოჯახების შემდეგ ყველაფრის მოყოლის მოთხოვნილება უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ჩნდება გაზიარების ცდუნება, რადგან გჭირდებათ მხარდაჭერა და ვინმე, ვინც თქვენ მხარეს იქნება.



image



შერონ რივკინი, ქორწინების კონსულტანტი და წიგნის „კამათის ციკლის გარღვევა: როგორ შევწყვიტოთ კამათი თერაპიის გარეშე“ ავტორი, გამოყოფს სამ რამეს, რაც მეგობრებმა თქვენი ქორწინების შესახებ არ უნდა იცოდნენ.



თუ ყველაფერს უახლოეს მეგობრებს მოუყვებით, ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიღოს და თქვენს მეუღლესთან ნდობა გაანადგუროს. აი, სამი რამ, რაც მეგობრებმა არ უნდა იცოდნენ თქვენი ქორწინების შესახებ:




image



1. ინტიმური დეტალები თქვენი პირადი ცხოვრებიდან

ალბათ, დაოჯახებამდე თქვენი მომავალი მეუღლის ინტიმური შეხვედრების ყველა დეტალს მეგობრებს უზიარებდით. ახლა, როცა დაქორწინებული ხართ, მეუღლე შეიძლება მოელოდოს, რომ ზოგიერთ განცდებს საიდუმლოდ შეინახავთ.



ზოგიერთ წყვილს აქვს საიდუმლოებები, რომელთა დამალვასაც ერთი მათგანი მაინც იმედოვნებს მეგობრებისა და ოჯახისგან. ეს შეიძლება იყოს საყვარელი პოზა, სიხშირე ან მსგავსი რამ.



image



2. თქვენი მეუღლის შემოსავალი და ვალები

ფული ხშირად პირად საკითხად ითვლება. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის თანახმად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემა, რის გამოც წყვილები ჩხუბობენ, ფულია.



თქვენმა პარტნიორმა შეიძლება უხერხულობა იგრძნოს, თუ ისაუბრებთ იმაზე, რამდენს გამოიმუშავებს ის ან რამდენი ვალი აქვს. გარდა ამისა, გარკვეული ფინანსური სტატისტიკის გამჟღავნებამ შეიძლება თქვენს მეგობრებს დისკომფორტი შეუქმნას, მათი სიტუაციიდან გამომდინარე.



შემოსავლების ან ვალების შესახებ ინფორმაციის გაზიარება ბუნებრივ თემად გვეჩვენება, მაგრამ როდესაც შეამჩნევთ, რომ მეგობრები უცნაურად იქცევიან, უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შემოსავლის გამჟღავნებამ მათ დისკომფორტი შეუქმნა. უმჯობესია საერთოდ მოერიდოთ ფულზე საუბარს.



image



3. ყველაფერი, რისი საიდუმლოდ შენახვაც გთხოვეს

შესაძლოა, თქვენმა პარტნიორმა გაგიზიარათ რაღაც და შემდეგ გთხოვათ, რომ ეს საიდუმლოდ შეინახოთ. მეგობრებთან ჭორაობის ცდუნების მიუხედავად, უმჯობესია, ზოგიერთი საიდუმლო თქვენ ქორწინებაში წმინდად შეინახოთ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ტესტი ეჭვიანობაზე - აირჩიეთ პინგვინი და გაიგეთ სიმართლე საკუთარ თავზე

რჩევები, როგორ გაუმკლავდეთ მღელვარებას პირველ პაემანზე

12 გამოცდილი მეთოდი, როგორ აიძულოთ ყოფილ პარტნიორს ინანოს თქვენთან დაშორება

5 ფრაზა, რომელსაც შეუძლია დაანგრიოს ყველაზე იდეალური ურთიერთობაც

ფრაზა, რომელიც არასოდეს უნდა გაუგზავნოთ თქვენს პარტნიორს

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
222