x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფარაონი, რომელიც მისმა ოპოზიციამ, 3 000 წლით გააქრო ისტორიიდან

დღეს რომ ხელისუფლების და ოპოზიციის მომხრე ავტორს, თანამედროვე ისტორიის სახელმძღვანელოს დაწერა ვთხოვოთ, 2 რადიკალურად განსხვავებული შინაარსის წიგნს მივიღებთ... და ასე იყო ყოველთვის.

გამონაკლისი ამ მხრივ, არც ფარაონების ეპოქა ყოფილა და ეს რომ ასე იყო, ეს ისტორიაც მოწმობს:

ეხნატონი — ამენჰოტეპ IV, მეათე ფარაონი, XVIII დინასტიიდან, ამენჰოტეპ III და დედოფალი ტიიას მეორე ვაჟი, გამოჩენილი პოლიტიკოსი და ცნობილი რელიგიური რეფორმატორი იყო, რომლის მმართველების პერიოდში, ეგვიპტის პოლიტიკურ ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოხდა.


image


ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ძვ. წ. აღრ. 1353 წელს ეგვიპტის სამეფო ტახტზე 15 წლის ამენჰოტეპ IV ავიდა და თავი ფარაონად (ითარგმნება, როგორც «ის ვინც შენ გახდები») გამოაცხადა. მანამდე, ეგვიპტეში ფარაონები არ იყვნენ და ქვეყანას, ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, მეფეები მართავდნენ.

ამენჰოტეპ IV ცნობილია, როგორც მასშტაბური რელიგიური რეფორმების გამტარებელი ფარაონი. მან მრავალღმერთიანობა უარყო და თავი სხივოსანი ატონის თაყვანისმცემლად გამოაცხადა, რომელიც მზის დისკოს გასულიერებას წარმოადგენდა. მან სახელმწიფო რელიგიად ატონიზმი (ატონის კულტი) გამოაცხადა, რომლის სიმბოლო ადამიანი იყო, შავარდნის თავით და თავზე მზის დისკოთი. ატონის კულტი ჯერ კიდევ ამენჰოტეპ III დროს იყო გავრცელებული, როგორც ერთ–ერთი ღმერთი, მრავალღმერთიანთა სახელმწიფოში და რა თქმა უნდა, თავისი მიმდევრებიც ჰყავდა.

imageახალგაზრდა ფარაონის რელიგიურმა რეფორმამ, ეგვიპტის ქურუმებს შორის, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ხოლო როდესაც ამენჰოტეპ IV ბრძანებით, თებეში, ქალაქის მფარველი ღმერთის, – ამონის ტაძრის გვერდით, ატონის ტაძარი ააშენეს, ქურუმები ფარაონს ღიად დაუპირისპირდნენ და ის ერესში დაადანაშაულეს. ეს მისი მმართველობის მე-2 წელს მოხდა.

ქურუმებთან ასეთი დაპირისპირების მიუხედავად, ფარაონი უკან დახევას არ აპირებდა, რადგან თვლიდა, რომ ატონი ერთადერთი ღვთიური საწყისი იყო, ხოლო ყველა სხვა კულტი, – ლიკვიდაციას საჭიროებდა.

თქვა და ასეც მოიქცა. ატონის ტაძრის დასრულების შემდეგ, მან ქურუმები დაითხოვა და ყველა ტაძრის დახურვის განკარგულება გასცა. უფრო მეტიც, მან საკუთარ სახელზე – ამენჰოტეპზე («ამონი კმაყოფილია») უარი თქვა და ეხნატონი («ატონის მსახური») დაირქვა.

რელიგიური რეფორმის პარალელურად, ის მდ. ნილოსის აღმ. სანაპიროზე ახალ ქალაქს აშენებდა, რომელსაც აჰეტატონი («ატონის საბატონო» – დღევანდელი ელ–ამარნა) უწოდა და თავისი მმართველობის მე-4 წელს, ქვეყნის დედაქალაქი თებედან, ახლად დაარსებულ ქალაქში გადაიტანა.

ახალი დედაქალაქი იმით განსხვავდებოდა ძველისგან, რომ იქ შენობები და ტაძრები ბევრად უფრო დიდი და ნათელი იყო, ხოლო კედლები ლამაზი, ხასხასა ფერის ნახატებით იყო დამშვენებული. ქალაქში ჩასულ ადამიანს ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა, თითქოს ქალაქი გრანდიოზული დღესასწაულის მოლოდინში იყო.


image


მმართველობის მი-9 წელს, ეხნატონმა მონოთეიზმის დანერგვის საქმეში, უფრო რადიკალური და გაბედული ნაბიჯები გადადგა. სხვა ღმერთებისადმი თაყვანისცემა, მან ოფიციალურად აკრძალა და ყველა კულტის და სიმბოლოს განადგურების ბრძანა გასცა. ძველ მსოფლიოში, ასეთ რეფორმას ანალოგი არ ჰქონია. წყაროების მიხედვით, რადიკალური რეფორმების მიზეზი, ფარაონის ერთი ღმერთისადმი თაყვანისცემის გარდა, ისიც იყო, რომ მას თებელი ქურუმების ზეგავლენის მოშორება უნდოდა, რომლებიც იმდენად ძლიერები იყვნენ, რომ საკუთარ ნებას ფარაონებსაც კი კარნახობდნენ. ისინი საკუთარ თავს ღმერთებსა და ადამიანებს შორის შუამავლებად მიიჩნევდნენ და ყველას ეგვიპტეში, – ფარაონიდან დაწყებული, – გლეხით დამთავრებული, საკუთარი შემოსავლის გარკვეული ნაწილი, თებეს ქურუმების ხაზინაში უნდა შეეტანა.

ეხნატონის მიერ გატარებული რეფორმის შემდეგ, ძველმა ქურუმებმა გავლენა და ქვეყნის მართვის სადავეები დაკარგეს. მათი ადგილები კი, შედარებით დაბალ საფეხურზე მდგომი, დიდგვაროვნებმა დაიკავეს და ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის, ფარაონი იყო, რომელსაც ქურუმები ემორჩილებოდნენ.

ეხნატონმა, ასწლეულების მანძილზე დამკვიდრებული, ქვეყნის მართვის სისტემა შეცვალა და დღეს რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორი მწვავე რეაქცია ექნებოდათ მის რეფორმებზე, ძველ ქურუმებს, დიდგვაროვნებს და უბრალო მოქალაქეებს, რომლებსაც ფარაონის რჩეულ ღმერთზე ლოცვის სურვილი არა გააჩნდათ... შესაძლებელია, სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ეხნატონმა ქვეყნის დედაქალაქი, თებედან 300 კმ-ის დაშორებით, სრულიად დაუსახლებელ, უკაცრიელ ადგილზე გადაიტანა და ყველასგან მოშორებით, ნამდვილი სამოთხე შექმნა დედამიწაზე.
imageამარნული პერიოდი (ტერმინი ეგვიპტოლოგიაში, რომელიც ეხნატონის მმართველობის და მისი მიმდევრების – ძვ. წ. აღრ. XIV—XIII სს. პერიოდს აღნიშნავენ) ძველი ეგვიპტური კულტურის უმაღლეს ფორმად ითვლება. მაშინ შეიქმნა ქვეყანაში ხელოვნების გასაოცარი შედევრები.

17 წლიანი მეფობის შემდეგ, ეხნატონი გარდაიცვალა. სიკვდილის ზუსტი თარიღი (1336 – 1334) და მიზეზი, ცნობილი არ არის, სავარაუდოდ, მოწამლეს. მისი სიკვდილის შემდეგ, ტახტზე სმენხკარა ავიდა, რომელიც ეხნატონის და ნეფერტიტის უფროსი ქალიშვილის (ეხნოტონს და ნეფერტიტის 6 ქალიშვილი ჰყავდათ) – მერიტატონის მეუღლე იყო. 2 წლის შემდეგ, ფარაონი გარდაიცვალა და ტახტზე ტუტანხამონი (1332 – 1323 წწ.) ავიდა. ერთი ვერსიით, ის ეხნოტონის დის შვილი იყო. თუმცა, არსებობს წყაროები, რომლის მიხედვით, ტუტანხამონი თუტამოს უმცროსის და ნეფერტიტის შვილი იყო (დაიბადა 1341 წელს და ის 9-დან ერთ-ერთი შვილია, ეხნატონის შვილებს, თუ სავარაუდო შვილებს შორის).

ტუტანხამონმა, ტახტზე ასვლის შემდეგ, მაღალჩინოსანი დიდებულების და ქურუმების ზეწოლით, უარი თქვა თავისი წინამორბედის — ეხნატონი ერესზე და სამეფო კარი მემფისში — ეგვიპტის უძველეს დედაქალაქში გადაიტანა.

რაც შეეხება აჰეტატონს, თანდათანობით, დავიწყებას მიეცა და დანგრევა დაიწყო. ხოლო, XIX დინასტიის დასაწყისიდან, საერთოდ დაწყევლილ იქნა და ქალაქი ქვის სამტეხლოდ აქციეს. დაწყევლეს მისი დამაარსებლის სახელიც... ეხნატონის სახელი ოფიციალური დოკუმენტებიდან ამოშალეს და იქიდან მოყოლებული, თუ სადმე ახსენებდნენ, მხოლოდ როგორც – «ურჯულოს ამარნადან».

გათხრები, ელ–ამარნის მიდამოებში, ბრიტანელი არქეოლოგის ფ. პირერის (Flinders Petrie) ხელმძღვანელობით, 1891 წელს დაიწყო. 1907 წელს მას გერმანელი ლ. ბორხარდტი (Ludwig Borchardt) შეუერთდა და 1912 წელს ნეფერტიტის ბიუსტი, სწორედ ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ეხმატონის და ნეფერტიტის შესახებ, 30 საუკუნის მანძილზე არაფერი იყო ცნობილი. მათ სახელებს ლეგენდებშიც კი არ ახსენებდნენ. ყველაფერი, რაც ფარაონს და მის საქმეებს უკავშირდებოდა, დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს... და მხოლოდ ძველი ქალაქის ტერიტორიის გათხრებისას, აღმოჩენილი სასახლის ნანგრევების და ნაპოვნი მანუსკრიპტების გაშიფვრის შემდეგ, მეცნიერებმა შეიტყვეს ეხნატონის და მისი ენით აუწერელი სილამაზის მეუღლის, ნეფერტიტის არსებობის შესახებ.


imageარხის სხვა სიახლეები:


* რა საიდუმლოს მალავს შავი ზღვა?

* მეცნიერებმა სიკვდილის შემდეგ, სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს

* ჰიტლერი, სტალინის შესახებ – მისი ფიქრები საბჭოთა ლიდერზე და შეფასებები

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
263
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
263
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0