x
მეტი
  • 11.07.2025
  • სტატია:143266
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515401
„ღადაობთ?! დასცინით ხალხს?! ოპოზიცია ჩახდის ზღვარზე ხართ, მორჩით იდიოტობებს!“ - ხაბეიშვილი
image

.

ნაცმოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ოპოზიციონერ კოლეგებს მკაცრად პასუხობს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

.


გთავაზობთ ლევან ხაბეიშვილის ფეისბუქ სტატუსს:

.

“რადგან ასე გინდათ, მოდი გავყვეთ…

.
დავუშვათ, რაც აბსოლუტური ბოდვაა და ვთქვათ, თბილისი მოიგო ოპოზიციონერმა ანუ დათმო ბიძინამ, “აჩუქა” ოპოზიციას – თავის ტაბლოზე აანთო, რომ მოიგეთ და გაიხარეთო… მეორე დღეს გაიღვიძა ცუდ ხასიათზე, ადგა და დაიჭირა არჩეული მერი – აი, მაგალითად კორუფციის ბრალდებით – მერე რა ხდება?! თავიდან ვიწყებთ რომ დიქტატორი, პოლიტიკური დევნა და ასეთები?!

.
ან, ადგა და თვითმმართველობის შესახებ კანონში შეიტანა ცვლილებები და მერს წაართვა, შეუზღუდა უფლებები, უბრალოდ ადგა და დაწერა კანონი, რომ მერი კი არის, მაგრამ უნდა შეთანხმდეს მაგალითად – გელასთან… ამ დროს რა ხდება?! ანუ რის იმედად, რა სისულელეზე მსჯელობთ?! რას წაართმევთ?! რა თავის ტაბლოზე დაწერს, რომ წააგო, ან რომ გაგისწოროთ ხასიათი და მეორე დღეს ყველა დაიჭიროს რა ხდება?! ააა, ანუ ლუსტრაცია მოხდება?! გავაშიშვლებთ?! ღადაობთ?! დასცინით ხალხს?!

ბიძინა უკვე შიშველია და თქვენც გახდისა და ჩახდის ზღვარზე ხართ, ამიტომ მორჩით ამ იდიოტობებს!

.

ივანიშვილის პირობებში არჩევნები არ იქნება!!! მორჩა, ეგ სახადი მოიხადა ხალხმა და ყველამ ერთად ვნახეთ და ვცადეთ…
არჩევნები რომ გაუქმდა, ამიტომ არ აღიარა არავინ და ამიტომ ასანქცირებენ!!!

.

და გარეთ რას ამბობთ?! დაასანქცირეთ, არ აღიაროთ, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ ბიძინას ორგანიზებულ არჩევნებსო – სერიოზულად გამოიყურება თქვენი ეს ბოდვები?!

გამოსავალი არის ერთიანობა, არ აღიარება და ივანიშვილის დამხობა!!! – თუ ეს არ შეგიძლიათ, არ გააფუჭოთ მაინც, არ გაბ&&&დეთ მაინც!“ --- წერს ნაცმოძრაობის გადაყენებული თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

,

შეგახსენებთ, 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ოპოზიციონერი ალაპარაკდა რომ არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს და ოპოზიციურ პარტიებს შორის ამ თემის ირგვლივ მსჯელობა უნდა დაიწყოს. ნაცმოძრაობისა და მელია-გვარამიას პარტიის გარდა არჩევნებში მონაწილეობას თითქმის არცერთი პოლიტიკური სუბიექტი აღარ ეწინააღმდეგება.

.

სულ ახლახან ლელოს ლიდერებმაც განაცხადეს, რომ ღირს დაფიქრება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და მსჯელობა აუცილებელია. მანამდე გახარიას პარტიამ გამოხატა სურვილი და განაცხადა, რომ ემზადება არჩევნებისთვის. საარჩევნო კამპანიის დაწყებას აპირებს ალტ-ინფოს მიერ ახლადდაფუძნებული პარტია კონსერვატორები საქართველოსთვის. საჯარო რეესტრმა პარტია სულ ახლახან გაატარა რეგისტრაციაში. ასევე არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს იაგო ხვიჩიას გირჩი. მონაწილეობას მიიღებს სავარაუდოდ ირმა ინაშვილის პატრიოტთა ალიანსიც.

/

ამ საკითხის ირგვლივ ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს მკაფიო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. არადა არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და წინასაარჩევნო კამპანია ძალაში შედის. ქართული ოცნების ლიდერები კი ხაზს უსვამენ, რომ თუკი ნაცმოძრაობასთან აფილირებული პარტიები არჩევნებს გამოეთიშებიან და მონაწილეობას არ მიიღებენ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესიც იქნება, რადგან ახალი ძალები გამოვლენ ასპარეზზე და სუფთა წარსულის პოლიტიკურ ძალებს მიეცემა ძალების მოსინჯვის შესაძლებლობა, რაც ვითარების გაჯანსაღებისთვის უკეთესი უნდა იყოს.

.

სულ ცოტა დრო რჩება საიმისოდ, რომ პოლიტიკური სუბიექტები საარჩევნო კამპანიაში ჩაებან და ბუნდოვანება გაფანტონ. ღიად განაცხადონ არჩევნებში მონაწილეობის, ან ბოიკოტის შესახებ. ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს...

0
244
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0