აჭარა "დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიადგნენ თურმე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები და მოსთხოვეს, რომ ეს ნავსადგომი მათთვის დაეთმო " 5 ივნისი, 16:13 ![]() "ბათუმელების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მკვლელობა, შესაძლოა, ე.წ. ქურდული სამყაროს მხრიდან წილის დათმობის მოთხოვნას და უარის მიღების შემდეგ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს. ოჯახის ახლობლებმა მოკლული კაცის ცხედარი მანქანაში 4 ივნისის დილით იპოვეს – მდინარეში გადაგდებული ავტომანქანა სავარაუდოდ ქვას წამოედო და წყალში ნახევრად ჩაიძირა. ბესო ბოლქვაძე ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობდა და გასული წლიდან სოფელ აჭარისწყალთან, სადაც ჰესის მუშაობის შედეგად დაგუბებული წყალია, ტურისტებზე კატერს აქირავებდა. ღამღამობით იგი მდინარე ჭოროხის პირას საკუთარ ავტომანქანაში ათევდა ღამეს კატერი და მის მიერ მოწყობილი ნავსადგომი რომ არავის დაეზიანებინა. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. განზრახ მკვლელობის საქმეზე ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. AMBEBI.GE-ს ბესო ბოლქვაძის ახლობელი უდასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დანაშაულში ქურდული სამყაროს წევრების მონაწილეობაზე: "ბესოს აჭარისწყალზე ბიზნესი ჰქონდა, ნავებს აქირავებდა ტურისტებისთვის. დღედაღამ შრომობდა, კოხტად მოაწყო ნავმისადგომი, დაიწყო კატერის გაქირავება, ღამეებს ათენებდა, 24/7-ზე მუშაობდა ... პატიოსნად შრომობდა ეს ყოვლად უბოროტო და უკეთილესი ბიჭი. ვიღაცას თვალში მოუვიდა ბესოს ბიზნესი, მისი წვალებით და შრომით მოპოვებულს სთხოვდნენ ვიღაც ოხერ-ტიალები. დაახლოებით თვე-ნახევრის წინ მიადგნენ თურმე ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები და მოსთხოვეს, რომ ეს ნავსადგომი მათთვის დაეთმო და საკუთარი კატერის გაქირავებიდან მიღებული ფულიც გაეყო. ბესოს ისინი უარით გაუსტუმრებია. სწორედ ამ უარს ვუკავშირებთ იმას, რომ ავტომატის ჯერით ჩაცხრილეს ბიჭი და კვალის დაფარვის მიზნით ცხედარი მანქანიანად წყალში გადააგდეს.(განაგრძეთ კითხვა) 208 2-ს მოსწონს
|