სისხლის სამართალი საფრანგეთში განაჩენი გამოუტანეს ექიმ-პედოფილს, რომელმაც 299 ბავშვი გააუპატიურა 1 ივნისი, 17:44 ![]() ამ საშინელ ისტორიაში ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ნაძირალას წინააღმდეგ გამოძიება მხოლოდ 28 (!) წლის შემდეგ დაიწყო, სწორედ ამდენი წლის წინ დაიწყო მისი ამაზრზენი საქმიანობა. ჟოელ ლე სკუარნეკი საზოგადოების პატივცემულ წევრად ითვლებოდა. ოქროს ხელებიანი ქირურგი (ის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებში სპეციალიზირდებოდა). ლამაზი ცოლი, ყოფილი ექთანი. სამი ვაჟი. ლე სკუარნეკების სახლი ბომონდური ცხოვრების მოყვარული იყო: ექიმის ცოლს უყვარდა ადგილობრივი ელიტის სახლში მიღება. გარყვნილი -პედოფილი ახლა 74 წლისაა; მან პირველი დანაშაული 38 წლის ასაკში ჩაიდინა. მისი პატარა მსხვერპლთა უმეტესობა ანესთეზიის ქვეშ იმყოფებოდა ან ოპერაციების შემდეგ ოდნავ გონს მოსულები იყვნენ, როდესაც ნაძირალა საავადმყოფოს პალატებში მათზე ძალადობდა. ბავშვები, ძირითადად, ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა მათ თავს. თუმცა, ლე სკუარნეკის მეუღლემ, მარი-ფრანსმა, როგორც ჩანს ყველაფერი იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ქმრის დაპატიმრებამდე ოდნავი ეჭვიც არ შეპარვია(„გასაოცარია, მაგრამ ვერაფერი შევამჩნიე!“), გამოძიებამ დაადგინა, რომ ოჯახის წევრებმა ამ კოშმარის შესახებ იცოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ურჩხულმა თავის პატარა დისშვილი და ცოლის დისშვილი გააუპატიურა. ![]() 2005 წელს ჟოელ ლე სკუარნეკი FBI-ის ყურადღების ცენტრში მოექცა: ის ბავშვთა პორნოგრაფიის ვებსაიტებზე შენიშნეს. ამერიკულმა სადაზვერვო სააგენტოებმა ამის შესახებ ფრანგ კოლეგებს აცნობეს. მაშინ ექიმმა ოთხი თვით პირობითი სასჯელი მიიღო, მაგრამ... არავის მოსვლია აზრად შეეჩერებინათ მისთვის პატარა პაციენტებთან მუშაობა. პოლიციამ ძალადობის შესახებ პირველად - მხოლოდ 2017 წელს შეიტყო- დაუკავშირდნენ ექვსი წლის გოგონას მშობლები, რომელმაც უამბო, თუ რა გაუკეთა მას „მუსიე ჟოელმა“ საკუთარი სახლის ბაღში. ![]() გამოძიება 8 წელი გრძელდებოდა, ჟოელ ლე სკუარნეკს 2020 წელს 15 წელი მიუსაჯეს, 2025 წელს კიდევ 5 წელი დაუმატეს.მას 20 წელი მოუწევს საპყრობილეში ყოფნა. 369 3-ს მოსწონს
|