x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
„უბრალოდ გაფორმებული თოჯინა ვიყავი — არავის გაუბედია შემხებოდა"-მარიშკა ვერეში
image1968 წელს, Shocking Blue ჯგუფის მენეჯერი იმყოფებოდა წვეულებაზე, სადაც ჯგუფი Bumble Bees გამოდიოდა, რომელშიც მარიშკა ვერეში მღეროდა. გოგონას მომხიბვლელობამ და მისმა ჭეშმარიტად როკ-ბლუზურმა ხმამ თავისი საქმე გააკეთა. ბიჭს, რამდენიმე სიმღერის მოსმენის შემდეგ, ერთი ნახვით შეუყვარდა მარიშკა და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ცხოვრება და Shocking Blue-ს ყველა წევრის კარიერა მის გარეშე არაფრად ღირდა.



მან რობი ვან ლიუვენს უამბო საოცარი ვოკალისტის შესახებ, რომელიც ჯგუფის შემდეგ გამოსვლაზე მოსასმენად მივიდა და მაშინვე გადაწყვიტა, რომ მარიშკა Shocking Blue-სთვის იდეალური დამატება იქნებოდა . მან ჯგუფში გადმოსვლა იქვე შესთავაზა.


ამბობენ, რომ Shocking Blue-ს მენეჯერი ერთდროულად მარიშკას სიყვარულში გამოუტყდა. მან უარი უთხრა სულმოუთქმელ თაყვანისმცემელს, სამაგიეროდ დათანხმდა პირველ შეთავაზებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ურთიერთობა მხოლოდ პროფესიონალური იქნებოდა. უჩვეულო მდგომარეობა იმ დროისთვის, იმ ქვეყნისა და მუსიკალური გარემოსთვის - გარშემო სექსუალური რევოლუცია მძვინვარებდა, ვუდსტოკი ახლოვდებოდა და აქ კი რაღაც საბავშვო ბაღის მსგავსი იყო...

image


ზოგადად, მარიშკა როკ-ენ-როლის სტანდარტებისთვის უჩვეულო ადამიანი იყო. ის არ ეწეოდა, თითქმის არ სვამდა, ყველა სხვა სასმელს ჩაის ამჯობინებდა, ნარკოტიკებზე, რა თქმა უნდა, საუბარი არცაა და ეს ხდებოდა ჰოლანდიაში, სადაც მსუბუქი ნარკოტიკები ლეგალიზებული იყო.


მაშ საიდან უნდა მიეღო შთაგონება? გარდა ამისა, კონცერტებზე გამოსვლების დროს, ის ძალიან მოკრძალებულად იქცეოდა, Shocking Blue გულშემატკივრების არმიას სრულიად სხვაგვარად ამრავლებდა - ჭეშმარიტად მაგიური ვოკალით, მაგნიტივით იზიდავდა ახალ მაყურებლებსა და მსმენელებს. მისი ჟღერადი ხმა ჯგუფის სიმღერებს გამორჩეულ რიტმ-ენდ-ბლუზურ ჟღერადობას სძენდა. როგორც რობიმ მოგვიანებით თქვა: „როდესაც მარიშკა მოვიდა, ყველაფერი მაშინვე ამოძრავდა“.

image


მარიშკა ჯგუფის სექს-სიმბოლოდ იქცა: ბევრი იხსენებდა შთაბეჭდილებას, რომელსაც ის ახდენდა დიდი, მკვეთრად შემოხაზული ცისფერი თვალებით, მისტიკური აურითა და გრძელი თმით. ამავდროულად, თვითონ ძალიან მორიდებული, გულუბრყვილო და სენსიტიური ადამიანი იყო. ცნობილია ერთი შემთხვევა, როდესაც რობიმ (ცნობილი სნობიზმით) მას უყვირა — მარიშკა ატირდა და დაურეკა დედას, რომელმაც თავის მხრივ უკმაყოფილება მენეჯერს გადასცა.


მოგვიანებით, 1996 წელს, ბელგიურ ჟურნალ „Flair“-თან ინტერვიუში ის ასე იხსენებდა იმ პერიოდს: „უბრალოდ გაფორმებული თოჯინა ვიყავი — არავის გაუბედია შემხებოდა. ახლა უკვე უფრო ღია ვარ ადამიანებთან ურთიერთობაში.“



მარიშკა ვერეში გარდაიცვალა 2006 წელს 59 წლის ასაკში სიმსივნის საკმაოდ იშვიათი ფორმით-ნაღვლის ბუშტის კიბოთი.


ახლა კი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ Shocking Blue-ს ჰიტები და მარიშკას ხავერდოვანი ვოკალი.




0
253
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0