x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
მოუშორებელი სირცხვილი-რა უქნეს გერმანელი ფაშისტების საყვარლებს საფრანგეთში

imageნაცისტური გერმანიის დაცემის შემდეგ, განთავისუფლებული ევროპული ქვეყნების მაცხოვრებლებმა სასტიკი რეპრესიები განახორციელეს იმ ქალების მიმართ, რომლებსაც ნაცისტ ოფიცრებთან და ჯარისკაცებთან ურთიერთობა ჰქონდათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საფრანგეთი. კოლაბორაციონისტების დასასჯელად კამპანიის დროს, რომელიც ცნობილია როგორც „L'épuration sauvage“, დაახლოებით 30 000 გოგონა საჯაროდ დამცირების მსხვერპლი გახდა.

image

საფრანგეთში ფაშისტების წინააღმდეგ დაახლოებით 25 ათასი კაცი იბრძოდა, ვერმახტის ჯარში კი 100 ათასი ფრანგი ჯარისკაცი ირიცხებოდა, საფრანგეთის ყველაზე "საშინელი" მტრები კი გახდნენ ის ქალები, რომლებიც გერმანელ ფაშისტებთან იწვნენ.როდესაც გერმანიამ უკან დაიხია და საფრანგეთი განთავისუფლდა, მამაკაცებმა და ახალგაზრდა ყმაწვილებმა გამოავლინეს "პატრიოტიზმი" და მოღალატე ქალები დასაჯეს, მათ თმები გადაპარსეს და ასე დაატარებდნენ შიშვლებს ან ნახევრად შიშვლებს ქუჩაში, აყრიდნენ ზედ ნაგავს, სხეულზე ახატავდნენ სვასტიკას, ზოგი წყევლიდა და აგინებდა მათ, ზოგი სილას აწნავდა, ბევრმა ქალმა მაშინ ვერ გაუძლო ამისთანა დამცირებას და მოზეიმე, ეიფორიით შეპყრობილი ხალხის თვალწინ თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე.

image

საერთო ჯამში „ხალხის მტრებში“ დაახლოებით 30 ათასი ქალი მოყვა. საერთო ნაკადში მოხვედრილი იყვნენ ინფორმატორები, მეძავები, ბოჰემური ქალები, გულუბრყვილო შეყვარებულები და უბრალოდ ეჭვიანობის ან ცილისწამების მსხვერპლნი. თუმცა როგორც კვლევის და წიგნის ავტორი ფაბრიციო ვიჟილი წერს, სინამდვილეში, იყვნენ ბევრად უფრო მეტი. უბრალოდ, „გაპარსულების“ უმეტესობამ დუმილის აღთქმა დადო, აღარ იხსნებდნენ თავიანთი ბიოგრაფიის შავ ფურცელს. და არც იმ დროინდელი ენთუზიასტი- პარიკმახერებისთვისაც აღარ იყო სასურველი გაეხსენებინათ თავიანთი სამარცხვინო„გმირობები“, რომელსაც, მოგვიანებით აღარავინ მოუწონებდა,

image

საფრანგეთის სინდისი ჯერ კიდევ დაჭრილია. დრომ ვერ მოაშუშა იგი. შესაძლოა, ყველა ფრანგმა არ იცის ამის შესახებ, თუმცა ტრავმული, სამარცხვინო აურა რჩება. მხოლოდ ფრანგებმა, როგორც ჩანს, არ იციან, რა უყონ ამას.

image

მაგალითად, მათ არ იციან, რომ შეუძლებელია იმ ქალის ბედის უგულებელყოფა, რომელმაც ორმოცი წელი იცოცხლა საჯარო ეგზეკუციის შემდეგ სენ-ფლურში სახლში გამომწყვდეულმა, მხოლოდ მარტოობა და დუმილი. თითქოსდა ცოცხლების სიიდან ამოშალეს.

0
763
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
763
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0