x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
რატომ უნდა დაიძინოთ სულ შიშველმა?
ყველა ადამიანი შეიძლება დავყოთ მხოლოდ ორ კატეგორიად: მათ, ვისაც უყვარს ძილი საღამურით და ისინი, ვისაც ძილი შიშველს ურჩევნიათ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ შიშველი ძილი ძალზედ სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დღევანდელ სტატიაშიც სწორედ, რომ შიშველი ძილის უპირატესობებზე მინდა გესაუბროდ.




image



ამერიკის აკადემიის ძილის მდგომარეობის კვლევის მეცნიერების დასკვნით, როდესაც ვიმყოფებით ღრმა ძილში, ჩვენი სხეულის ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ხოლო საღამურს, რომელიც გვაცვია, შეუძლია ამ რიტმის დარღვევა. ამის მიზეზად გემართებათ ღამე უძილობა. ამიტომ, თუ გინდათ უძილობამ არ დაგტანჯოთ, დაიძინეთ სულ შიშველმა.





ნუ გამოიყენებთ საღამურს, ვინაიდან კანს ხელი ეშლება სუნთქვაში, რის გამოც ხდება მაღალტენიანობა და ეს კი ხელს უწყობს სოკოსა და ბაქტერიებს განვითარებაში. ასევე დამტკიცებულია, რომ კანის თეთრეულთან კონტაქტით ძლიერდება ორგანიზმის ყველა მეტაბოლური პროცესები (მაგ: თირკმლის და ღვიძლის) და იწმინდება სისხლი ტოქსინებისგან. ასე, რომ დაიძინეთ შიშვლებმა.





image


თუ ხართ დაქოწინებული, დიდი ალბათობაა პარტნიორთან ღამით გარდაუვალი სექსისა შიშველი ძილის შემთხვევაში, ვიდრე საღამურით ძილის დროს. ექიმ Jennifer Landa-ს მტკიცებით შიშველი ძილი პროვოკატორია გარდაუვალი სექსისა, ხშირი სექსი კი ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და წყვილის დიდხანს თანაცხოვრების საწინდარია.




შიშველი ძილის შემთხვევაში მეტი რაოდენობით გამოვიმუშავებთ ჰორმონ ოქსიტოცინს, რომელიც ამცირებს სტრესის ჰორმონს, ხელს უშლის კიბოს განვითარებას და აფერხებს ანთებით პროცესებს ორგანიზმში. მაშასადამე, შიშველი ძილის შემთხვევაში გამომუშავებული ჰორმონი ოქსიტოცინი, სხეულს ხდის ჯანმრთელს და ცხოვრებას კი უკეთესს.



image




შიშველი ძილის პირობებში, ასევე ნაკლებია გადახურებისა და ოფლიანობის შემთხვევა, შესაბამისად დილის შხაპიც აღარ მოგიწევთ (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ღამის შხაპის შემდეგ, შიშველი ძილი განაპირობებს დილით იყოთ სუფთა და ენერგიული.




შიშველი ძილი ჯანმრთელობის საწინდარია ქალთა რეპროდუქციული ორგანოებისთვის.




ასევე, მტკიცებულებებით, შიშველი ძილის შემთხვევაში მცირდება სტრესის ჰორმონის- კორტიზოლის დონე ორგანიზმში. ეს პროცესი კი ძალზედ მნიშვნელოვანია ძილის ციკლისთვის. მსუბუქ საღამურსაც კი შეუძლია ამ ციკლს ხელი შეუშალოს და მისი გამოყენებით მოიმატოს სტრესის ჰორმონმა-კორტიზოლამ, რომელიც მადის კატალიზატორია. ასე, რომ ეს პროცესი ხელს უწყობს გახდომას.




image


და ბოლოს, ზარმაცებისთვის სასარგებლოს გარდა, სასიამოვნო ფაქტია შიშველი ძილი, რადგან აღარ მოგიწევთ საღამურის ჩაცმა-გახდა, გარეცხვა და დაუთოვება და დროსაც დაზოგავთ.




0
319
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
319
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0