x
მეტი
  • 20.06.2025
  • სტატია:142881
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515281
სამი სახალისო ისტორია სამ ლეგენდარულ ფეხბურთელზე(ნაწილი 3)
image

კახი კაჭარავა ჰყვება:

„ერთხელ ერთმა ახლობელმა 17 წლის ბიჭი გამასინჯინა „დინამოში“ უნდა, რომ ითამაშოსო. მოკლედ, „სადინამოვე“ არ იყო და ასე ვუთხარი კიდეც იმ ჩემს ახლობელს. მან კი მთხოვა: იქნებ, ამ ბიჭის მშობელს შენ უთხრაო. მოიყვანა დედა და ძალიან კორექტულად ვუთხარი: ჯერ სხვა გუნდში წაიყვანეთ და გამოცდილებას რომ მიიღებს, „დინამოში“ მერე მოიყვანეთ-მეთქი. მშობელმა კოპები შეკრა – რას ჰქვია „დინამოში“ ვერ ითამაშებს. ტოტალიზატორში ათიდან რვა თამაშს გამოიცნობს ხოლმეო. მე კი მივუგე – ათიდან ათს რომ გამოიცნობს, მაშინ მოიყვანეთ-მეთქი.



ვაჟა ჟვანია იხსენებს:




„ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა ნაკრებმა მესამე ადგილი აიღო, ბრაზილიისა და ჩეხოსლოვაკიის შემდეგ. მე კი საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი. კანდიდატი რვა გუნდის, რვა მწვრთნელსა და რვა ჟურნალისტს უნდა დაესახელებინა. შვიდმა ქვეყანამ მაღიარა და მხოლოდ საბჭოთა კავშირმა არ მომცა ხმა, მიუხედავად იმისა, რომ მე ამ ნაკრებში ვთამაშობდი“.



აჩი არველაძე იგონებს:

„1998 წელია. ნიუკასლი ჩემპიონთა ლიგაზე ეთამაშება პეესვეს. ქეცბამ ბილეთები დაგვიტოვა და მე, შოთა, შოთას აგენტი და მამაჩემის მეგობარი წავედით ეინდჰოვენში. ტაქსიში ჩავსხედით, რომ სასტუმროში წავიდეთ, ბილეთები ავიღოთ და თამაშს დავესწროთ, დაწყებამდე ცოტა დრო რჩება. ტაქსისტი გვეუბნება, სასტუმრო შორსაა და ვერ მოასწრებთო. ჩვენ კი ვერ გავარკვიეთ ტაქსისტის წარმომავლობა. თვითონ გვკითხა, სადაური ხართო და რომ გაიგო, ქართველები ვიყავით, ეგრევე გვეუბნება: შოთა-აჩიო...ერთი სიტყვით, თურქი იყო...მე ვუთხარი: რაციით გადაეცი სასტუმროსთან ახლო მყოფ ტაქსისტებს და იქიდან ბილეთები მოატანინე-მეთქი. მოკლედ, ბილეთები მოგვიტანეს. სტადიონზე მივედით. ტაქსისტმა გვითხრა - დაგელოდებითო. ჩვენ ვუთხარით - გვიან გამოვალთო... მოკლედ, დაგველოდა, თამაშის მერე სახლში წაგვიყვანა, საშაურმე ჰქონდა. გვაჭამეს. გვასვეს. 2 საათი გავჩერდით და „არ დაიდარდოში“ რომაა, ციხიდან გამოსულს მთელი ოჯახი რომ ჩამწკრივებული დახვდა, ისე გამწკრივდა იმ ტაქსისტის ოჯახი - ქალს პატარა ბავშვი ეჭირა ხელში. მოკლედ, სურათები გადავიღეთ და ბოლოს წამოვედით. ამის მერე გასულია თითქმის 20 წელი, მე და ლუკა ჩასულები ვართ ეინდჰოვენში, პეესვეში გასინჯვაზე. თავისუფალი დრო გვქონდა და კინოში წავედით ტაქსით. ტაქსისტი ახალგაზრდა ცისფერთვალება რიჟა ბიჭი იყო. მთელი გზა მიყურა, მიყურა და მეკითხება: აჩი ხარ თუ შოთაო? აჩი-მეთქი და ბოლოს მითხრა მე ის პატარა ბავშვი ვარ, შენ და შოთიმ რომ ჩემს ოჯახში ხელში აყვანილი სურათი გადაიღეთო... მოკლედ, ფანტასტიკური დამთხვევა იყო“.


ასევე იხილეთimage

მანუჩარ მაჩაიძე: "ზამთარში, როდესაც ჩემპიონატებში შესვენება იყო, ფეხბურთელებს სათამაშო ფორმა რომ არ დაეკარგათ, გუნდები საზღვარგარეთ მიემგზავრებოდნენ და ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ. ერთ ზამთარს დინამო ინდონეზიაში გაემგზავრა. მაშინ იმ ქვეყანას დიქტატორი სუჰარტო მართავდა, რომელიც კომუნისტებს ქუჩაში ხოცავდა და მილიონი ადამიანი შეიწირა. სამ...


21 დეკემბერი ვლადიმერ გუცაევის დაბადების დღეა, სწორედ მისი მოგონებით დავიწყებთ: ვლადიმერ გუცაევი: "თბილისელმა ფანმა სსრკ-ს ჩემპიონატში ერთერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში გატანილი ბურთისათვის ათასი მანეთი მომცა-ეს არ იყო საჩუქარი. ჩვენ დავნაძლევდით: თუ მე იმ პრინციპულ შეხვედრაში ვერ გავიტანდი ბურთს მაშინ მე ჩემი

0
494
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0