კლასიკოსი მწერლების რომანები ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს კაცობრიობისათვის, მათი წაკითხვისა და გააზრების შემდეგ ცხოვრებას ახლებურად შეხედავთ, უკეთ ჩასვწვდებით საკუთარ თავს და საკუთარი აზრების უსაზღვრო სიღრმეებს...

ამ დაუვიწყარი რომანებიდან ჩვენ ყველას ჩვენი ფავორიტი რომანი გაგვაჩნია, ჩემს ფავორიტს კი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენს ფიოდორ დოსტოევსკის "იდიოტი'', ალბათ, უფრო მეტ წილად იმიტომაც, რომ ერთი მხრივ ვარ და ვიქცევი როგორც - მიშკინი, აგლაია და კოლია და მეორე მხრივ, როგორც - როგოჟინი, ნასტასია და იპოლიტი.
ამასთანავე, შეუძლებელია ასეთი კლასიკოსების შემოქმედების გაცნობის შემდეგ საკუთარი თავი მათ პერსონაჟებსა და ფრაზებში, რომ არ ამოიცნო... სწორედ, ამიტომაც გთავაზობთ, ამჯერად, 10 შესანიშნავ ფრაზას კლასიკოსების დაუვიწყარი რომანებიდან.
1)„სინამდვილეში ჩვენ ყველა პასუხისმგებელნი ვართ ყველას წინაშე, მაგრამ ადამიანები ამას ვერ აცნობიერებენ. ისინი, რომ ამას ხვდებოდნენ, მაშინ სამყარო ერთროულად სამოთხედ იქცეოდა.“- ფიოდორ დოსტოევსკი, "ძმები კარამაზოვები.''

2)„სულთა სამყარო დაგმანული ნუ გეგონება; გამომფიტვია როგორც გული, ისე გონება.“- იოჰან ვოლფგან ფონ გოეთე, "ფაუსტი.''
3)„ჩვენ ყველამ ვიცით ის, რომ არაფერი არ ვიცით და ეს არის ადამიანური ცოდნის უმაღლესი ხარისხი“- ლევ ტოლსტოი, "ომი და მშვიდობა.''

4)„რასაც ჭირის დროს ვსწავლობთ არის ის, რომ ადამიანებში უფრო მეტი რამაა აღსაფრთოვანებელი, ვიდრე შესაზიზღებელი.“- ალბერ კამიუ, "შავი ჭირი.''

5) „მე ახალგაზრდა ვარ, მე ვარ ოცი წლის, მაგრამ არაფერი ვიცი სიცოცხლის შესახებ, გარდა: სასოწარკვეთილების, სიკვდილის, შიშისა და მწუხარების უფსკრულზე გადაგდებული უაზრო ზედაპირულობისა. ვხედავ, როგორ დგანან ადამიანები ერთმანეთის წინააღმდეგ და ჩუმად, გაუცნობიერებლად, სულელურად, მორჩილად და უდანაშაულოდ კლავენ ერთმანეთს.“ - ერიხ მარია რემარკი, ''დასავლეთის ფრონტი უცვლელია.''

6)„ისინი, მხოლოდ საკუთარი სისულელეში დარწმუნების წყალობით ახერხებენ საკუთარ თავში დარწმუნებასაც.“- ფრანც კაფკა, "პროცესი.''

7)„ყველაფერი კაცის ხელთ არის და ვერა გაურიგებია რა, მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინია… კი, ნამდვილად ასეა… საყურადღებოა, რისი უფრო მეტად ეშინია ხალხს? ყველაზე მეტად ახალი ნაბიჯისა და ახალი საკუთარი სიტყვისა…“ - ფიოდორ დოსტოევსკი, "დანაშაული და სასჯელი.''

8)„რა საზიზღარია ადამიანი, ყველაფერს ადვილად ეჩვევა.“ - ფიოდორ დოსტოევსკი, "დანაშაული და სასჯელი.''

9)„თავიდათავი ცხოვრებაა, მხოლოდ ცხოვრებაა - განუწყვეტელი, მარადიული სწრაფვა აღმოჩენისა და არა აღმოჩენანი!“ - ფიოდორ დოსტოევსკი, "იდიოტი.''

10)„მირჩევნია უბედური ვიყო და ყველაფერი ვიცოდე, ვიდრე ბედნიერი და... გაბრიყვებული“ - ფიოდორ დოსტოევსკი, "იდიოტი.''