სხვა სულის მისია დედამიწაზე და ხანდაზმულობის "რეცეპტი", სიბრძნის ღვთაებისგან 30 მაისი, 15:59 თოტმა (სიბრძნისა და მეცნიერების ძველეგვიპტური ღვთაება), რომელსაც ბერძნები ჰერმეს ტრისმეგიცტოსს ეძახდნენ, გადმოცემით, მსოფლიო წარღვნამდე, 42 წიგნი დაწერა, ცოდნის ყველა დარგის მიმართულებით (მედიცინა, ქიმია, იურისპრუდენცია, ასტრონომია, მუსიკა, რიტორიკა, მაგია, ფილოსოფია, გეოგრაფია, მათემატიკა (განსაკუთრებით გეომეტრია), ანატომია და ორატორის ხელოვნება). და იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია უღირსი ადამიანების ხელში არ მოხვედრილიყო, ტექსტი დაშიფრა: «მომავალი თაობის ბრძენი ადამიანები იპოვიან საშუალებას და გაშიფრავენ ჩანაწერებს, ხოლო სულელები ვერაფერს გაიგებენ» – ამბობდა ის. მოგვიანებით, ამ ჩანაწერებს, ავტორის პატივსაცემად, ხალხმა «ჰერმეტულები» უწოდა, რაც «დაკეტილებს» ნიშნავს. სამწუხაროდ, ამ წიგნებს ჩვენამდე არ მოუღწევია. თუმცა, ძველ დროში და შუა საუკუნეებში, ციტატებს და აფორიზმებს ახსენებდნენ, რომლის ავტორადაც, ჰერმესს მოიხსენიებდნენ. მაგ., კლიმენტი ალექსანდრიელი (140 - 215 წწ.) ამბობდა, რომ მას წაკითხული ჰქონდა ჰერმესის 42-ვე მანუსკრიპტი. ის აღნიშნავდა, რომ ამ ნაშრომებში უამრავი თემა იყო განხილული, ყველაზე უმთავრესი კი ის იყო, რომ ჰერმესმა პასუხი გასცა კითხვას, რომელიც კაცობრიობისთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე, ამოუხსნელ საიდუმლოს უკავშირდებოდა, კერძოდ: რა არის სული და რისთვის ცხოვრობს ის დედამიწაზე? და მაინც, რისი თქმა უნდოდა ჰერმესს ამ იგავით? – კითხულობს კლიმენტი და იქვე განმარტავს: «ჰერმესს ამით იმისი თქმა უნდოდა, რომ სული, ადამიანის სახით, იმისთვის მოდის დედამიწაზე, რომ ღმერთისადმი და სხვა ადამიანებისადმი სიყვარულის ლამპარი ენთოს. ამ სიყვარულის სახელით გაკეთებული კეთილი საქმეები კი – ლამპარში ზეთის ჩამატებას ნიშნავს». ამრიგად, ჰერმესის მტკიცებით და კლიმენტი ალექსანდრიელის განმარტებით, სული დედამიწაზე სიყვარულისთვის და კეთილი საქმეების კეთებისთვის მოდის და რაც უფრო მეტ სიკეთეს გასცემს ადამიანი, მისი სული, მით უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე რჩება დედამიწაზე.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |