x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყაისნაღით შექმნილი უნიკალური სამოსი და აქსესუარები (გაკვეთილი, იდეები, მოდელები და სქემები)
image


ყაისნაღით ქსოვისთვის, აუცილებელია სპეციალური სიმბოლოების ცოდნა. ამის გარეშე ქსოვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაგრამ, სქემის კითხვას თუ ისწავლით, ჩათვალეთ, რომ ნახევარი საქმე მოგვარებული გაქვთ და მხოლოდ დრო იქნება საჭირო, უნიკალური და ორიგინალური სამოსის თუ აქსესუარების შესაქმნელად.
ყველა სქემა პირობითი ნიშნების ნაკრებს წარმოადგენს და ეს ნიშნები, შეიძლება ითქვას, რომ ყველა ქვეყანაში ერთნაირი ფორმის და შინაარსის არის. თუმცა, შეიძლება, ოდნავ განსხვავდებოდეს კიდეც. მაგრამ, ყველა სქემაზე პირობითი ნიშნები და მისი შინაარსი მოცემულია, ისევე, როგორც გეოგრაფიულ რუკაზე ლეგენდა. აქ ყაისნაღით ქსოვის ძირითადი სიმბოლოები არის მოცემული, მოქმედების საფეხურებით და ეს სავსებით საკმარისია ქსოვის შესწავლის I ეტაპისთვის:


image

სქემის კითხვის ძირითადი წესები კი ასეთია:

I. სქემის კითხვა და შესაბამისად, ქსოვა, ქვევიდან იწყება, იმ შემთხვევაში, თუ ქსოვა წაღმა უკუღმაზე ან ცენტრიდან ნაპირებისკენ (მრგვალი ფორმის უზორის ქსოვის დროს) მიმდინარეობს.
II. ყველა კენტი რიგი (I, III, V და ა.შ.) – წაღმა არის, რომელიც მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება, ხოლო ლუწი (II, IV, VI და ა. შ.) რიგები – უკუღმაზე იქსოვება და მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება.
III. წრიული რიგები იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ, ანუ საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. სქემებზე, რიგები დანომრილი არის ან მათი გამოყოფა ფერებით ხდება.
IV. ქსოვაში არის ისეთი გაგება, როგორიც არის *რაპორტი*, რაც უზორის ნაწილის გამეორებას ნიშნავს. რაპორტი სქემაზე ორი ვარსკვლავით და გასამეორებელი თვლების რაოდენობით გადმოიცემა (*...*). ქსოვა იწყება იმ თვლებით, რომლებიც რაპორტამდე არის, შემდეგ რაპორტი იქსოვება იმდენჯერ, რამდენიც მოსაქსოვი მოდელის სიგანისთვის არის საჭირო და რიგი რაპორტის შემდეგ მოთავსებული თვლებით სრულდება.
ახლა უკვე შეგიძლიათ, ქვემოთ მოცემული სქემის მიხედვით, უზორის მოქსოვა სცადოთ.


image


თავდაპირველად, უნდა მოქსოვოთ 30 ჰაეროვანი თვალისგან შემდგარი ჯაჭვი, რომელსაც ემატება 3 ჰაეროვანი თვალი უზორის დასაწყებად და კიდევ 1 თვალი სქემის მიხედვით, სულ – 34 თვალი. გახსოვდეთ, რომ ეს ჯაჭვი რიგად არ ითვლება.


image


ამის შემდეგ, დაიწყეთ I რიგის ქსოვა, რომელიც, როგორც უკვე აღნიშნული იყო, მარჯვნიდან მარცხნივ იკითხება. ჯაჭვის პირველი 4 თვალი გამოიყენება უზორის ასამაღლებლად და I რიგი 1 ნამატიანი სვეტით იწყება.



image


შემდეგ, მოდის – 1 ჰაეროვანი თვალი, შემდეგ უნდა გამოტოვოთ 3 თვალი და მე-4 თვალიდან ამოვიღოთ სვეტი ნამატით და მის გვერდით კიდევ 2 ასეთივე სვეტი.


image



შემდეგ, 1 ჰაეროვანი თვალი, გამოგივიდეთ 3 თვალი, მე-4 თვალიდან ამოიღეთ 1 სვეტი ნამატით, შემდეგ ისევ 3 ჰაეროვანი თვალი და კიდევ 1 სვეტი ნამატით.


image


შემდეგ, ისევ 1 ჰაეროვანი თვალი, გამოტოვეთ ჯაჭვის სამი თვალი და გაიმეორეთ ყველაფერი სქემის მიხედვით, ანუ ისევ მოქსოვეთ 3 სვეტი ნამატით, შემდეგ გამოტოვეთ 3 თვალი და ა. შ., ჯაჭვის ბოლომდე. I რიგის ბოლოს უნდა იყოს: 1 სვეტი ნამატით, 1 ჰაეროვანი თვალი და 1 სვეტი ნამატით.


image


I რიგის დასრულების შემდეგ, მოქსოვეთ 3 ჰაეროვანი თვალი, II რიგისთვის სიმაღლის მისაცემად.


image


შემოაბრუნეთ ნიმუში და ქსოვა გააგრძელეთ სქემის მიხედვით. გახსოვდეთ, რომ II რიგი მარცხნიდან მარჯვნივ იკითხება. წინა რიგის ბოლოს, 3 ჰაეროვანი თვალის მოქსოვის შემდეგ, 3 სვეტი უნდა მოქსოვოთ, წინა რიგის, 1 თვალისგან შემდგარ თაღზე.


image


შემდეგ 1 ჰაეროვანი თვალი, 1 სვეტი ნამატით, წინა რიგის დამატებიაინ სვეტების შუაში.


image


1 ჰაეროვანი თვალი და 7 სვეტი ნამატით, წინა რიგის 3 თვლიან თაღზე.


image


შემდეგ ყველაფერი მეორდება რიგის ბოლომდე.


image


რიგის ბოლოს, ისე როგორც წინა შემთხვევაში, მოქსოვეთ 3 ჰაეროვანი თვალი, შემდეგი რიგისთვის, მოაბრუნეთ ნიმუში და მოქსოვეთ 1 სვეტი ნამატით.


image


ახლა თქვენ უკვე იცით სქემის კითხვა, ერკვევით ტერმინოლოგიაში და შეგიძლიათ მოცემული სურათების მიხედვით, უზორის ქსოვა გააგრძელოთ:


imageimageimageimageimage


პირველი 4 რიგის მოქსოვის შემდეგ, უზორი დასრულდება, თუმცა ხელის გასავარჯიშებლად, შეგიძლიათ ქსოვა გააგრძელოთ და ყურადღება მიაქციეთ, რომ ე. წ *რაპორტით*, მხოლოდ რიგის ნაწილის კი არა, რიგების გამეორებაც ხდება. ამ შემთხვევაში, ეს პირველი 4 რიგია. ქვემოთ სურათზე, ნიმუში არის მოცემული, რომელიც 12 რიგისგან შედგება.


image


ამ გაკვეთილის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ ასეთი ბოლეროს მოქსოვა სცადოთ.


image


ზურგის სქემა ბევრად არ განსხვავდება გაკვეთილში განხილული სქემისგან. ის მხოლოდ 3 რიგისგან შედგება და ყოველი სამი რიგის შემდეგ, მეორდება.imageimage


რაც შეეხება წინა მხარეს, მისი სქემა გაკვეთილში განხილული სქემას ანალოგიურია:image


ბოლერო ერთიანი ქსოვის ნიმუში არის. მაგრამ, არის ქსოვის ხერხი, როდესაც ჯერ ცალკეული ნაწილები იქსოვება, ხოლო შემდეგ, მათი გადაბმა ხდება.


image


ეს გადაბმის ერთ-ერთი ხერხია, მაგრამ არა ერთადერთი. სხვადასხვა ნაწილების გადაბმა, როგორც ჰაეროვანი თვლებით, ისე შემაერთებელი სვეტით შეიძლება და ამ შემთხვევაში, ცალკეულ ნაწილებს შორის დაშორება დიდი არ იქნება.


იდეები, მოდელები, სქემები


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


imageარხის სხვა სიახლეები:


* სსრ კავშირის "საიდუმლო იარაღი", რომლითაც ომის დროს, ჯაშუშების ამოცნობა ხდებოდა

* 4 ცივილიზაცია, რომლის კვალი დედამიწის ზედაპირიდან წაშლილია

* სისხლი, ჩონჩხი, სულები, სასაფლაო... – ყველაზე "საშიში" გამოცანები (პასუხები აქვს)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
46
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0