x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
საინტერესო ფაქტები, რომელიც არადამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა

image


1. ფუტკრებს შეუძლიათ ერთმანეთისგან ისწავლონ. მაგ., თუ ერთი ფუტკარი საკვების მოპოვების ახალ გზას იპოვის, სხვებმა, შეიძლება, მისი სტრატეგია გადაიღონ.


2. საპონი მიკრობებს კი არ ანადგურებს, — უბრალოდ, რეცხავს. საპნის მოლეკულები ცხიმებს და ჭუჭყის ნაწილაკებს გარს ეკვრის და შემდეგ — წყლით ირეცხება.


3. ბეთჰოვენმა თავისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები მაშინ დაწერა, როდესაც სმენა სრულად დაქვეითებული ჰქონდა. ფორტეპიანოზე მიყრდნობილი, ის ბგერის ვიბრაციას თავის ქალის ძვლებით გრძნობდა.


4. ბამბუკი — ბალახია და გიჟური ტემპით იზრდება. ზოგიერთი სახეობა, დღეში 91 სმ-მდე იზრდება. თუ მის გვერდით დარჩებით და დაელოდებით — შეგიძლიათ ეს პროცესი დააფიქსიროთ.


5. ობობას თათებით «ესმის». ის ვიბრაციას იმ ზედაპირიდან იღებენ, რომელზეც ზის, განსაკუთრებით — თათებზე არსებული წვრილი, მგრძნობიარე ბეწვის მეშვეობით.


6. რვაფეხას — 9 ტვინი და 3 გული აქვს. ერთი ტვინი «მთავარია», დანარჩენი კი — თითოეულ კიდურშია. ხოლო გულები, რიტმულად მუშაობს: ორი სისხლს ლაყუჩებს აწვდის, მესამე — მთელ სხეულს ამარაგებს.


7. არაქისი — თხილეული არ არის. ბოტანიკური თვალსაზრისით, ეს პარკოსანი მცენარეა.


8. ძველ რომაელებს კანალიზაციის ქალღმერთი ჰყავდათ. ქალღმერთს კლოაცინა ერქვა და მასზე ლოცულობდნენ, რომ მილები არ გაჭედილიყო და წყალი სათანადოდ გადინებულიყო.


9. ბანანი — კენკრაა. ხოლო, მარწყვი — არა. ბანანი, ბოტანიკური თვალსაზრისით — კენკრაა, რადგან ის ერთსქესიანი ყვავილისგან წარმოიქმნება. მარწყვი კი — «ცრუ კენკრაა», რადგან მას თესლი გარედან აქვს.


10. დისნეილენდს მიწისქვეშა ქალაქი აქვს. გასართობი პარკის ქვეშ, გვირაბების სისტემაა აშენებული, რომელშიც ტრანსპორტით შეიძლება მოძრაობა. იქ პარკის პერსონალისთვის განკუთვნილი ოთახებია, ტანსაცმლის კარადები და სხვა დამხმარე სათავსოები. ვიზიტორები, ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ხედავენ.


11. ციყვები შემთხვევით ათასობით ხეს რგავენ. ისინი თხილს ზამთრისთვის ინახავენ და ხშირად, ავიწყდებათ სად. ეს კი, ტყის ბუნებრივ აღდგენას იწვევს.


12. ძველ რომში ქუჩის სავაჭრო აპარატები იყო. ალექსანდრიელმა ვაჭარმა ჰერონმა ჭურჭელი შექმნა, რომელიც მონეტის ჩაგდებისას, წყალს ჭიქაში ასხამდა.


13. ჰოლივუდმა სახელი კენკრისგან მიიღო. ლოს-ანჯელესი ამ უბნის სახელი «holly» — ხეშეში, კიდეეკლიანი ფოთლიანი მცენარის სახელისგან — ბაძგიდან მოდის. XX საუკუნის დასაწყისში, იქ სწორედ ეს ბუჩქები იზრდებოდა.


14. ქათმებს 5–მდე თვლა შეუძლიათ. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ წიწილებს ობიექტების რაოდენობის გარჩევა მაშინაც კი შეუძლიათ, როდესაც ისინი ნაწილობრივ დაფარულია.


15. პირველი საჰაერო ბუშტით ცხოველებმა იფრინეს. 1783 წელს, ფრანგებმა ცაში, ცხვარი, იხვი და მამალი გაგზავნეს, რომ შეემოწმებინათ, შეეძლოთ, თუ არა ცოცხალ არსებებს, დიდ სიმაღლეზე გადარჩენა.


16. მთვარეზე მუსიკა ისმოდა. Apollo 10 მისიის დროს, ასტრონავტების ყურსასმენებში უცნაური «მუსიკის» ხმა გაისმა. მოგვიანებით, ეს ფაქტი, მოდულებს შორის, რადიო ხარვეზით აიხსნა — მაგრამ ფაქტი, ფაქტად დარჩა.


17. ზებრას ზოლების უზორი უნიკალურია, ისე როგორც თითის ანაბეჭდი. ერთნაირი ზოლები არცერთ ზებრას არ აქვს და მეცნიერები ამ ფაქტს ცხოველების იდენტიფიცირებისთვის იყენებენ.


18. ადამიანები და სოკოები — ნათესავები არიან. ბიოლოგიური თვალსაზრისით, სოკოები ცხოველებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე მცენარეებთან. მათ ჩვენთან, საერთო გენებიც კი აქვთ, მათ შორის ისეთიც, შაქრის ათვისებაზეა რომ არის პასუხისმგებელი.


19. ზღვის ღრუბელი უკვდავია (თითქმის). ღრუბლის ზოგიერთ სახეობას სრული რეგენერაცია, ცალკეული უჯრედებიდანაც კი შეუძლია.


20. ზოგიერთ მწერს ორი ტვინი აქვს. მაგ., ტარაკანს, მუცელში, «მეორე ტვინი» აქვს, რომელიც თავის ტვინისგან დამოუკიდებლად, ფეხების მოძრაობების კოორდინაციას ახდენს, ანუ თუ მწერი თავს დაკარგავს, სხეული მუშაობას მანამდე აგრძელებს, ვიდრე მასში საკვები ნივთიერებები და წყალი იქნება. ეს შეიძლება, რამდენიმე დღე, ან რამდენიმე კვირაც კი იყოს.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ძველ რომში გამქრალი IX ლეგიონის საიდუმლო

* 10 საოცარი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს სხვა რაკურსით დაგანახებთ

* წარმოუდგენელი ფოტოები, ფოტოშოპის გარეშე

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?





0
246
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
246
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0