სისხლის სამართალი დააკავეს პირი, რომლის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ჭავჭავაძის გამზირზე მკვლელობას უკავშირდება 25 მაისი, 14:29 ![]() ჭავჭავაძეზე მოკლული 58 წლის ლევან ჯანგველაძე, ე.წ. კანონიერი ქურდის, თანამედროვე კრიმინალური სამყაროს ვერტიკალში მყოფი მერაბ ჯანგველაძის ძმა იყო. ლევან ჯანგველაძე თბილისში ახლობლის გასვენებაზე იყო ჩამოსული რამდენიმე დღით. გადაადგილდებოდა დაცვის თანხლებით. შსს-ის მიერ 17 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, დაკავებულია 1975 წელს დაბადებული პირი, გელა უძილაური, რომელიც მკვლელობაში ეჭვმიტანილი. შსს მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს პირი, რომლის სახელზე რეგისტრირებული იარაღი ჭავჭავაძის გამზირზე მარტში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება - ს.წ.-ს კუთვნილი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე კიდევ ერთი პირი - 1997 წელს დაბადებული ს.წ. დააკავეს. ს.წ.-ს ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ იარაღი, რომლითაც მიმდინარე წლის მარტში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბრალდებულის სახით დაკავებულმა გ.უ.-მ ლ.ჯ. სასიკვდილოდ დაჭრა, წარსულში ს.წ.-ზე იყო რეგისტრირებული. გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ფაქტის გარდა, ს.წ-ზე რეგისტრირებული ცეცხსასროლი იარაღი კიდევ 2 სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებდა, რითაც დადასტურდა, რომ ს.წ.-მ აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღები მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა. საქმეზე გამოძიება ლ.ჯ-ს განზარ მკვლელობის, მისი დაცვის წევრის მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გასაღების ფაქტზე სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში 114 2-ს მოსწონს
|