x
მეტი
  • 20.07.2025
  • სტატია:143434
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515456
სტალინის 1939 წლის ამ გადაწყვეტილებამ, სსრ კავშირი განადგურებისგან იხსნა

1939 წელს სსრ კავშირი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. დასავლეთი მზად არ იყო წინააღმდეგობისთვის, ხოლო გერმანიამ, მზერა აღმოსავლეთისკენ მიმართა... ამავდროულად, სსრ კავშირის ჩრდილო-დასავლეთით არსებული საზღვრის დაუცველობა, ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენდა – ერთის მხრივ, ფინეთის საზღვარი, ლენინგრადიდან 30 კილომეტრში გადიოდა, მაგრამ ეს, იმდენად საშიში არ იყო, რამდენადაც 120 კმ–იანი საზღვარი ესტონეთთან. სავარაუდოდ, სწორედ იქიდან შემოიჭრებოდა მტერი... და შესაძლოა, მოსკოვზე, ჩრდილოეთიდან თავდასხმის პლაცდარმი, სწორედ ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოფილიყო.


image


იმ შემთხვევაში, თუ "ბარბაროსას" გეგმა, 1939 წლის საზღვრების რეალობაში, განხორციელდებოდა, დიდი ალბათობით, ეს, სულ მცირე, ლენინგრადის სრულ ბლოკადას გამოიწვევდა. ალყა, შეიძლებოდა ჩაკეტილიყო, როგორც ლადოგის ტბის წინ, ისე მის აღმოსავლეთით... და ლენინგრადი "სიცოცხლის გზის" გარეშე დარჩებოდა. ლენინგრადის დაცემის შემთხვევაში კი, შეიძლება, დომინოს ეფექტი მომხდარიყო და ჰიტლერს აღლუმი, უკვე 1941 წელს, მოსკოვში ჩაეტარებინა. ასე, რომ, ლიტვის, ესტონეთის და ლატვიის სსრ კავშირში შეყვანა, პრიორიტეტულ ამოცანად, უფრო სწორად, საბჭოთა კავშირის გადარჩენის მთავარ ფაქტორად იქცა.

ამიტომ, დროის მოგების მიზნით, სტალინმა ჯერ თავდაუსხმელობის პაქტი გააფორმა გერმანიასთან და შემდეგ კი, საზღვრების პრობლემის მოგვარება დაიწყო...

ბალტიის ზღვის სანაპიროზე სამი ქვეყანა – ლიტვა, ლატვია და ესტონეთი რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ ქვეყნების სამართლებრივი სტატუსი საერთაშორისო შეთანხმებით და სსრ კავშირთან ხელმოწერილი ორი დოკუმენტით იყო გამყარებული. სსრ კავშირსა და გერმანიას შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების ბედი გადაწყვეტილი იყო: ლატვია და ესტონეთი სსრ კავშირის გავლენის ქვეშ მოხვდა, ხოლო ლიტვა გერმანიის შემადგენლობაში უნდა შესულიყო. თუმცა, უკვე პოლონეთის ოკუპაციის დროს, სტალინმა ჰიტლერს ლიტვის გადაცვლა, მის საკუთრებაში არსებული, პოლონეთის მიწების ეკვივალენტურ ნაწილში შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.

1939 სექტემბერ–ოქტომბერში, სსრ კავშირმა ბალტიის ქვეყნებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და მათ ტერიტორიაზე, გერმანიისგან თავდაცვის მიზნით, სამხედრო ბაზები განათავსა. ხოლო, 1940 წ. ივნისში, მოსკოვმა ეს ქვეყნები ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და დამატებითი სამხედრო ძალები შეიყვანა. სამხედროების მხარდაჭერით, სამივე ქვეყანაში, არჩევნების გზით, ხელისუფლების სათავეში კომუნისტები მოვიდნენ და იმავე წელს, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა ჯერ საბჭოთა რესპუბლიკები შექმნეს, ხოლო შემდეგ, სსრ კავშირის შემადგენლობაში შევიდნენ.

მაგრამ, საქმე ამით არ დასრულებულა. 1939 წ. შემოდგომაზე, სსრ კავშირმა ფინეთს ისეთი ხელშეკრულების დადება შესთავაზა, როგორიც მას ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ჰქონდა. ხოლო, ჰელსინკიდან შემოუთვალეს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსება, წინააღმდეგობაში მოვიდოდა მათ მიერ გამოცხადებული, "სრული ნეიტრალიტეტის" პოზიციასთან. ფინელებისგან სსრ კავშირმა უარყოფითი პასუხი მიიღო, კარელიის ყელი საერთო საზღვრის ჩრდილოეთით გადაწევაზეც, რამაც საბჭოთა ხელისუფლებას, ქვეყნის ტერიტორიული საკითხის ძალისმიერი ხერხებით მოგვარების საბაბი მისცა. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარის ნაწილები ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ომი, რომლის დასრულებას სსრ კავშირი რამდენიმე კვირაში აპირებდა, 1940 წლის 13 მარტამდე გაგრძელდა. შედეგი კი ასეთი იყო: ფინეთი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და სსრ კავშირმა, 126 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად, ფინეთის ტერიტორიის 11% მიიღო... და მტრის მოსაგერიებლად, უკვე ყველა პირობა შექმნილი იყო.


imageარხის სხვა სიახლეები:


* ამ 10–დან, 1 მაინც უნდა ჰქონდეს ქალს, რომ მამაკაცის ყურადღება მიიპყროს

* სულის მისია დედამიწაზე და ხანდაზმულობის "რეცეპტი", სიბრძნის ღვთაებისგან

* კატა გლოკავთ? – გაიგეთ, რისი თქმა უნდა ამით

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
566
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
566
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0