ფსიქოლოგია რა თქვა ალექსანდრე მაკედონელმა სიკვდილის სარეცელზე და ისტორიით გამოცდილი ცხოვრებისეული გაკვეთილები 10 ივნისი, 8:30 ადამიანების ყველაზე დიდი შიში — სიკვდილის შიშია. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად მდიდარია და ძლიერია ის, ჭკვიანია, თუ სულელი, სიკვდილს ვერავინ მოატყუებს და ვერავინ გაექცევა... და არავინ იცის, 1000 წლის შემდეგ, სად ვიქნებით, ან ვიქნებით კი, სადმე?.. გაიუს იულიუს კეისარი — რომისთვის ნახევარი ევროპა რომ დაიპყრო და თითქმის, იმპერატორი გახდა, ჯერ მოკლეს, შემდეგ მისი გვამი ფორუმზე დაწვეს და ფერფლი ქარს "გაატანეს". ალექსანდრე მაკედონელმა კი — ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, მისი საფლავი კი, სამუდამოდ გაქრა. ჩინგიზ-ყაენი — მონღოლი პოლიტიკური და სამხედრო ლიდერი, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფო დააარსა და მონღოლეთის იმპერია შექმნა, 70 წლის შემდეგ, დავიწყებას მიეცა, დაკრძალვის ადგილი უცნობია. ძველი ეგვიპტის ფარაონები, სამარხებს ათწლეულების მანძილზე აშენებდნენ და მასში, ტონობით ოქროს და ძვირფას ნივთებს ინახავდნენ. ახლად დაბადებულებს, უკვე სიკვდილისთვის ამზადებდნენ... მაგრამ, რაც არ უნდა გაეკეთებინათ და რამდენიც არ უნდა ეცადათ, მათ მიერ დაგროვილი სიმდიდრე საიქიოში მაინც ვერ მოხვდებოდა... და სამარხების მძარცველებმა, ეს ძალიან კარგად იცოდნენ. ისტორიის მთავარი გაკვეთილები არც ხელისუფალთა შეცდომებსა და საიდუმლოებებშია და არც კრიზისის პროგნოზირების უნარში, ან ომის მოგებაშია. არც სიყვარულის, გულუხვობის, ხის დარგვისა და შვილების აღზრდის უნარში, რადგან ეს ყველაფერი, საბოლოოდ, მაინც ქრება... მსოფლიო ისტორიის მთავარი გაკვეთილები, მარტივი და ამავდროულად, საშინელია. ამის გაცნობიერება ალექსანდრე მაკედონელის 3 სურვილით შეგვიძლია, რომელიც მან სიკვდილის სარეცელზე წარმოთქვა: "1. საუკეთესო ექიმებმა უნდა ატარონ ჩემი კუბო, სასჯელის სახით. იცხოვრეთ სრულფასოვნად, ნუ შეგეშინდებათ ისეთი მიზნების და თავგადასავლების დასახვა, რომლებიც თქვენთვის არის მნიშვნელოვანი და არა სხვებისთვის. დააფასეთ ბედნიერების მომენტები, ნუ შეგეშინდება ყველაფრის დაკარგვის, ან დაბრუნების...
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |