სხვა როგორ მოაწყოთ პატარა სააბაზანო ოთახი ისე, რომ მაქსიმალურად თანამედროვე და კომფორტული იყოს 23 მაისი, 20:09 ![]() მცირე ფართობის ბინა ვერ დაიკვეხნის სველი წერტილით, რომელშიც შესაძლებელი იქნებოდა ფართო აბაზანის, თაროებისა და სარეცხი მანქანის განთავსება. თუმცა, ეს არ არის სასოწარკვეთის მიზეზი, რადგან პატარა სააბაზანო ოთახშიც შეგიძლიათ შექმნათ მყუდრო და კომფორტული გარემო. გიამბობთ, როგორ გააკეთოთ ეს. 1. სველი წერტილი ნაზ ცისფერ ტონებში ![]() პატარა სააბაზანოს გარდაქმნა შესაძლებელია ნაზი ღია ცისფერი ტონის არჩევით, რომლის წყალობით დამამშვიდებელ ატმოსფეროს შექმნით. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, ცისფერი და მისი ყველა ელფერი სიმშვიდისა და რელაქსაციის განცდას იძლევა, რაც ძალიან სასარგებლოა სააბაზანოსთვის. სწორედ იქ ისვენებს ადამიანი სულითა და სხეულით ძილისთვის მომზადებამდე ან დილით იღებს ენერგიას. ღია ცისფერი ცივ ფერად ითვლება, ამიტომ ვიზუალურად ოთახს უფრო ფართოს, ნათელსა და მსუბუქს ხდის. პატარა სააბაზანო ოთახი, რომელიც ამ ფერშია გაკეთებული, ახალი ფერებით გაბრწყინდება და კომფორტისა და სიმყუდროვის განცდას მოგანიჭებთ. 2. ყურადღება მიაქციეთ ფაქტურულ თეთრ ფილას ![]() თეთრი ფერი უკვდავი კლასიკაა, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება ნებისმიერ ოთახში, მიუხედავად იმისა, ის ფართოა თუ პატარა. კედლებისა და ჭერის თეთრად შეღებვის ნაცვლად, დააკვირდით ფაქტურულ ფილებს. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც იატაკის, ასევე კედლის საფრად. თანამედროვე სამყაროში მწარმოებელი გვთავაზობს უზარმაზარ მრავალფეროვან პროდუქტს ყველა გემოვნებისა და საფულისთვის, ასე რომ, ყველა მსურველს შეუძლია იპოვოს თავისთვის რაიმე შესაფერისი. პატარა სააბაზანო ოთახში ფაქტურული ფილების არჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ მისი ზომა, არამედ თავად ტექსტურაც, რამდენად მოცულობითი, დიდი ან პატარა იქნება ის. უმჯობესია შეჩერდეთ საშუალო ზომაზე, ის ყველაზე ოპტიმალურად ითვლება პატარა ოთახებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფერი. იდეალურია ან ნეიტრალური, ან ცივი თეთრი – მასთან ერთად აბაზანა გამოიყურება მაქსიმალურად ახლად და ფართოდ, ხოლო ტექსტურა ოთახს ორიგინალურ და ესთეტიკურ იერს ანიჭებს. 3. სკანდინავიური სტილი ![]() ალბათ, სკანდინავიური სტილი არასდროს გადავა მოდიდან, მით უმეტეს, თუ საჭიროა პატარა ოთახის ვიზუალურად ნათელ და ფართო სივრცედ გადაქცევა. სკანდინავიური სტილი ორიენტირებულია სიმარტივეზე, ფუნქციონალურობასა და კომფორტზე. ეს არის ერთგვარი მინიმალიზმი თავშეკავებულ ღია ტონებსა და ფერებში, სადაც თეთრი ფერი საკვანძო როლს თამაშობს და მნიშვნელობას იძენს, ხოლო ტექსტურა ოთახს სიღრმესა და მოცულობას მატებს, რაც ფართს ესთეტიკურს ხდის დეკორის ელემენტების, ბუნებრივი მასალებისა და განათების წყალობით. გარდა ამისა, სკანდინავიური სტილი შესანიშნავად ერწყმის მუქ ფერებსა და ტონებს, როგორიცაა ყავისფერი, მწვანე, ნაცრისფერი. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც მოსაპირკეთებლად, ასევე დეკორად. 4. რეტრო სტილი ![]() რეტრო სტილი აერთიანებს თამამ ფერებს, ორიგინალურ ტექსტურებს/ფაქტურებს, ასევე დეკორის უჩვეულო ელემენტებს, რომლებიც ოთახს განსაკუთრებულ, შეუდარებელ იერს ანიჭებს. მოსაპირკეთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კედლის პატარა ფილები. იატაკისთვის შესაფერისია უფრო დიდი ზომის ფილები. ჭერი უმჯობესია შეათეთროთ ან სპეციალური საღებავით შეღებოთ. ჭერის ფერი დამოკიდებულია ფილების არჩეულ ფერზე. 5. გამოიყენეთ თბილი ფერები და ტონები ![]() თბილი ფერები და ტონები შესანიშნავი არჩევანია პატარა სააბაზანო ოთახისთვის. მაგალითად, ნეიტრალური პასტელის ფერები, როგორიცაა ყვითელი, კრემისფერი, მტვრიანი ვარდისფერი, პიტნისფერი, ნაზი იასამნისფერი, ბეჟი, მოხარშული რძისფერი და ა.შ. მათი დახმარებით სივრცე ვიზუალურად უფრო ფართო და დიდი გამოჩნდება. 6. გამოიყენეთ ფარული შენახვის სისტემები ![]() კიდევ ერთი გზა სააბაზანო ოთახის გასადიდებლად არის ფარული სათავსო სისტემების გამოყენება. იდეალური ვარიანტია ჩაშენებული კარადები, თაროები და საკიდები. როგორც წესი, ასეთი სისტემებით შეძლებთ ნივთების დამალვას ცნობისმოყვარე თვალისგან, ასევე ვიზუალურად გაზრდით სააბაზანო ოთახს. 7. დაამონტაჟეთ თანამედროვე სანტექნიკა ![]() თუ ყველა კვადრატულ სანტიმეტრს აფასებთ, ყურადღება მიაქციეთ ჩამოსაკიდ სანტექნიკას. ხარისხიანი, კარგად შერჩეული სანტექნიკა ერთგულად მოგემსახურებათ მრავალი წლის განმავლობაში. ესთეტიკური თვალსაზრისითაც, ასეთი ოთახი ბევრად უფრო ეფექტურად, მყუდროდ და კომფორტულად გამოიყურება. 8. დააკვირდით საშხაპე კაბინას ქვესადგამის გარეშე ![]() ასეთი საშხაპე კაბინის მთავარი უპირატესობაა ის, რომ პრაქტიკულად არ იკავებს ადგილს, არ „ჭამს“ სივრცეს, არამედ აფართოებს საზღვრებს, მატებს სიღრმეს და მოცულობას. ასეთი საშხაპე კაბინის დალაგება მარტივია, ამიტომ სისუფთავისა და წესრიგის შენარჩუნება არ გაგიჭირდებათ. თუმცა, აუცილებელია კარგი ვენტილაციის უზრუნველყოფა და მაშინ ნამდვილად არაფერზე სანერვიულო არ გექნებათ. 9. შეარჩიეთ სარეცხი მანქანა ![]() თანამედროვე სამყაროში არაფერია შეუძლებელი, მაშინაც კი, როდესაც საქმე ეხება პატარა სააბაზანო ოთახს, რომელშიც სარეცხი მანქანაც უნდა განთავსდეს. საბედნიეროდ, დღეს მწარმოებლები გვთავაზობთ სხვადასხვა მოდელების უზარმაზარ არჩევანს, როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ჩატვირთვით. ასევე დაგაინტერესებთ: 30 სამუშაო ადგილი, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება 30 ყველაზე ლამაზი და მყუდრო ოთახი, სადაც მოხვედრას ახლავე ისურვებდით ცნობილი ადამიანების სამზარეულოები: ვირტუალური ტური დიზაინერებისგან თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ ყველაზე უჩვეულო ნიჟარები მთელს მსოფლიოში (27 ფოტო) 85 1-ს მოსწონს |