
მერაბ მამარდაშვილის გამონათქვამები:
"ადამიანი არ არსებობს, იგი იქმნება“
"ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას" !
"ისტორიაში არ არსებობს ბოროტება ჩადენილი ბოროტების სახელით. ნებისმიერი ბოროტება ისტორიაში ჩადენილია სიკეთის და პროგრესის სახელით”.
"შეუძლებელია, ვინმემ გარედან მოგახვიოს რაიმე თავს, თუ შინაგანად, რაღაც ზომით მაინც, არა ხარ მზად მის მისაღებად“.
"ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად!
ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!"
"ყველაზე დიდი ტყუილი შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად სიმართლე, ნათქვამი ისეთ სიტუაციაში, როცა მისი დაჯერება შეუძლებელია…"
"ყველაზე საშიში მტერი ჩვენ გარეთ კი არ არის, არამედ ჩვენშია ჩაბუდებული."
''მტრის ხატი — ესაა დამანგრეველი ფსიქიკური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჯერ უსაგნოდ არსებობს. ეჭვი ჩემი უძლურებაა — მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.''