x
მეტი
  • 13.06.2025
  • სტატია:142845
  • ვიდეო:351928
  • სურათი:515198
"მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს, 13 წლის მკვლელთან და მის ოჯახთან..." - დაღუპული 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძის მეგობარი მიმართვას ავრცელებს
image

მიმდინარე წლის 10 მა­ისს, გლ­დან­ში, ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს დაღუპული კურიერის, 31 წლის შაკო შა­რა­ბი­ძის მეგობარი ნინო ბა­რა­მი­ძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.


"მაქსიმალურად გავავრცელოთ პოსტი, რომ მიაღწიოს 13 წლის მკვლელთან და მის ოჯახთან.13 წლის მკვლელმა, როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ჩემი მეგობარი შაკო შარაბიძე მოკლა.


დღეს შაკოს ოჯახს ესაუბრა გამომძიებელი და უთხრა, რომ საქმე უნდა დაეხურათ, რადგან მკვლელი არის 13 წლის.



დღეს შაკოს ოჯახმა უყურა ჩანაწერებს, სადაც ჩანს 13 წლის ნაგავმა, გაუზრდელმა მკვლელმა, თავის გართობას როგორი ბიჭის სიცოცხლე შესწირა.


ანუ ხვალ შეიძლება ისევ იგივე გააკეთოს მკვლელმა და ისევ ვინმეს სიცოხლე წაართვას.


შაკოს მკვლელის სახელი და გვარი და ფოტო მომაწოდა ოჯახმა და რადგან არასრულწლოვანი ყოფილა კანონი მე დამსჯის ამის გამო და მკვლელმა, რომელმაც ახალგაზრდა მეგობარი მომიკლა, ის დაუსჯელი უნდა დარჩეს.


მკვლელის ოჯახიდან არცერთს არ ეყოთ იმის გამბედაობა, გარდაცვლილის ოჯახთან გასულიყო კონტაქტზე.


რა აზრი აქვს, რომელიმე თქვენთაგანის სიცოცხლეს? მკვლელებო!


თვითგვემას მიეცით თქვენი თავები, მკვლელმაც და მათი ოჯახის წევრებმაც. ქუჩაში არ გახვიდეთ!


ვიბრძოლებთ, იქნებ, რამე შევძლოთ.


ყველას გთხოვთ დახმარებას, იქნებ დაგვეხმაროთ, არსებობდეს რაიმე მექანიზმი, რომ ასე არ დაიხუროს საქმე, ასე არ შერჩეს მკვლელს ჩემი შაკოს სიცოცხლე.


ტარიელ კაკაბაძე უძლიერესი ადვოკატი ხარ, იქნებ გვაპოვნინო რაიმე გზა" - წერს ნინო ბა­რა­მი­ძე.



0
295
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
295
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0