სიახლეები ქალს მართვის მოწმობის გარეშე სიჩქარის გადამრთველი აერია და საკუთარი შვილი მოკლა 21 მაისი, 19:59 ![]() აშშ-ში ნიუ-ჯერსის შტატში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს მანქანაში გადაცემათა კოლოფის ბერკეტი აერია და მცირეწლოვან შვილს სასიკვდილოდ დაეჯახა. ინციდენტი 17 მაისს, ოუშენის ოლქში მოხდა. 30 წლის ვენდი კასტილიო-ტორესი საკუთარ ეზოში მანქანებს რეცხავდა. რეცხვის პროცესში საკუთარი 10 თვის ჩვილი ბავშვის შეზლონგში მოათავსა რომელიც ორ მანქანას შორის იდგა. გარეცხვის შემდეგ, ქალმა გადაწყვიტა, ერთ-ერთი მანქანა გაეყვანა, თუმცა სიჩქარის კოლოფის გადამრთველი არასწორ პოზიციაზე დააყენა. უკან სვლის ნაცვლად, სიჩქარის ბერკეტი წინ სვლაზე გადართო.. მანქანა შეზლონგს შეეჯახა, რომელშიც ბავშვი იმყოფებოდა და მეორე მანქანას მიაჭყლიტა. კასტილიო-ტორესმა მაშინვე მოახერხა მანქანის უკუსვლაზე გადაყვანა და დაძვრა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ![]() ტრაგედიის შემდეგ გაირკვა, რომ კასტილიო-ტორესს მოქმედი მართვის მოწმობა არ ჰქონდა. შედეგად, ამერიკელ ქალს შვილის სიკვდილში ბრალი წაუყენეს. „გამოძიებით დგინდება, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა იყო, - განაცხადა ადგილობრივმა პოლიციის ოფიცერმა. -ამ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები ოჯახთანაა.“ ქალს ბრალი წაუყენეს, თუმცა არ დაუკავებიათ. მას სასამართლოში პირადად გამოცხადება დაევალა. 124 2-ს მოსწონს
|