შოუბიზნესი პაპარაცებს შეუძლიათ იამაყონ: სელებრითების პიკანტური ფოტოები, რომლებიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 21 მაისი, 10:49
![]() რიზ უიზერსპუნი - ვარსკვლავი მოულოდნელად ამოვარდნილი ქარის მსხვერპლი გახდა![]() მაიამიში გამართულ ფოტოსესიაზე ავსტრალიელმა სუპერმოდელმა მირანდა კერიმ იმაზე მეტი აჩვენა ვიდრე საჭირო იყო, თუმცა მისი სახის გამომეტყველებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ფაქტს მომხიბვლელი მოდელისთვის გუნება - განწყობილება ნამდვილად არ გაუფუჭებია![]() კანის კინოფესტივალზე ფილმ "ჯიმი პ"-ის პრემიერის ფარგლებში ევა ლონგორიას წითელ ხალიჩაზე გამოჩენას დასავლური მედიის მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაღალი ჭრილის გრძელმა კაბამ და მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა ამერიკელ ვარსკვლავს ყველაზე შეუფერებელ მომენტში უმუხთლა..![]() ლინდსი ლოჰანი - თავადაც მოგეხსენებათ თუ როგორი უკომპლექსოა. ბიუსტჰალტერის გარეშე ყოფნა მისთვის სრულიად ბუნებრივი მდგომარეობაა, თუმცა არც საცვლები წარმოადგენს მისთვის ქალის გარდერობის განუყოფელ ატრიბუტს, თუმცა კარგია რომ თმა მაინც აქვს გრძელი...![]() კარდაშიანების ოჯახში, ყველა მაკორექტირებელ საცვალს ატარებს. აი, მაგალითად, ქლოი კარდაშიანი მსუბუქ კაბასა და ქალის თეთრეულის მწარმოებელი ბრენდის "სპენქსის" საცვლებში![]() ბრიტნი სპირსი ფეხბურთელების მაისურებში გამოწყობილ მომავალ ვარსკვლავებთან ერთად, ოჰ ეს ოხუნჯი ქარი...![]() ენ ჰეთევეიმ მანქანიდან მოხდენილად გადმოსვლა ვერ მოახერხა, შედეგად კი, მთელს ინტერნეტსივრცეში მისი ფოტოები თეგით "ქვედასაცვლებისგარეშე" კალეიდოსკოპიური სიჩქარით გავრცელდა![]() ცნობილი მსახიობი ემა უოტსონი ჯორჯო არმანის ერთი ზომით დიდ კაბაში - თუმცა ეგ არაფერი, მაგრამ ეს ნახევრად შიშველი მკერდი?![]() ჯესიკა ალბა უმცროს ქალიშვილთან სეირნობისას, ყველაფერი მშვენივრად იყო, სანამ ჯესმა პიჯაკის გახდა არ დაიწყო, რაც შემდეგ მოხდა პაპარაცების მახვილ თვალს ნამდვილად არ გამოჰპარვია..![]() ჯენიფერ ლოპესი შარვალზე უცნობი წარმომავლობის ლაქებით, თეთრი ფერის სამოსის ტარება დამეთანხმეთ რომ საკმაოდ სარისკო საქმეა![]() ვარსკვლავების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, დატვირთული გრაფიკი პირადი ჰიგიენის დაცვას პრაქტიკულად გამორიცხავს. მაგალითად, ამერიკელი პოპ - ვარსკვლავი სელენა გომესი "აღვირახსნილი არდადეგების" ესპანურ პრემიერაზე გაუპარსავი იღლიებით გამოჩნდა![]() რასელ ბრენდს როგორც ჩანს ძალიან დასცხა![]() გოგონების აუხდენელ ოცნებას, რობერტ პატინსონს კი უბის შეკვრა დაავიწყდა![]() ამდენი წლის განმავლობაში მერილინ მენსონმა ტუჩების შეღებვა ვერა და ვერ ისწავლა.. სარკე მაინც ატაროს, თუკი მაკიაჟის გაკეთების ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო...![]() ზაკ ეფრონმა ნუთუ არ იცის მინის ფაქტურის შესახებ? ის ხომ გამჭვირვალეა და ყველაფერი ჩანს![]() პატარა დეფექტი ევა ლონგორიას კაბაზე![]() ფოტოგრაფების მახვილ თვალს არც კამერონ დიასის თეთრ პერანგზე დარჩენიათ შეუმჩნეველი იღლიებთან ოფლის კვალი ...314 შეფასება არ არის |