x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
15 წლის გოგონას მკვლელი 44 წლის შემდეგ დააკავეს
imageაშშ-ში 78 წლის მამაკაცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 44 წლის წინ სკოლის მოსწავლის მკვლელობისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს.


15 წლის კარენ სტიტი(Karen Stitt) 1982 წლის სექტემბერში კალიფორნიის შტატის ქალაქ სანივეილში გაუჩინარდა. გოგონა ბოლოს მისმა შეყვარებულმა ნახა, ისინი ავტობუსის გაჩერებაზე დაშორდნენ.

image

. რაიონული პროკურორის ოფისის ცნობით, მისი შიშველი, დასისხლიანებული ცხედარი მეორე დილით წიდაბლოკის კედლის უკან იპოვეს. მკვლელმა სკოლის მოსწავლე გოგონა გააშიშვლა, გააუპატიურა და შემდეგ დანით 50-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. 2019 წლამდე პოლიციას ამ საქმეში სერიოზული მტკიცებულება და ხელმოსაჭიდი არ ჰქონდა.


image

ექვსი წლის წინ, სანივეილის პოლიციის დეტექტივმა მეტ ჰატჩისონმა მიიღო ინფორმაცია, რომ თავდამსხმელი შესაძლოა ქალაქ ფრესნოში მაცხოვრებელი ოთხი ძმიდან ერთ-ერთი ყოფილიყო. 2022 წელს, დანაშაულის ადგილიდან ბიოლოგიური მასალების ანალიზის წყალობით, შესაძლებელი გახდა დანაშაულთან გარი რამირესის(Gary Ramirez) დაკავშირება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჰავაიზე ცხოვრობდა.


2025 წლის 12 მაისს 78 წლის დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 25 წლის შემდეგ ვადამდე ადრე პირობითი გათავისუფლების მოთხოვნის უფლებით.

სასამართლოს სტიტის ნათესავები ესწრებოდნენ. რამირესი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

image

-40 წელზე მეტი ხნის წინ კარენ სტიტი გარდაიცვალა, მაგრამ ჩვენ ის არ დაგვიწყებია, დღეს, თავდადებული დეტექტივის, შეუპოვარი პროკურორისა და ჩვენი კრიმინალური ლაბორატორიის წყალობით, დამნაშავე ციხეშია.-განაცხადა რაიონულმა პროკურორმა ჯეფ როზენმა.



მთავარ ფოტოზე:გარი რამირესი და მისი მსხვერპლი კარენ სტიტი.

0
162
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
162
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0