რელიგია ქალის გამო შექმნილი ანგლიკანული ეკლესია და ანა ბეილის ტრაგიკული ისტორია 19 მაისი, 11:23 ![]() ინგლისის მეფე ჰენრი VIII ოსტატურად იცვლიდა ცოლებს . მან, პირველ მეუღლესთან დაშორებისთვის, უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინა და ბოლოს და ბოლოს, საწადელი აისრულა. ჰენრი VIII -ს პირველი ცოლი, ინგლისის დედოფალი კატალინა არაგონელი (ესპანეთის პრინცესა) ღვთისმოსავი ქალი და მოსიყვარულე მეუღლე იყო, რომელიც მეუღლის ღალატზე, გამუდმებით თვალს ხუჭავდა. მაგრამ, ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მეფეს დედოფლის ფრეილინა, ანა ბოლეინი შეუყვარდა. რადგან მეფე–დედოფალს მხოლოდ ერთი ქალიშვილი (მერი) ჰყავდა და კატალინას მეტი შვილის გაჩენა აღარ შეეძლო, ჭკვიანმა და ცბიერმა ანამ, საქმე ისე მოაწყო, რომ ჰენრი მასზე დაქორწინებულიყო და მხოლოდ მისი საყვარელი არ ყოფილიყო. ანას უარი თქვა სექსუალურ ურთიერთობაზე მანამ, სანამ არ დაქორწინდებოდა, ამიტომ მეფემ გადაწყვიტა რომის კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ წასვლა, რომ კატალინასთან განქორწინებულიყო. ![]() თუმცა მეფეს ვაჟი უნდოდა. როცა ანამ ვერ შვა მემკვიდრე ვაჟი (მიუხედავად რამდენიმე ორსულობისა), მეფის გრძნობები გაცივდა. მალე გამოჩნდა ახალი ქალი – ჯეინ სეიმური. 1536 წელს ჰენრის ანასთან გაყრა და ჯეინ სეიმურთან ქორწინება მოუნდა. ამიტომ ანას ბრალდება შეუთითხნეს და სასამართლოს გადასცეს. მას ბრალი ედებოდა ღალატში. საყვარლად მისი ღვიძლი-ძმა, ჯორჯი დასახელდა. სასამართლომ ჯორჯსაც და ანასაც სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1536 წლის 19 მაისს დედოფალი ეშაფოტზე აიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. მისი სიკვდილით დასჯის შემდეგ, ელისაბედი ბუშად გამოაცხადეს. ცოტა ხანში, ჰენრიმ თავის რჩეულ ჯეინ სეიმურზე იქორწინა. ![]() მიუხედავად სასტიკი აღსასრულისა, ანა ბოლეინმა ისტორია შეცვალა. მისი ქალიშვილი, ელისაბედ I, გახდა ერთ-ერთი უდიდესი მონარქი, ხოლო ანა — სიმბოლო ქალის წინააღმდეგ უსამართლობის, ძალაუფლებისთვის ბრძოლის და ძლიერი, თუმცა დაუნდობელი სიყვარულის. ინგლისის მეფემ ჰენრი VIII–მ კი სწორედ ანას გამო მხარი დაუჭირა რეფორმას, ინგლისის ეკლესია ჩამოაშორა რომის კათოლიკურ ეკლესიას და სამეფო ხელისუფლებას დაუქვემდებარა. ![]() 112 3-ს მოსწონს
|