როგორ გამოიყურებიან მოდელები ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე
19 მაისი, 12:19
ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ცნობილი ტოპ - მოდელები 24/7-ზე თვალისმომჭრელ მაკიაჟს ატარებენ, ცნობილი დიზაინერების კაბებში სძინავთ და პაპარაცების წინაშე საპოზიოროდ ყოველთვის მზად არიან, თუმცა ეს სულაც არ არის ასე. ბევრი ლამაზმანი ტაბლოიდური ჟურნალების გარეკანზე პოზირების შემდეგ ჩქარობს არაკომფორტული სამოსისგან გათავისუფლებას, მძიმე მაკიაჟის სახიდან ჩამორეცხვას და დღის ბოლოს სახლის კომფორტულ მაისურში ან საყვარელ ხალათში გახვევას. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან ცნობილი სუპერმოდელები ყოველდღიურ ცხოვრებაში მაკიაჟისა და ქუსლიანი ფეხსაცმლის გარეშე.