სხვა „დაბადების დღეს გილოცავ, ბატონო პრეზიდენტო“ 19 მაისი, 10:00 ![]() „ დაბადების დღეს გილოცავ, ბატონო პრეზიდენტო“(Happy Birthday, Mr. President) სიმღერა, რომელიც მსახიობმა და მომღერალმა მერილინ მონრომ შეასრულა 1962 წლის 19 მაისს (შაბათს) პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის 45-ე დაბადების დღის აღსანიშნავად. დღესასწაული კენედის ოფიციალურ დაბადების დღემდე(29 მაისი) ათი დღით ადრე (29 მაისი გაიმართა. მერილინ მონრომ სიმღერა ისეთი გრძნობით იმღერა, რომ პრესაში მაშინვე გავრცელდა ჭორები, რომ მას და პრეზიდენტს რომანი ჰქონდათ. მონრომ „Happy Birthday to You“-ს ტრადიციული ტექსტი ვნებიანი, ინტიმური ხმით შეასრულა და „ბატონო პრეზიდენტო“ დაამატა. სიმღერაში მან გამოიყენა ნაწყვეტი კლასიკური სიმღერიდან „Thanks for the Memory“ და დაამატა ახალი ტექსტი სპეციალურად კენედისადმი: "ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ, მოგებული ბრძოლებისთვის იმისთვის, თუ როგორ უმკლავდებით U.S. Steel-ს და ჩვენს მრავალს პრობლემას ჩვენ ამისთვის ძალიან მადლიერები ვართ თქვენი". მოგვიანებით, როდესაც უზარმაზარი დაბადების დღის ტორტი მოიტანეს, კენედი სცენაზე ავიდა და მონროს სიმღერის ვერსიაზე ხუმრობით თქვა: „ახლა შემიძლია პოლიტიკიდან წავიდე „Happy Birthday“-ის ასეთი სასიამოვნო და ჯანსაღი შესრულების შემდეგ“, რითაც მონროს მჭიდრო კაბაზე და სექსუალურ იმიჯზე მიანიშნებდა მონროს აკომპანირებას ჯაზ-პიანისტი ჰენკ ჯონსი უწევდა. მონროს წარადგინა პიტერ ლოუფორდმა. მან გაითამაშა, თითქოს გოგონა აგვიანებდა და მთელი საღამო ართობდა მაყურებელს, სანამ მონრო სცენაზე არ გამოჩნდა. როდესაც ის საბოლოოდ გამოვიდა და ყურადღების ცენტრში მოექცა, ლოუფორდმა "დაგვიანებული მერილინ მონრო" უწოდა ( საბედისწერო დამთხვევით. სიტყვა «late», "დაგვიანებულს" და "გარდაცვლილს" ნიშნავს) .ამ მოვლენიდან სამიოდე თვის შემდეგ, მერილინ მონროს საკუთარ სახლში აღმოაჩნენენ გარდაცვლილს. ![]() მონრომ ბეწვის ქურქი გაიძრო და კაბა გამოაჩინა, მაყურებელი გაოგნებული დარჩა ![]() მერილინ მონროს ცნობილი კაბა ჟან ლუის დიზაინერმა შექმნა და 1, 440.33 დოლარი ღირდა. 1999 წელს კაბა ნიუ-იორკში აუქციონზე 1, 26 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2016 წლის 17 ნოემბერს, ლოს-ანჯელესში გამართულ აუქციონზე, უცნობმა პირმა კაბა 4, 8 მილიონ დოლარად შეიძინა. ![]() 182 2-ს მოსწონს
|