საბუნებისმეტყველო საინტერესო ფაქტები ტყუპების შესახებ 21 მაისი, 9:51 ტყუპები, ყოველთვის იწვევდნენ და კვლავაც იწვევენ უამრავ ემოციას. ზოგი გაოცებულია მათი მსგავსებით, ზოგი ინტერესს განიცდის, ზოგს კი, უბრალოდ, მათ უღიმის, – ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს, წყლის ორი წვეთივით ჰგვანან. აქ საინტერესო ფაქტებს გთავაზობთ, რომელიც გაგაკვირვებთ, თუ რამდენად განსაკუთრებულები არიან ტყუპები. ![]() 1. ტყუპებს, შეიძლება, სხვადასხვა მამა ჰყავდეთ და სხვადასხვა რასას ეკუთვნოდნენ დიახ, დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს შესაძლებელია. თუ ქალმა ორჯერ განიცადა ოვულაცია და შემდეგ, ორ სხვადასხვა მამაკაცთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი, სავსებით შესაძლებელია, რომ ორი კვერცხუჯრედი განაყოფიერდეს. ამ ფენომენის სამეცნიერო სახელი — სუპერფეკუნდაციაა. 2. დღეს ორჯერ მეტი ტყუპი იბადება, ვიდრე წინა ათწლეულებში ამის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, გვიანი ფეხმძიმობაა. 30 წლის ასაკში, ტყუპების გაჩენის შანსი უფრო დიდია, ვიდრე, ვთქვათ, 20 წლის ასაკში. ტყუპების დაბადების კიდევ ერთი მიზეზი, რეპროდუქციული მკურნალობის მეთოდებია. 3. ტყუპები საკუთარ ენაზე საუბრობენ ალბათ, გსმენიათ, რომ პატარა ძმები, ან დები, ერთმანეთთან რაღაც გაუგებარ ენაზე საუბრობდნენ. მაგრამ, ერთმანეთის, შესანიშნავად ესმოდათ. ამ ენას კრიპტოფაზია ეწოდება და ტყუპების, დაახლოებით, 40% მასზე საუბრობს. საქმე იმაშია, რომ ბავშვები, ერთმანეთს აქტიურად ჰბაძავენ, რაც მათ, ლექსიკის გამდიდრების საშუალებას აძლევს. ისინი ბგერების გარკვეულ ნაკრებებს, კონკრეტულ მნიშვნელობას ანიჭებენ და გამოგონილ ენაზე, თავისუფლად საუბრობენ. განვითარებასთან და რეალური ლექსიკის ზრდასთან ერთად, ე.წ. კრიპტოფაზია, დაახლოებით, დაწყებითი სკოლის ასაკისთვის, ქრება. თუმცა, ზოგიერთი ტყუპი, ამ ენას ინარჩუნებს და მას შემდგომ წლებში იყენებს. 4. თითის სხვადასხვა ანაბეჭდი ტყუპები, შეიძლება, ერთმანეთს წყლის ორი წვეტივით ჰგავდნენ, მაგრამ მათ თითის განსხვავებული ანაბეჭდები აქვთ. 5. ტყუპები, შეიძლება, სხვადასხვა ასაკის იყვნენ როდესაც ბუნებრივი გზით, დაორსულების მცდელობა უშედეგოა, ბევრი მშობელი ინ ვიტრო განაყოფიერებას მიმართავს. ჩასახვის შანსების გასაზრდელად, რამდენიმე კვერცხუჯრედის განაყოფიერება ერთდროულად ხდება. მშობლებს შეუძლიათ, ყველა ემბრიონის ერთდროულად გამოყენება, ანუ საშვილოსნოში გადანერგვა, ან ნაწილის გაყინვა და რამდენიმე წლის შემდეგ, გამოყენება. მეორე შემთხვევაში, ბავშვები სხვადასხვა დროს დაიბადებიან, მაგრამ, გენეტიკურად, ტყუპები იქნებიან. 6. სხვადასხვა კვერცხუჯრედის ტყუპები ეს ტყუპების ნაკლებად გავრცელებული სახეობაა, რომელიც ორი, ან მეტი კვერცხუჯრედის განაყოფიერების შედეგია. ტყუპები ამ შემთხვევაში, ისე ჰგვანან ერთმანეთის, როგორც დედმამიშვილები და სხვადასხვა გენოტიპი აქვთ. 7. თუ ორი წყვილი იდენტური ტყუპი, ერთმანეთზე დაქორწინდა, ვინ იქნებიან მათი შვილები, ერთმანეთისთვის? ვთქვათ ტყუპმა ძმებმა, ტყუპ დებზე იქორწინეს – ოფიციალურად, ასეთ ქორწინებაში დაბადებული ბავშვები, ერთმანეთისთვის, დეიდაშვილ–ბიძაშვილებად ითვლებიან, მაგრამ, გენეტიკურად – დედ–მამის შვილები არიან. 8. ტყუპები ერთმანეთს დაბადებამდე უახლოვდებიან ყველასთვის ცნობილია, რომ ტყუპებს ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირი აქვთ. ბოლოს და ბოლოს, მათ ხომ მთელი ცხრა თვე გაატარეს, დედის მუცელში, ერთად?! თუმცა, ეს "მიჯაჭვულობა", დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ყალიბდება. ექიმი, 3D-ექოსკოპიის აპარატით, 5 წყვილ ტყუპს აკვირდებოდა. კვლევამ აჩვენა, რომ პატარები, ერთმანეთისკენ, ორსულობის მე-14 კვირას იწევენ. ტყუპების ფიზიკურ კონტაქტს, ამ პერიოდში, დროის 30% უკავია, ხოლო 18–ე კვირიდან, კონტაქტები უფრო ხშირია. 9. მთლად ერთი და იგივე არ... ბევრი მშობელი, ტყუპებს ერთნაირ ტანსაცმელს აცმევს და მსგავს ვარცხნილობებს უკეთებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად განსხვავებული პიროვნებები არიან. 10. ტყუპები სხვადასხვა ასაკის არიან ტყუპები ერთდროულად არ იბადებიან. მათ ასაკში სხვაობამ, შეიძლება, 17 წუთამდე იყოს, ხან კი, მეტიც. იყო შემთხვევები, როდესაც ტყუპები სხვადასხვა დღესაც კი დაიბადნენ... და სხვადასხვა წელსაც კი – მაგ., ერთი – 31 დეკემბერს, მეორე კი – 1 იანვარს. 11. მთავარი განსხვავება ტყუპების გარჩევა ჭიპით შეიძლება, რადგან ამ ორგანოს გენეტიკასთან არაფერი აქვთ საერთო. პრობლემა ის არის, რომ ადამიანებისთვის, იდენტიფიკაციისთვის, ჭიპის ჩვენების მოთხოვნა, ყოველთვის მიზანშეწონილი არ არის. 12. გაუჩინარებული ტყუპისცალის ფენომენი მედიცინაში არსებობს ტერმინი – «გაუჩინარებული ტყუპისცალის სინდრომი». ის მაშინ დგება, როდესაც საშვილოსნოში, გარკვეული მიზეზების გამო, ერთ–ერთი ემბრიონი განვითარებას წყვეტს. ეს მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობების კომპლექსი და იმ ბავშვებში ვლინდება, რომლებმაც საშვილოსნოში ტყუპისცალის გარდაცვალება განიცადეს. ამ დაავადების ძირითადი სიმპტომებია: დეპრესია, იზოლაციისკენ მიდრეკილება, მარტოობის განცდა, უმწეობის შეგრძნება, შფოთვა, მწუხარების განცდა.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |